ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში.
ცნობისთვის, 2020 წ
„თქვენი პოლიტიკური წარსული არ გამახსენებინოთ, თორემ გადმოგილაგებთ ახლა შედეგებს და არ ჩამომათვლევინოთ, რა გაქვთ გაკეთებული თქვენი ხელისუფლების დროს'' - ბერდია სიჭინავა „ევროპული საქართველოს'' წევრს, ბესიკ დონაძეს
ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1574604699637901
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“განმარტავს, რომ დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.
1ტვ
დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში, პარტია "საქართველოსთვის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა - ეს არსად გაქრება და მაგალითად ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რას
პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.
ლილუაშვილის შეფასებით, სახელისუფლო შტოთა შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა ერთადერთი, რომელიც ძალიან მკაფიოდ პროევროპული კურსის მხარდაჭერით გამოირჩევა.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბები
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სკვერის მოწყობა იგეგმება. თუმცა, მთავარი დეტალები, მაგალითად, რა დაჯდება მისი მოწყობა, როდის დასრულდება ან როგორი იქნება საბოლოო პროექტი – უცნობია.
სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება დროში დაემთხვა სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გახშირებულ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ და გააჩინა განცდა, რომ ტერიტორიის შემოღობვით საპროტესტო სივრცეს ართმევენ აქტივისტებსა და ოპოზიციას. შემოღობვამდე დროი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველის მებრძოლია დაღუპული.
იპნ
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა 30 მაისის ღამითაც პარლამენტთან იმყოფებოდა. მას შვილის მეგობრები და მხარდამჭერები ახლდნენ.
წინა ღამის მსგავსად, გრიგორიადისი ამჯერადაც პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე სკვერში გაჩერდა. იქვე იდგა პოლიციაც, რომელმაც 1 ღამით ადრე კარვის გაშლის საშუალება არ მისცა დაკავებული დემონსტრანტის მამას.
ბექა გრიგორიადისმა შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ ადრე თუ გვიან, კარავს მაინც გაშლის.
“ფ
ყირგიზეთის ხელისუფლება გეგმავს, რამდენიმე ახალი კანონი მიიღოს, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და გადმოღებულია რუსეთიდან.
არგუმენტები და ნორმები, რომელთა მიღებაც ყირგიზეთში სურთ, ძალიან ჰგავს საქართველოში, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისას ხელისუფლების რიტორიკას „გამჭვირვალობაზე“.
ახალი კანონები რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში
ყირგიზეთი სხვადასხვა შეფასებით, შუა აზ
დღეს, 11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესს ესწრებოდა თავად ლაზარეც, რომელმაც სხდომის დარბაზში მყოფებს უჩვენა ფურცელი წარწერით: „თუ არ გაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს!“
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ქიმიური განყოფილების უფროსი, ალექსანდრე დადიანიძე დაკითხეს, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისის სამოსს ქიმიური ექსპერტიზ
ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების ცეხში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია.
ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს.
„როსატომი“ კი, ამ ადამიანს „
22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა, Astoria Grande-მ, ახალი მარშრუტით დაიწყო პირველი რეისის შესრულება. როგორც ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეარხი იუწყება, ლაინერი ბათუმის პორტშიც შევა, მოგზაურობის მეხუთე დღეს.
"ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ამავე ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში.
მათივე ინფ
„რუსული მოხალისეობრივი კორპუსი“, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, მოუწოდებს „ვაგნერელებს“, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სამხედრო დანაშაულები, გადავიდნენ უკრაინის მხარეზე.
კორპუსის ხელმძღვანელი, ნიკიტა კაპუტისტინი, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერელების“ ხელმძღვანელები ცინიკურად მოკლეს და ახლა მათ აქვთ არჩევანი – „ან თქვენი ხელმძღვანელების ჯალათების დაბმული ძაღლები იყოთ, ან შური იძიოთ“.
კორპუსის ტელეგრამ-არხში აღნიშნულია, რომ თუ „ვაგნერელები“ უკრაინის მხარეზე გადავლენ, კიევი მათ „
გახარიას გუნდს სურს სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის დადგენის რესურსი შენარჩუნებული რომ ყოფილიყო, ამიტომ მოუწია ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა.
ინტერპელაცია ხომ ნაციონალური მოძრაობის მოწვეულია, თუ არ ქონდათ მოლოდინი სიმართლის დადგენის და თუ არ თვლიდნენ, რომ ინტერპელაცია შედეგის მომტანი იქნებოდა, მაშინ რატომ მოიწვიეს. ჩვენ ჩვენით მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს, როცა კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი პასუხი
"ეფ ეს ბეს" აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გადააფორმა - ამის შესახებ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური იუწყება.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალძემ შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა ეკლესია, რომელიც მან 2019 წელს ააშენა. ამის შესახებ რეპორტაჟი "ტვ პირევლის" "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა ორი წლის წინ მოამზადეს.
აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. დღეს კი ეკლესია და 1030 კვადრატ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს, ძალიან სახიფათო უწოდა.
„გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ. ძალ
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა – ამის შესახებ საუბარია ახალ დეკლარაციაში, რომელიც 29 თებერვლით თარიღდება.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დეკლარაციის თანახმად, მიქაუტაძე ფლობს 3 მიწის ნაკვეთის 100%-იან წილს, ასევე, ერთი მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, 2 ავტოფარეხსა და ბინას.
მიქაუტაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა, toyota land cruiser 105 და კვადროციკლი.
გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გიორგი მიქაუ
მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა U18 ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი 20-19 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი საფრანგეთმა 19-10 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩში დაბრუნება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ფესტივალის პირველი მატჩი ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან წააგეს, ხოლო ფრანგებმა ირლანდიას მოუგეს 50-5.
netgazeti
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია.
„პრესკონფერენცია ორშაბათს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
მოსამართლე ნანა აფციაურმა ცეკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.
დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.
მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის
რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, -
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწ