Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.901

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თემურ მღებრიშვილი - იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ. „ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახს

პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ  დისკრედიტაციის კამპანიას განცხადებით ეხმაურება

პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ  დისკრედიტაციის კამპანიას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმაურებით ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებული საინფორმაციო ომის და დისკრედიტაციის კამპანიას, რომლის მიზანი, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მისთვის მთავა

პარლამენტმა აჭარის საზმაუს ბორდში გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს. გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ივლისში პარლა

აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე კარასინთან საუბრობდა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ ნეტგაზე

სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს

YouTube-მა ნიკიტა მიხალკოვის არხი დაბლოკა

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც  თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“. მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი. თავად მიხალკოვმა განაცხად

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა. “ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, — წერს ხერხეულიძე. ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო ეკა ბერიძის როლით ფილმიდან “მხიარული რომანი”. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში — “მოიტაცეს თამარ ქალი” და “მეთხუთმეტე გაზაფხული”. ნეტგაზეთი

ნავალნის გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში ჩაქუჩით თავს დაესხნენ

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის მიმდებარედ ჩაქუჩით თავს დაესხნენ. 43 წლის ვოლკოვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. „თავს დამესხნენ ეზოში, ფეხზე დამარტყეს 15-ჯერ. ფეხი, როგორღაც, კარგად მაქვს, სიარულის დროს მტკივა…თუმცა, მოვიტეხე ხელი”, – განაცხადა მან. თავდასხმაზე ცნობების შემდეგ, ვოლკოვმა ვიდეო გამოაქვეყნა ტელეგრამ-არხზე და აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებს. „ვიმუშავებთ და არ დავნებდებით”, – ამბობს ის. ნავალნის ორგანიზაციის პრესსპიკერ

კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ საქართველოში არის – ასმათ მიქაძის ამბავი

“საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის”, – ამბობს ასმათ მიქაძე, ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრი, რომელმაც კიბო დაამარცხა და ახლა სხვების უფლებებისთვის იბრძვის.   მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, პროფესიით პედაგოგი. ჩემი პროფესიით მხოლოდ 11 წელი ვიმუშავე.  დაქორწინების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და  აქაც ვიმუშავე სკოლაში, დაახლოებით ორი წელი. საზღვარგარეთ მომიწია წასვლა –  ცხრა წელი ევროპაში ვცხოვრობდი, შე

მილერი რუსულ კანონზე: გავიმეორებ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეშფოთებულია რუსული კანონით.

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

რუსლან სტეფანჩუკი - სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა

უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. “ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო ს

CNN ქალაქ ხერსონიდან კადრებს ავრცელებს, სადაც ადგილობრივები 8 თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ყვებიან

რვა თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, უკრაინული ძალები შევიდნენ ქალაქში და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ხერსონიდან ტელეკომპანიის კორესპონდენტი აცხადებს, რომ „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”. ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონი

ვალერი ზალუჟნი - ეჭვი არ მეპარება, რომ რუსები კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე

ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე , - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. “რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ხალხი არ იბრძოლებს. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ იბრძოლონ და ისინი მიდიან საბრძოლველად. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი - ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პ

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც წლის დასაწყისში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით კიევში, 3 თებერვალს კვლავ ჩავიდა უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროკავშირ-უკრაინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. "კიევში დავბრუნდი ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელთან ერთად მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ნებისყოფა არ შესუსტდება! ჩვენ ასევე მხარს დ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ჩადის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში მარკინ პრჟიდაჩმა ორი დღის წინ განაცხადა. „ვიზიტი პრეზიდენტ დუდას მოწვევით გაიმართება. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პრჟიდაჩმა. ვიზიტის ფარგლებში, ვოლიდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შეხვდება

პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით. პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ი

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ. ს

სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არიან: - მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასევე, სასულიერო პი

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები დაუპირისპირდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა. შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდენენ უც

ლავროვი ვიზიტით აშშ-ში ჩაფრინდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ვიზიტით ჩაფრინდა. რუსეთი წელს გაეროს უშიშროების საბჭოს  თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად საბჭოს სხდომას ლავროვი უხელმზღვანელებს. როგორც CNN განმარტავს, რუსეთი საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურის გამო უხელმძღვანელებს. წესდების თანახმად, საბჭოს თავმჯდომარეობა წევრ ქვეყნებს შორის რიგითობით ნაწილდება. თუმცა, ამ ცნობას არ ჩაუვლია კრიტიკის გარეშე, მათ შორის, უკრაინის მხრიდან. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინის საგარეო საქმეთ

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე. დაცვის მხარემ დღეს გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების მსგავსად, გრიგორიადისმაც განაცხადა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. „მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმა

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა. საქართველოს სახელმწიფო უწყება არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ნებართვა გაცემული. "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნება

EU-ის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

აჭარის ტვ-ს ბორდის გაუქმებაზე ქარტია პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას. ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს. ქარტია ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მისაღები ცვლილებები ითვალისწინებდა სამ
×
×
  • შექმენი...