იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ იყო ცნობები.
„22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ ხელ
ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ე
კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს.
როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად.
„მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელ
აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონის, მთიანი ყარაბაღის ერთადერთ სახმელეთო გზაზე საგუშაგოს დაარსებით და ამბობს, რომ ეს ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-მა მოუწოდა მხარეებს, გ
სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც იმსჯელეს.
„პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარადგინა. ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ხვალიდან იწყება კანდიდ
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მისი მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე.
„როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას,“- განაცხადა იოსელიანმა.
იპნ
საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386-გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს – კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხ
სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობებს ტოვებენ. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრეს.
გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ის 31 მარტიდან აღარ იქნება ომბუდსმენის მოადგილე და მან ამის შესახებ ლევან იოსელიანი არჩევის დღიდან ჩააყენა საქმის კურსში.
„მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვ
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
იპნ
კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გვარამაძე და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იმყოფებოდნენ.
როგორც სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბურჯანაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვს და შეისწავლის.
ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის
სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ონლაინმედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს”.
რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ.
პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.
პუბლიკა
ასევე იხილეთ
სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 14 მაისის 17:15 საათისთვის აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.
ის მოუწოდებს და შსს-ს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები.
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლების სურვილისა და მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობა
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვისა და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს.
აპარატის ინფორმაციით, დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. აქედან სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 იანვარს იმყოფებოდა და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელ
სახალხო დამცველი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე, არაპროპორციულ ხასიათს ატარებს.
სახალხო დამცველის თქმ
სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს იტოვებს, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაცი
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად - ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
რ
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეებს მოინახულებენ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში.
„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა.
მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.
გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს.
„ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინ