უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული.
განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრი რიში სუნაკი ამ წუთებში, ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ერთმანეთს ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ.
ამ დილით ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის დირექტორმა, ამანდა სლოატმა, განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ ირლანდია იქნება, ისევე როგორც უ
ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები დაუპირისპირდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.
შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდენენ უც
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე.
დაცვის მხარემ დღეს გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატების მსგავსად, გრიგორიადისმაც განაცხადა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
„მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა. საქართველოს სახელმწიფო უწყება არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ნებართვა გაცემული.
"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნება
მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ვიქტორ ხრენინმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს "სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები."
შოიგუმ ბელარუსს რუსეთის "ერთგული მოკავშირე და საიმედო პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყა
“ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის. არ იკმარეს ის, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და სანქციების ბენეფიციარიც გახადეს.”
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - ბექა ლილუაშვილი
356554572_246785534741807_7906175858497667879_n.mp4
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს.
ქარტია ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მისაღები ცვლილებები ითვალისწინებდა სამ
24 წლის სპორტსმენი, ოზურგეთელი მსაჯი, მზეკო შარაშენიძე ახლა პარიზშია.
მასთან ერთად არიან ქართველი მსაჯები, ელენე ელოშვილი და სოფო წულაია. ისინი, ტურნირის ისტორიაში პირველად საქართველოდან მიწვეული იქნენ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (9- დან 20 წლამდე).
„მოხდა ისე, რომ 22 წლის ოზურგეთელი, მზევინარ შარაშენიძე უკვე გამოცდილი მსაჯია და ფიფას წოდებაზეც ოცნებობს. თუმცა, მას მშობლიურ ოზურგეთში, როგორც ფეხბურთის ფანატიკოს მსაჯს, არ იცნო
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის ოლქში - 9
“დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
10000000_341621458529461_2930644199278329113_n.mp4
აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან, - ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ფაჩულიას მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის #1 საჯარო სკოლის მიერ მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სკოლას გასაუბრების ეტაპის თავიდან ჩანიშვნა დაავალა.
ფოთის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ საათებზე კონკურსი 2022 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა. თამარ ფაჩულიამ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან გასაუბრების ეტა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“ჩვენები სახლში არიან - 207 ბიჭი.
ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ახლა უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” , - წერს ზელენსკი.
იპნ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.
სტოლტენბერგმა „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, მომავალი წევრობის კონტექსტში რას უნდა ელოდეს საქართველო ივლისში NATO-ს სამიტისგან.
„საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ძლიერად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.
საქართველოს რამდენჯერმე ვეწვიე, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყ
ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ, გასართობ, თუ კულტურულ ღონისძიებებზე, რიგ შემთხვევებში, ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივს მხოლოდ Tkt.ge ფლობს. ასე მოხდა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზეც, არ არსებობდა ალტერნატიული პლატფორმა, სადაც ბილეთების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, კიდევ უფრო გააქტიურდა, ბილეთების ე.წ შავი ბაზარი, სადაც 10-ლარიანი ბილეთები 100 ლარადაც კი იყიდებოდა.
ონლაინ ბილეთების რეალიზატორი კომპანიების მხრიდან კონკურენციის პირობების დარღვევა კონკურენციისა დ
„საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს.
როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასები
სიდნეიში სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა გუშინ მოხდა. დანით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მედიების ცნობით, დაიღუპა 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც.
პუბლიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ მეორედ შემოაბრუნა, საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია.
„კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანე
სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი, ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ საქართველოში რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მდგრადობის შენარჩუნების საშუალება არის ფინანსური რესურსი და “ოცნების” სპონსორები, რომლებიც ამ რეჟიმს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა.
როგორც ლილუაშვი
"ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს?
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/719899334309840
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“განმარტავს, რომ დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა
დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში, პარტია "საქართველოსთვის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა - ეს არსად გაქრება და მაგალითად ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რას
რუს ფრილანსერებს 2022 წელს ფული ყველაზე ხშირად საქართველოში გაჰქონდათ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის ბარათებზე, დაახლოებით, 100 მლნ რუბლი (დღევანდელი კურსით: 1 337 579 დოლარი) გადარიცხეს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 5325%-ით მეტია. ამის შესახებ ფრილანსერებთან ანგარიშსწორების სერვის Solar Staff-ის კვლევის ანგარიშში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს.
კველვის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში არარუსულ ბარათებზე გადარიცხვების მოცულობა 6,8-ჯერ გაიზარდა იმ რუსი ფრილანსერების მხრიდან, რომლე