იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა გაავრცელა აუდიო მასალა, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აუდიო ჩანაწერში ბერლუსკონი აცხადებს, რომ პუტინმა გასულ თვეში, დაბადების დღეზე მას 20 ბოთლი არაყი და "ძალიან ტკბილი წერილი" გაუგზავნა.
CNN-ის ინფორმაციით, ბერლუსკონის ოფისში ტელეკომპანიას კლიპების ავთენტურობა დაუდასტურეს. CNN იუწყება, რომ ჩანაწერი, როგორც ჩანს, პა
„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ” – დღეს, 8 მარტს რუსთაველის გამზირზე ქალთა მარში გაიმართა, შემდეგ კი შეკრების ორგანიზატორებმა სარვამარტო მანიფესტი წაიკითხეს:
პუბლიკა
“სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება, ისეთი შიშით არიან შეპყობილები, რომ ძალიან კარგად იციან შედეგები. უკვე კედელს ეჯახებიან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა.
მისი თქმით, მან არაერთხელ აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქმედებები ცუდ შედეგს მოიტანდა, თუმცა მან არ დაუჯერა და “მისი არაადეკვატურობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აოცებს საზოგადოებას.“
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს, 7 თებერვალს, ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატს შემოწმება გავლილი ჰქონდა.
სააგენტოს ცდნობით, Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც, ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა შესაბამის უწყებაში წარადგინა საფრენოსნო გეგმა.
სააგენტოს ცნობით, საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქა
სიდნეიში სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა გუშინ მოხდა. დანით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მედიების ცნობით, დაიღუპა 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც.
პუბლიკა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩში მონაწილეობაას სიამოვნებით მიიღებს.
ამის შესახებ მან რუსულ სპორტულ გამოცემასთან „სპორტ ექსპრესთან“ ისაუბრა.
„პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, მაშინ შესაძლებელია საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგიც მომხრე.
ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს.
„თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა.
სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდე
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან იმუშაოს, რათა გამონახოს გზები ორმხრივი სარგებლის მიზნით თანამშრომლობისთვის.
მისი მტკიცებით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოს სტაბილურობას.
Reuters-ი წერს, რომ ორ ქვეყანას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტაივანის მიმართ ჩინეთის პოლიტიკასთან და ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობებთან, უთანხმოება აქვთ.
რამდენიმე კვირის წინ პეკინი
უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს, რომ უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს „ძალიან დიდ სიურპრიზს" უმზადებს. მისი შეფასებით, რუსებს, განსხვავებით გამოცდილი უკრაინელებისგან, წარმოდგენაც არა აქვთ იმ სასტიკ პირობებზე, რომელთა წინაშეც ისინი ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან.
„ჯერ მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფი მერე იქნება... ეს არ არის ის ყინვა, რომელზეც ასე უყვართ ლაპარაკი რუსებს. ისინი ლაპარაკობენ -30 გრადუსზე, როცა სიმშრალეა
საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიას და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, - აცხადებს ტიხანოვსკაია.
ipn
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად.
„პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალე
სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მდინარესთან ახლოს ნაპოვნია გოგონას ცხედარი.
დანარჩენი ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 2 მაისის შემდეგ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა.
ipn
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების თანახმად, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა კი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუ
ძველ მაჩუბთან, უშბას რომ უყურებს და სულ ცოტა ორას წელს ითვლის, ყოველდღე მიდის. დანგრევის პირას მყოფ სახლს შემოუვლის, აჭედილ კარში შეიჭყიტება, იტირებს და უკან ბრუნდება, ნათესავთან, სადაც დროებით ცხოვრობს. 83 წლისაა. უკანასკნელი ბერჩლიანია. მასთან ერთად გვარიც კვდება.
„მამას გვარის გამგრძელებელი რომ არ ჰყავდა, ქალი ორჯერ მოვუყვანეთ, მაგრამ ბედმა არ არგუნა. მამა კარგი მყავდა, მართლა კარგი, ძალიან მიყვარდა. მიწა ბევრი გვქონდა. ყველას ჩუქნიდა. მე ვეუბნებოდი, ყველას კარგი სახლი აქვს, მამა, მ
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის თემაა „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VI“. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
ციალა ჩართოლანი 30 წლის განმავლობაში იყო მუზეუმის დირექტორი, მას „სვანეთის საგანძურის მცველს“ უწოდებენ.
კონფერენციაზე, რომელსაც უხუცესი ეთნოგრაფი თავადაც ესწრება, საუბრობენ მის წვლილზე ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში, ასევე გან
სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა (122 416-მა ოჯახმა) მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 226 328-ია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 191 ადამიანს (44 298 ოჯახს), 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება და
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით (როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა), მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი.
2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი - 36 407. მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართვე
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭ####ტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება.
დაზარალებულები იტჰევონის რაიონში მდებარე სასტუმრო "ჰამილტონის" მახლობლად ვიწრო ქუჩაზე შეკრებილ ხალხის მასიდან იყვნენ.
როგორც Associated Press-ი წერს დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მაშველია ჩართული. სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა ამომრჩეველმა, ოპოზიციამ ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო.
წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
„საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ – 1 ხმა;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 ხმა;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 2 ხმა;
„ევროპელი დემოკრატები“ – 1 ხმა;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 ხმა;
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა. სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ნარგავები. ქარმა მოგლეჯა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები, სახლებს გადახადა სახურავები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება დილიდან დაიწყება.
„ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტოგადამცემი ხაზების
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა 5 სოფელი დააზარალა. დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები.
სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
სეტყვა მოვიდა სოფლებში დიდი და პატარა ჩაილური, მანავი, ყანდაურა და ბადიაური.
სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
საგარეჯოს მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამავე სოფლებში დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მერის,
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლთან მდებარე გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.
"ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული გალფის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით საოკუპაციო ძალების 44 ჯარისკაცი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი - 35, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ზეწოლას ახდენენ მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და მეტრ-მეტრობით იბრუნებენ ტერიტორიებს.
მისი განმარტებით, ბახმუტის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში,
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„ბახმუტის მიმართულება რჩება მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ. მტერი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული", - აღნიშნა ჩერევატიმ.
მისი თქმით, რ