Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.581
  • comments
    0
  • views
    767.819

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯეიკ სალივანი - კიევში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მოუცია

კიევში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მოუცია. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს. “მათ [რუსებმა] მხოლოდ შეტყობინების მიღება დაადასტურეს. გაცვლა არ იყო. ეს მხოლოდ შეტყობინება და მიღების დასტური იყო, [უსაფრთხოების] არანაირი გარანტიები”, - აღნიშნა სალივანმა. მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსულ მხარეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება არ გაკვირვებოდა, მათ აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკის დეტალები გადაეცათ.

ჯეიკ სალივანი - აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, – განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. „როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა. რუსეთმა უკრაინაზე დღეს მა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა შიმშილობს თავად მზია ამაღლობელიც, რომელიც 11 იანვარს პოლიციელ

ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქაზე მეტი შეაგროვა უკრაინელთა დასახმარებლად

როკ მუსიკის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის "Hey, Hey, Rise Up" ("ჩერვონა კალინა") გაყიდვებისგან. თანხა გადაეცემა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სინგლი ჯგუფმა ჩაწერა უკრაინული ჯგუფის, ბუმბოქსის ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად. კლიპის პრემიერა 7 აპრილს შედგა YouTube-ზე, მას შემდეგ ის 11 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა. კომპოზიცია დაწერეს Pink Floyd -ის წევრებმა, დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა. radio tavisup

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ა

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებიან სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში. ipn

ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია. ipn

ჯასტინ ტრუდო - უკრაინაში ომი, შეიძლება, უახლოეს თვეებში დასრულდეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. “ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომლებთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთქმედებას არ ვეთანხმ

ჯარიმებით ბიუჯეტში რეკორდული თანხის მობილიზება მოხდა

2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 828 629 ლარის აკუმულირება მოხდა.

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აბიტურიენტს დამატებით დაუშვებენ ეროვნულ გამოცდაზე — სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლომ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე. ამის შესახებ განცხადებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აქვეყნებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. კერძოდ, მას კბილის მწვავე ტკივილები ჰქონდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც გართულება გამოიწვია.

ჯანმო - კორონავირუსზე ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს

„კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნა ჯანმო

ჯანმო - ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ. „საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. ამასთან, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატურას არ ხსნის, მაგრამ გასაუბრებაზე არ მივა

ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, პარლამენტში მის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა. "არ ვაპირებ, რომ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს. პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყეს

ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს. ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწი

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სა

ჯანდაცვის სამინისტრომ, „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა

ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაი

ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული პოლიციის მიერ - ექიმი

„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ! ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე წერს. როგორც კამპკამიძე განმარტავს, შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს ქიმიურ იარაღად აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მიტინგის მონაწილეებისაკენ. მისივე განმარტებით, ამგვა

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შოვში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება

ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ. „ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახ

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. „როგორც ჯანდაცვის მინისტრ

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის" თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს. „აქონდ

ჯანდაცვის სამინისტრო - შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. „ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გ

ჯანდაცვის სამინისტრო - შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი. „1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებ

ჯანდაცვის სამინისტრო - ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს

მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. „მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრი
×
×
  • შექმენი...