ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგა თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას , - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას. საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას - მიუხედავად სირთულეებისა, რომლებსაც აწყდებიან”, - წერს რი
აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
შაჰინი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ვიზიტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაწყება და ამატებს: „მადლობელი ვარ მისი ურყევი ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“.
„შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი
9 აგვისტოს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერ
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.
პუბლიკა
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ სილაა გააწნა ქართველების 80%-ს, ვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
„დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, — აცხადებს რიში.
საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაი
აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.
„ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომე
შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია).
განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს.
“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით გ
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დანიშვნას, იტყობინება კონგრესის ამ პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტია.
რობინ დანიგანი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა ელჩის კანდიდატად. მან უნდა ჩაანაცვლოს კელი დეგნანი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.
დანიგანი 1992 წლიდან მუშაობს აშშ-ის საგარეო უწყებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ვიეტნამში, ავსტრიაში, თურქეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში. იკავებდა სხვა
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი წერს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან.
ამ განცხადებით კომიტეტი გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციებს, მიენიჭოს საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გაწევრების გზაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდნენ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რ
ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც და ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
სენაკის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე — მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია.
კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარია, სენაკის მერ ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია „არქეოპოლისმა” და ბიძაშვილ იოსებ გადელიას კომპანია „ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს.
სენაკის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა „არქეოპოლისში”. 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
„არქეო
კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.
„დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 90
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სემეკში აცხადებენ, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.
საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.
სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
„სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.
„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. ს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.
მათივე ცნობით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გა
ცნობილი კანადელი მომღერალი სელინ დიონი, რომელსაც 2022 წელს დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება, ე.წ. ძლიერი პიროვნების სინდრომი (Stiff Person Syndrom), 23 ივლისს პარიზში ჩავიდა, რათა ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღოს მონაწილობა.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან თავად მომღერლის თანხმობით გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ექიმების გარემოცვაში მყოფი, რა უდიდეს ტკივილსა და ტანჯვას განიცდის. ოლიმპიურმა კომიტეტმა გაითვალისწინა ექიმების დასკვნა და თავად მომღერლის
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა.
მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი.
თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კ
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს.როგორც ცენტრი აღნიშნავს, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს.
"თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა
თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, - ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომმა სურათმა აჩვენა, რომ მშენებლობების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი გადარჩა, შესაბამისად, უსაფრთხოება მშენებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია.
„ყველა კადრში, რომელსაც აჩვენებენ, ჩანს ერთი-ორი შენობა, რომელსაც არაფერი მოსვლია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ თუ სწორად ავაშენეთ, ასეთი
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმო