Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    862.102

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზაა ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად

ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. „მადლობა ყველა სამართალდამცველს, რომლებმაც დღეს აჩვენეს კანონისა და სახელმწიფოს ძალა. მადლობა უკრაინის მთავრობას სწრაფი საკადრო რეაგირებისთვის. კერძოდ, დღეს საბაჟოების ხელმძღვანელები გაათ

სახელმწიფო დეპარტამენტი - კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის მოსაგვარებლად იმუშავებს

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს. როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად. „მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელ

76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო]

ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა. 76 წლის სპორტსმენმა სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მასშტაბურ ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე – 12 კილომეტრი. მას ეკუთვნის ცურვის ერო

ალექსეი რეზნიკოვი - რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს

რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტელეკომპანია „ბიეფემტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის შეტევა, შესაძლოა, ორი მიმართულებით, დონბასსა და სამხრეთში წარიმართოს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სიმბოლიზმით ცხოვრობენ და 24 თებერვალს შეეცდებიან რაღაცის მოსინჯვას. ოფიციალურად რუსეთმა 300 000 ჯარის

კელი დეგნანი - აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება

აბაშიძე კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება. „აბაშიძე – კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ე

სერგეი ლავროვი - საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს. „ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად, მოთხოვნაზე საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნ

NDI - გამოკითხულთა 80 პროცენტს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 56 პროცენტი კი რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი

უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს. შეკითხვაზე, თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? მაქსიმუმ სამი პასუხი, ღია კითხვა: რუსეთი – 54%; ვლადიმერ პუტინი – 25%; ამერიკის შეერთებული შტატები – 15%; ნატო – 3%; ევროკავშირი – 2%; სხვა – 2%; არ ვიცი – 17%. NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. შეკითხვაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო - აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მა

NDI-ის კვლევის მიხედვით, 69%-ის აზრით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს - 57%-სთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია

„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54%-ის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია, 25% მიიჩნევს, რომ ომი ვლადიმერ პუტინის ბრალია, 15%-ის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების, 8% კი ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი უკრაინის ბრალია. გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნება, 17%-ის აზრით, ეს ქვეყანაზე დადებითად აისახება, 6% ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეებ

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან არ არის შესაფერისი ანაზღაურება

საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია. მათივე ცნობით, ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. NDI-ს ცნობით, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს,

NDI - უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. კითხვაზე, მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? 30 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს , რაც შეუძლია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანეს. 38 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრი

NDI - ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს - მოქალაქეებს ყველაზე მეტად ფასების ზრდა აღელვებთ და ყოველი მე-5 მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. კვლევის თანახმად, მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებაშიც - მოსახლეობის უმრავლესობა - 73% საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს. ამასთან, ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სი

ავსტრია ქვეყნიდან აძევებს რუსეთის ოთხ დიპლომატს

ავსტრიამ რუსეთის ოთხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.   ორი მათგანი ვენაში გაეროს მუდმივმოქმედი მისიის წევრია, ორი კი - რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა, რომლებსაც აძევებენ, „ჩაიდინეს მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“. მათ ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ. გაზეთ Kurier-ის ინფორმ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6474 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6474 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8912 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0175 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას 24 თებერვლისთვის დაასრულებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წლისთავისთვის, ანუ 24 თებერვალს დაასრულებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთვაზე ჩვენ გვექნება სანქციების მეათე პაკეტი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იქნება გადაიხადოს ი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტთნ, ვოლოდიმირ ზელენსკისთნ ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. სანამ რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა ფასის გადახდა მოუწევდა რუსეთს და რუსეთმა გადაიხადა. ჩვენი სანქციები

სერგეი ლავროვი - მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ლავროვმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მასთან ერთად მუშაობდა შეთანხმებაზე, რომელიც ორი რუსული ბაზის საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებდა. „ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად,

გიორგი გახარია - პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების „უკონტროლო შემოდინება“ საქართველოში პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. გახარია მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს „სასწრაფო ზომები“. „პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს გახარია და აქვეყნებს მისი საპარლამენ

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყ

აშშ: საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს ქმნის

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა „ამერიკის ხმას“: „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებშ

ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნასთან დაკავშირებით მომზადებულ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. "ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული

“ხელისუფლება რუსეთში მიგვათრევს” – კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი რუსული კანონის შესახებ

კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ეხმაურება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს. “მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაცი

ოლივერ ვარჰეი - განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ავსებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2022 წლის მოსაზრებას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას. „დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდ

ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის შეფასება ცხადყოფს, რომ ობიექტური გადაწყვეტილების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

შეფასების დოკუმენტით, ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით; ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას „დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართვე

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. „რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში. ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), ა
×
×
  • შექმენი...