Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.660
  • comments
    0
  • views
    801.138

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა, სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა - ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს პირველ რიგში ხელისუფლების, ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა. „რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ს

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხე

მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის... ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია

"მინდა, გიამბოთ მზიაზე. ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს. სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე, შესაძლოა, ჯანმრთელობამ უღალატოს, ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს... მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის, მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბი

გახარია - ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს - თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!

"ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია.

ავტომაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – „ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილება

მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორის

საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“

„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში. ა

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7 წევრმა დატოვა – პროტესტი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა. მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინ

რას ამბობს ადვოკატი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შიმშილობის მე-20 დღეს

ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს. როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას. მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხი

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. შსს ინფორმაციას ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით, მკვლელობა რესტორან „კახელებთან“,  ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. მამაკაცს მანქანაში ესროლეს.   ნეტგაზეთი

გდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შაიშმელაშვილმა „რადიო თავისუფლებას” სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის ცნობით, ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა. ის 2022 წლის აპრილ

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება. თეატრის მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. მანამდე ისინი „ახალი თეატრის“ შენობასთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად შეიკრიბნენ. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ. „ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა - სოლიდარობ

შსს-ს თქმით, დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებთან დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე ეხება „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ ფაქტს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. „პუბლიკის“ ინფორმაციით, ისინი ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან. ინფორმაცია აქტივისტ

ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ასევე ჩხრეკენ დათო ფუთურიძის სახლსაც. ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. „აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ. როგორც შსს-ს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედ

GDI: ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) საპროტესტო აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე შეისწავლა და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ GDI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებს სწავლობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ჭრილში. ახლა კი ანგარიში ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. G

თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც. პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება. პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამე

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ NGO-ები მათ საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ მედიას უთხრა, რომ ორგანიზაციები პატიმრების საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ. მისი თქმით, ოჯახის წევრებმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი შვილების დაკავების გარემოებები გააცნეს, ადვოკატები კი მათ სისხლის სამართლის საქმეების მასალებს მიაწვდიან. ლიკა გუნცაძის შეფასებით, აუცილებელია

მწარიაშვილი: მზია დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს

ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს. მისივე თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ჩაიბარეს იმ სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომელიც 28 იანვარს გაუკეთეს. ამაღლობელთან შესვლამდე მწარიაშვილი ამბობდა, რომ ჰქონდათ მხოლოდ 21 იანვარს გაკეთებული ანალიზების პასუხი. „

თეოდოროს რუსოპულოსი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - საპარლამენტო ასამბლეა არის არა ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი , - Civil.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თეოდოროს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ კანონზე დაფუძნებული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მიიღეს, უნდა იყვნენ ას

ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა. „მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში

ზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს

ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა. სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა. 29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ

საია - დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებები საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების მკაფიო გაგრძელებაა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში , რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფ

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ.   ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­გეგ­მვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი 2019 წლის 20 ივ­ნისს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ "გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "იქ არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია". ამის

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი

ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“. „ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 13 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ამასთან, უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს. 1ტვ

ვაშინგტონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, - ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან,
×
×
  • შექმენი...