Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    981.071

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოში, მომდევნო დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. უფრო კონკრეტულად, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური,

საქართველოში ხახვის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად იყიდა ქვეყანამ ყველაზე გაძვირებული პროდუქტი

საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი. „ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახ

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრ

საქართველოში ცოცხალი ღორების 100% რუსეთიდან შემოდის

საქართველოში 50 კგ. და მეტის წონის ცოცხალი ღორების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 13.4 მილიონი დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 15.5 მილიონი დოლარის ღირებულების. გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო. ფასი მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში ცო

საქართველოში ჩეხეთის ელჩი ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ძვირფასო თეა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“- წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში საქართ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მედიაში გავრცელებული მისი განცხადება გახდა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით

საქართველოში შესაძლოა, "აგრესიული ჯიშის" ძაღლების გამრავლება და ყოლა აიკრძალოს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება. გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენე

საქართველოში შემოუშვეს დაღესტნელი დები, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, საქართველოში შემოსვლა მოახერხეს დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებმა დებმა ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებმა, ამინატ გაზიმაგომედოვამ და ფატიმატ მაგომედოვამ, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კრიზისული ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, დები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაჰპირ

საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში[1] და დაადგინა, რომ:[2] ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო ა

საქართველოში ყოველ მე-5 ადამიანს კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს – კვლევა

კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში სადავო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას კრიმინალურ სუბკულტურებს ანიჭებს. კვლევის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის მიმღებლობა უფრო მაღალია დასავლეთ საქართველოში, ვიდრე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ურბანულ ჭრილში კი ამგვარი მენტალიტეტის მიმღებლო

საქართველოში ფრენა 7 რუსულ ავიაკომპანიას სურს

სულ მცირე შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს, იუწყება რუსული მედია. როგორც „როსავიაციის“ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს კომპანიებია: „რედ ვინგზი“, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“, „პაბედა“. ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი აქვს „რედ ვინგზს“. მთლიანობაში კი ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეის

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის,

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს - რამდენ პროცენტს შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გამო

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს. საუბარია ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებზე - ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური პასუხია პარტია ,,საქართველოსთვის" დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვაზე. უწყების ცნობით, 13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს 11.8%-ს - ფინან

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის - საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად რეფორმების განხორციელება აუცილებელი. „საქართველოში რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!“- წერს ელჩი „ტვიტერზე“.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ

პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოსა და ყველგან, -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), განცხადებას აზიარებს. „მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები,“ - წერს ელჩი. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „რეპორტიორები სა

საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი ბოლო 8-წლიან მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტის მოცულობა 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და მიმდინარე წინასეზონურ პერიოდში, ანუ დეკემბერ-აპრილში ამავე თვეების ბოლო 8-წლიან საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აღემატება. ამის შესახებ პორტალ EastFruit-ის მონაცემებში არის ნათქვამი. საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი დეკემბერში იწყება, ხოლო აქტიური საიმპორტო თვეები თებერვალი, მარტი და აპრილია. იმპორტის პიკი აპრილშია, მაისში კი საგრძნობლად იკლებს და მომდევნო წლის დეკემბრამდე, პრაქტიკულად, ჩერდება. ვაჭ

საქართველოში საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერიოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პ

საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 46 402 საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანი პირი თბილისში ფიქსირდება, 18 წლამდე ასაკის სოციალური შემწეობის მიმღები 30 274 პირი ქვემო ქართლზე მოდის, მესამე ადგილზე სოციალური დახმარების საჭიროების მქონე არასრულწლოვანთა რაოდენობით კი, იმერეთია, სადაც სო

საქართველოში რუსი აქტივისტი გაუჩინარდა, ის, შესაძლოა, კირბალიდან იყოს გატაცებული

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, „არტპადგატოვკის” აქტივისტი, რაფაილ შეპელევი შესაძლოა რუსმა საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ კირბალში დააკავეს. მანამდე გამოცემა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „პირველ დეპარტამენტზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეპელევი შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. კერძოდ, ამ ორგანიზაციამ თქვა, რომ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „პირველი დეპარ

საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი

საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. “საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.  

საქართველოში პოლონეთის ელჩი - ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს” - ეს არაა სხვების ომი, ეს არაა ომი ჩვენგან შორს

ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს”, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა. “ჩვენ გვესმის ეს [განცხადებები]. ზოგი პოლონეთშიც ამბობს ამას, ეს პოლიტიკოსების ძალიან მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ეს გტკენს, გრძნობებს გტკენს და ზიანს აყენებს პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ მივდევთ და უკრაინის და სხვა მეზობლების წინაშე წარვადგენთ”, - განაცხადა მაშკიევიჩმა. მან 2008 წელს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა დ

საქართველოში პენსიას 808 326, სოციალურ პაკეტს კი 178 426 პირი იღებს

2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი - კაცი. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი - იმერეთში, 10.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია. სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდე

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 2:38 საათზე, დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო. რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, 04:54 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში ქალაქ დმანისთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. იპნ

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოხატა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებებშია გამოხატული. „რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა ორი განცხადება. ნიდერლანდები არის ევროკავშირის წევრი და რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რ
×
×
  • შექმენი...