Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.030

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გლდანში შვილმა მამა მოკლა

თბილისში, გლდანში შვილმა მამა მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთი პირია დაკავებული და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. „ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტთან

მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. „დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს“, - წერს მიხაილ როთი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. იპნ

„მძიმე მდგომარეობაში ვართ - უფრო მეტი მეწყერსაშიში წერტილი გაჩნდა“ - რა გაკეთდა შოვის ტრაგედიის შემდეგ

„უფრო მეტი და მეტი მეწყერსაშიში და გრავიტაციული წერტილი გაჩნდა, დაემატა ისეთი ადგილები, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები კავკასიაში აქტიურად არის გავრცელებული და მოსალოდნელია, რომ მსგავსი ღვარცოფები და მეწყერები მომავალში გააქტიურდება. „შოვის ტრაგედია იყო ყველაზე მძიმე ტრაგედია, რომელიც ჩვენ ამ ეტაპისთვის გადავიტ

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს. „აშშ ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს, რუსეთის ა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა. მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრ

მატილდა გვარლიანი I ქართველია, ვინც Victoria’s secret-ის შოუზე გამოვა

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი ქალის თეთრეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Victoria’s secret 2018 წლის შემდეგ პირველ შოუს 15 ოქტომბერს გამართავს, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოვა. Victoria’s secret Fashion Show ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ი შოუს ნიუ-იორკში

ბოტანიკური ბაღი ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტურით და ლექციით „ტყის ეკოსისტემები“ უერთდება

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია, თემაზე - „ტყის ეკოსისტემები". აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ბმულზე http://surl.li/ujihcw იპნ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს. „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეჩილთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 10:03 საათზე მოხდა.

კახა კალაძე - თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება

თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას არ ნანობს. “თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყვე

პრეზიდენტს ნიკა გვარამია არ შეუწყალებია – პენიტენციური

პრეზიდენტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ შეუწყალებია. ამის შესახებ ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სააღდგომოდ შეწყალებულთა შესახებ ამ უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. გაჩნდა მოლოდინი, რომ შეწყალებულთა შორის შესაძლოა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც იყოს. ნეტგაზეთი

ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა მამუკა სეფაშვილს, რომელიც თურქეთში მიწისვრის სალიკვიდაციო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულ ქართველ მაშველებს ხელმძღვანელობდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში, სპეციალურ ღონისძიებაზე, ერდოღანმა ყველა ქვეყნის მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. „ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრ

ევგენი პრიგოჟინი - უკრაინელების არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. „შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა

რა ხდება მეორე ტურის წინ თურქეთში

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებას ოპონენტებს შორის ხისტი ურთიერთბრალდებები, ყალბი ამბების გავრცელება და ნაციონალისტური დისკურსის გაფართოება სდევს თან. მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გადამწყვეტი კენჭისყრა 28 მაისს უნდა გაიმართოს. პირველი ტური და გამოწვევა ოპოზიციისთვის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 14 მაისს ჩატარდა, ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში

უკრაინის გენშტაბი - უკრაინის დამცველები მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ

უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა - NGO-ები

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს თავიდან აირიდოს დამკვირვებლები და ჩაკეტილად, ყოველგვარი გამჭვირვალობის სტანდარტების გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები. ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მონიტორინგის განმახორცი

საბერძნეთში სიცხემ რეკორდულ ნიშნულს, 46°-ს, მიაღწია

საბერძნეთში კვირას ჰაერის ტემპერატურამ ახალ რეკორდს, 46°C-ს, მიაღწია. ათენის ეოვნული ობსერვატორიის ცნობით, პატარა ქალაქ გითეოში კი ჰაერის ტემპერატურა 46,4°C-ზე დაფიქსირდა. მანამდე ყველაზე მაღალი სიცხე საბერძნეთში 2006 წელს იყო. საბერძნეთში უკვე კვირაზე მეტია, რაც თერმომეტრი 40°C-ზე მეტს უჩვენებს. მაღალ სიცხეს თან ახლავს ტყის ხანძრების გაჩენა. 18 ივლისის საღამოს მონაცემებით, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზე გავრცელდა. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრე

სად არის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული საქართველოში — მონიტორინგის შედეგები

საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM) და აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებს. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-21 წლების ეროვნულ მოხსენების პროექტში. მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. დოკუმენტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის შექმნაში მონაწილეობა სხვა სახელმწიფო უწყებ

თემურ მღებრიშვილი - იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ. „ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახს

პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ  დისკრედიტაციის კამპანიას განცხადებით ეხმაურება

პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ  დისკრედიტაციის კამპანიას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმაურებით ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებული საინფორმაციო ომის და დისკრედიტაციის კამპანიას, რომლის მიზანი, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მისთვის მთავა

პარლამენტმა აჭარის საზმაუს ბორდში გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს. გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ივლისში პარლა

„ვლოცულობთ ჩვენი მეომრებისთვის“ – უკრაინაში პირველად აღნიშნეს შობა 25 დეკემბერს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე მოქალაქეებს შობას ულოცავს და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის ცვლილების [25 დეკემბერი 7 იანვრის ნაცვლად] მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ცხადი იყო ძველი კალენდრის ხარვეზები, თუმცა მთავარი არგუმენტი ცვლილებისთვის გახდა „შიდა ეკლესიური და საზოგადოებრივი მოთხოვნა კალენდრის ცვლილებაზე, რასაც მორწმუნეთა და საზოგადოების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“. ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სად

სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს

YouTube-მა ნიკიტა მიხალკოვის არხი დაბლოკა

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც  თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“. მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი. თავად მიხალკოვმა განაცხად
×
×
  • შექმენი...