მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა – ამის შესახებ საუბარია ახალ დეკლარაციაში, რომელიც 29 თებერვლით თარიღდება.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დეკლარაციის თანახმად, მიქაუტაძე ფლობს 3 მიწის ნაკვეთის 100%-იან წილს, ასევე, ერთი მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, 2 ავტოფარეხსა და ბინას.
მიქაუტაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა, toyota land cruiser 105 და კვადროციკლი.
გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გიორგი მიქაუ
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა U18 ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი 20-19 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი საფრანგეთმა 19-10 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩში დაბრუნება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ფესტივალის პირველი მატჩი ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან წააგეს, ხოლო ფრანგებმა ირლანდიას მოუგეს 50-5.
netgazeti
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია.
„პრესკონფერენცია ორშაბათს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ქეთევან მაქარაშვილმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.
„სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზ
სინამდვილეში ამ არჩევნების გაყალბება გაცილებით ადრე დაიწყო, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არჩევნები 2021-ის დეკემბერშიც ყალბდებოდა, როცა ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, რომ დღეს სახელმწიფოს დანაშაულები და პერსონალური მონაცემების დარღვევა არავის გამოეძიებინა.
"2022 წლის 15 დეკემბერს ყალბდებოდა, როცა ანტი-კორუფციული ბიურო შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი (ოპოზიციური პარ
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა.
„ჩვენ რომ გვეუბნებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გ
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.
სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვი
25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მისი მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს გმობენ.
განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიიჩნევენ, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიზნად ისახავს, ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეო
2023 წლის თებერვალში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ.
Recov.
უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები შეინარჩუნებენ რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლას სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამოყენებით.
1ტვ
მსახიობი ბესო მეგრელიშვილი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი ავრცელებს.
როგორც მისი ახლობლები წერენ მან 1 აპრილს სპექტაკლი ითამაშა.
„პირველ აპრილს სპექტაკლი ითამაშა“; „ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ ;„ოხ გული როგორ მეტკინა“ - წერენ კომენტარებში.
გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც მასთან ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტმა ჩაწერა.
მსახიობ ბესო მეგრელიშვილის ცხოვრებაში ტაძრისკენ სავალი გზა მაშინ გამოჩნდა, როცა განსაცდელების წინაშე
აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე:
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წ
ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა აცნობა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი.
თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და ჯარისკაცებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე მიულოცა.
„ჩვენი დამცველები. ფრონტის ზონა ვუჰლედარში - მარინკას თავდაცვის ხაზი. დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მეომრებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!“- დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.
იპნ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურა მუშუქია დაიღუპა.
ის დონეცკის ოლქში დაბომბვას ემსხვერპლა.
სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ომს უკრაინაში საქართველოს 44 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნეტგაზეთი
ევროპის საბჭომ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თხოვნის საფუძველზე, მოამზადა კვლევა „ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“. მიმოხილვა მოამზადა და წარადგინა ევროპის საბჭოს ექსპერტმა პიტერ ნორლანდერმა.
დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს:
ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დევნის შემთხვევათა გამოძიება;
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როც
„დიდი შვიდეულის“ წევრები უკრაინას უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმარებიან. როგორც ამ ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების პრესკონფერენციაზე ითქვა, დახმარება მოიაზრებს თითოეული ქვეყნის ორმხრივ შეთანხმებას კიევთან.
„შვიდეულის“ წევრები მოუწოდებენ სხვა მსურველ ქვეყნებსაც, მათაც დადონ მსგავსი შეთანხმებები უკრაინასთან.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ გარანტიების ფარგლებში უკრაინა მიიღებს თანამედროვე საჰაერო, სამხედრო და საზღვაო სამხედრო ტექნიკას. „შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში რუსული კრუიზის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი გაათავისუფლოს.
ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ამ საფუძველით ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს.
საქართველოს ახა
ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს.
ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე.
შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს
რუსული მედიის ცნობით, დღეს ღამე, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის“ წვრთნასთან იყო დაკავშირებული.
თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია.
„აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალ
„რთული დღეები გვიდგას“ – ასე აფასებს საქართველოსა და შეერთებული შტატების ამჟამინდელ ურთიერთობებს დევიდ კრამერი – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი.
„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კრამერმა არ დაიშურა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით – უარყოფითად შეაფასა „ოცნების“ ზოგადი საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების ხაზი, კიდევ ერთხელ ისაუბრა დამატებითი სანქციების საჭიროებაზე, ჩინეთთან ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი დ
ზუგდიდის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ...
გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - პარტია "საქართველოსთვის".
GIORvhgro3IRKAMFANpmJYfTBMFbbmdjAAAF.mp4