Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    981.072

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. ამის შესაძლებლობას “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლითაც დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება. პროექტის ავტორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებითაც, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაა

სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რო

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები 83.33%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ 102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის

სახელმწიფო სამ სამაშველო ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ მოაწერეს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

სახელმწიფო რწმუნებულის განაცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია. მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების, მწვერვალების მონიტორინგი. „უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ან

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. „4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორ

სახელმწიფო მხოლოდ საარსებო შემწეობის გაცემით მიჯაჭვულობას ქმნის ოჯახებთან, ბავშვებთან – ნინო წულაძე

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაერო-ს წევრმა-სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საუბრობს იმ სანქციებზე, რისი გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში, ტოდ დ. რობინსონი ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ამის შესახებ რობინსონმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. "შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევ

სახელმწიფო კომპანიების უფროსები, რომელთა ხელფასი გაიზარდა და თვეში 16 000-20 000 ლარია

სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია. მაგალითად: სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 წელს ჯამში იყო 202 607 ლარი, 2022 წელს კი – 238 255 ლარი. ანუ, თვეში

სახელმწიფო თათია სამხარაძის წინააღმდეგ

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახელისუფლებო ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ სათავეში უდგას კამპანიას თათია სამხარაძის წინააღმდეგ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც. სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო შალვა რამიშვილს — „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელს, რომელიც ბოლო 1 თვეში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაშ

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, 2023 წლიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ, მანამდე, 2018 წლიდან კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. ამასთან, სააგენტო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზ

სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე, ხოლო 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე დაეშვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00

სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის დაზვერვის განცხადებას საქართველოში არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით „აბსოლუტურად მცდარს“ უწოდებენ

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს არჩევნებში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან პასუხობს და აცხადებს, რომ „ეს აბსოლუტურად“ მცდარია. მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში, რუსეთის განცხადება კი სრული აბსურდია. “ეს აბსოლუტურად მცდარია. პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ასეთ ბრალდებებს

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომის დანაშაულების სისტემატიური ჩადენა ახლავს თან - არსებული ვითარება „ახალი ნიურნბერგის მომენტია“

რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა. „არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული“, - აღნიშნა ბეთ ვან შააკმა. მისი თქმით, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზ

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი - მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად

გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა. ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს მისი ინსტიტუტების გაუმჯობესებაში. „აშშ-მა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა, შეზღუდა

იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ იყო ცნობები. „22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ ხელ

სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ის ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონს

ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ე

სახელმწიფო დეპარტამენტი - კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის მოსაგვარებლად იმუშავებს

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს. როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად. „მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელ

სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა, ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს

აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონის, მთიანი ყარაბაღის ერთადერთ სახმელეთო გზაზე საგუშაგოს დაარსებით და ამბობს, რომ ეს ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. „აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-მა მოუწოდა მხარეებს, გ

სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში?! – რა ვიცით [განახლებადი]

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს. პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:  

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც იმსჯელეს. „პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარადგინა. ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ხვალიდან იწყება კანდიდ
×
×
  • შექმენი...