Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.177

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპის წამყვან ქვეყნებში თუ ინტერვიუს რესპონდენტს არ შეუთანხმებ, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მედიასთან დაკავშირებული ახალი წესები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის ინიციატივით შემუშავდა, არის ბევრად რბილი ვარიანტი და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. მან შეფასებისას ასევე გამოიყენა ტერმინი „ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება” და აღნიშნა, რომ თუ ამის უფლება ჟურნალისტებს აღარ ექნებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე გ

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა. ipn

სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელმაც სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გააჩინა

სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19

საქართველოში ფრენა 7 რუსულ ავიაკომპანიას სურს

სულ მცირე შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს, იუწყება რუსული მედია. როგორც „როსავიაციის“ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს კომპანიებია: „რედ ვინგზი“, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“, „პაბედა“. ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი აქვს „რედ ვინგზს“. მთლიანობაში კი ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეის

მოსკოვთან ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში [54 კმ მოსკოვიდან] ელექტროგადამცემი ხაზების ბურჯები დანაღმეს – იუწყება სახელისუფლებო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ხმაურდება. ბოლო კვირებში, გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. ამჟამად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლები. ნეტგაზეთი

გაეცანით, სად რა ხდება: 26 მაისის აღსანიშნად საქართველოს 16 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.   დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. თბილისის პროგრამა მარნეულის პროგრამა მესტიის პროგრამა მცხეთის პროგრამა ოზურგეთის პროგრამა რუსთავის პროგრამა

ბათუმში აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნები გაათავისუფლეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი. გუშინ, 3 ივნისს ბათუმში თბილისში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქტვისტების ცნობით, დაკავების მიზეზი ბანერებზე წარწერების შინაარსი გახდა. „ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ. – გუშინ, 3 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებს დაეწერათ

რესტორან „რეტროს“ მფლობელი ძალადობის მუხლით დააკავეს

ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის მუხლით (126-ე) დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს. „რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ, ს

მზიურთან დაჭრის ფაქტზე პოეტი დავით გაბისკირია დააკავეს

მზიურთან 25 ივლისს მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოეტი დავით გაბისკირია. რაც შეეხება დაჭრილს, ის ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესპარტნიორებს შორის მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. netgazeti

ლაშა მარკოზაშვილი - ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას

"ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შესვლისთვის იყენებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოსებისთვის, საბოლოოდ გაქრა წითელი ხაზები და უკვე ღიად მონაწილეობენ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კობახიძე წარსულშიც არაერთხელ დახმარებია რუსულ გეგმებს და მომავალშიც დაეხმარება. ფაქტია, შემთხვევით არაფერი ხდება,

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – ჭურვები ტროლეიბუსსა და ეკლესიას მოხვდა

სამ აგვისტოს, დილით, რუსულმა ძალებმა არტილერიული დარტყმები განახორციელეს ხერსონზე. უკრაინული მხარის ცნობით, ჭურვები მოხვდა ეკლესიასა და ტროლეიბუსს. ხერსონის ადმინისტრაციის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაბომბვისას ეკლესიასთან გადაადგილდებოდა. დაშავდნენ 39 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ხოლო 74 წლის მამაკაცი დაიჭრა გულ-მკერდის არეში. მან აგრეთვე მიიღო თავის დახურული ტრავმა. „ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნ

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. იპნ

დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას მწერალთა სახლის დირექტორს? – სამინისტროდან არ პასუხობენ

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური აცხადებს, რომ უფლებამოსილება გუშინ ამოეწურა, თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვადის შესაძლო გაგრძელების შესახებ. როგორც ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია: „არანაირი კომუნ

ბოლო 3 თვეში საწვავის ფასმა 40-80 თეთრით მოიმატა

საწვავი გაძვირებულია ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ნეტგაზეთმა მოიკვლია ფასები, თუ რა ღირს ერთი ლიტრი საავტომობილო საწვავი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე და ბოლო თვეებში როგორი იყო ფასების ზრდის დინამიკა. ფასების არქივი აჩვენებს, რომ გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის მაის-ივნისში დაიწყო. გალფი მაგალითად, გალფის ქსელში მაისიდან აგვისტომდე 1 ლიტრი დიზელის ღირებულებამ 80 თეთრით მოიმატა. თუ 1 ლიტრი ევრო დიზელი მაისში 2.09 ლარი ღირდა, დღეს, 14 აგვისტოს, მისი ღირებულება 2.89 ლარია. მაი

თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს. “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული

ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ისინი კლინიკაში, ექიმების თქმით, თავბრუსხვევის სიმპტომით შეიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ადგილზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებიც იყვნენ მისულები. ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.   პუბლიკა

ISFED: „ოცნებამ" Meta-ზე რეკლამაში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების დანახარჯები იკვლია. „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის (ads library) მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მაისიდან გაიხსნება - რა ჯდება პროექტი?

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე 4-ზოლიანი გზა მოეწყობა, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახული

ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ

ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს ხუთი დღის წინ ნახეს. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებიც არიან ჩართული. ოჯახი მოქალაქეებს მიმართავს და 20 წლის ბიჭის პოვნის შემთხვევაში, 112-ზე დარეკვას სთხოვენ. იპნ

გამოსახლებამდე | როგორია მევახშური სქემა

„ადამიანი უკანასკნელ მდგომარეობაში ვარ”; „ბოლომდე ნუ გამწირავთ და ნუ დამღუპავთ“; „ოჯახის წევრია ცუდად, დროებით შეაჩერეთ გამოსახლდება“; „წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“; „გეშინოდეთ ჩემნაირი დედების, რომლებსაც აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგი; ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ“, – ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული, ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების დროს მოსმენილი ფრაზებია. აღსრულების ბიუროს სტატიტიკით, 202

მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში გასულ ღამეს უეფა-ს ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას ვულოცავთ. თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო! წარმატებებს და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ტურნირს გისურვებთ“, - წერს მაია სანდუ X-ზე. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხ

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი (ვიდეო)

“ოცნების” ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში, რომელიც არის მიმართული ზუგდიდის და ზუგდიდელების წინააღმდეგ საბოტაჟის განსახორციელებლად, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აპირებს ჩვენი პარტიის წარმომაგდენლის, საკრებულოს თავდჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას, მათ ერთად დაიწყეს ამის განხორციელება. ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი. დღეს, ეს ორი პარტია არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებზე უნდა იყოს

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს. გასულ არჩევნებზე, 2019 წელს, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხ

რუსეთის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული დაჯგუფება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქ

რამდენი ვიდეოკამერაა საქართველოში და როგორ ნაწილდება რეგიონების მიხედვით

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 - ნომრების ამომცნობი. შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო
×
×
  • შექმენი...