Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.027.732

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კრამონი ზურაბიშვილის გამოსვლზე: სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის

ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას „ტვიტერზე“ ეხმაურება. „სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის, რომ ბოლოს და ბოლოს მოუსმინო საქართველოს მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის.“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი. პუბლიკა  

პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.   სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.   წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და არქიტექტურის სკოლაა განთავსებული. პალიტრანიუსი

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია, ოცნებამ კი მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა

ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. ოცნებამ მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა. მაინტერესებს სად არიან ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც დასავლეთის დახმარებით აშშ-სა და ევროპაში განათლება მიიღო, ვის პროფესიულ განვითარებაშიც დასავლეთმა ათასობით ფული ჩადო, ვინც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები დასავლეთის დახმარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა., - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ახლა არ

“ქართველი ხალხის გვერდით ვართ” – აზერბაიჯანი შოვში სტიქიას ეხმიანება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოხატავს საქართველოში, რაჭაში, შოვში მომხდართან დაკავშირებით. ” ვიმედოვნებთ, ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებიან. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში. მეორე დღეა, რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში,  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებ

„არ გამოვრიცხავ, მოლოტოვის კოქტეილით ვიხილოთ თბილისში“ — კალაძე ვიოლა ფონ კრამონზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“. „ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო. მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა… იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს…“ — თქვა კალაძემ „იმედის“ ეთერში. წამყვანებმა მას შეახსენეს ვიოლ

მზიურის პარკის მიმდებარედ მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა. ი

რევი დემეტრაშვილი, ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო

დღეს, თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. — ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ,  გზა გადაუკეტა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.  რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.   ht

თემურ მღებრიშვილი - გურიაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზადყოფნაში ვართ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გურიაში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ადგილას 62 მოქალაქეა გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. „გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

პერსონალურ მონაცემთა სამსახური "იმედის" სიუჟეტის საკითხს შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის მიერ მოქალაქეების მონაცემების მოპოვება-დამუშავების ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კერძოდ, ეს ეხება სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კრიტიკული კომენტარების ავტორებს ურეკავს და პასუხს სთხოვს. მას შემდეგ, რაც სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა არაერთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ფეისბუკზე, მარიკა ბაკურაძემ განმარტა, რატომ დაურეკა მოქალაქეებს კრიტიკული მოსაზრებების გამო. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დ

ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ვინაობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას. რადიო თავისუფლებას უწებაში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქარველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან: ავთო რურუა; რომეო ფირჩახია; როლანდ კვარაცხელია; ბადრი მარკელია; მერაბ ალადაშვილი. ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ

სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლში ომში დაშავებულებს უმღერა – მედია

მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკრაინაში, ომში დაჭრილი რუსი სამხედროებიც მკურნალობენ. სტავროპოლის ჰოსპიტლის გახსნიდან 80 წელი შესრულდა, სწორედ ამას მიეძღვნა, რუსული მედიის მიხედვით, ღონისძიება, რომელშიც პავლიაშვილიც მონაწილეობდა. არტისტმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა და გამოელაპარაკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) მონაწილეებს. ასევე ფოტოები გადაიღო მათთან. მებრძოლებმა მისი მიმართვები ტელეფ

ძალოსნობა | მარიამ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა –  ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მარიამ ორი კილოგრამით გააუმჯობესა.   ავტორი -

კირილ ბუდანოვი - ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ

ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა არის საჭირო. „სწორედ ამისთვის უნდა ვატარებდეთ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა ყირიმის პლატფორმა, ასე ვთქვათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის მოძრაობებ

რესპუბლიკურის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ოთხ პირს წაუყენა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს ბრალი. უწყება მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება. პირებს შორის, რომლებსაც დღეს ბრალი წაუყენეს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინ

ევროკომისია არ ეთანხმება მიშელის განცხადებას EU-ს გაფართოების თარიღზე

ევროკომისია არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელებაზე. Politico-ს თანახმად, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, დანა სპინატმა გუშინ, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. “ჩვენ თარიღზე არ ვართ ორიენტირებული, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლო მუშაობაზე ვართ ორიენტირებული, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”, — განმარტა სპინატმა. მისი თქმით, შარლ მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკი

მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს

სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. კომიტეტის ცნობით, აფეთქება უკრაინის სპეცსამახურების მიერ იყო დაგეგმილი. ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში კიევის მონაწილეობა უარყო და მას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა. სანკტ-პეტ

მოდით ხვალ კონსერვატორიასთან ყველა, ვინც წუხს და გაბრაზებულია – გიორგი გიგაშვილი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხვალ, 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბონ. აღნიშნული განცხადება პიანისტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა. „ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.

მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს. “რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, - ნათქვამია ინფორმაციაში. გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ipn

ალან ალბოროვი - "სამხრეთ ოსეთი" რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს მოსკოვთან განიხილავს

"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს. „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ

G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა

G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაცია

ჰოლივუდის ექსპროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნეს კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში

ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში. როგორც Reuters-ი იტყობინება 20 დეკემბერს, ახალი ვადით მას 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა უაინსტინი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებასა და ორ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ძალადობაში რუსული წარმომავლობის მოდელის მიმართ 2013 წელს. ქალის ვინაობას არ ამხელენ. მთლიანობაში ლოს-ანჯელესის სასამართლოში უაინსტინის წინააღმდეგ ოთხი ქალი

დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა, თუმცა დანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, განიხილოს უკრაინისთვის ტანკების მიწოდება. ამის შესახებ მეტე ფრედერიქსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით ისე, როგორც ეს იქნებოდა აუცილებელი. ვფიქრობ, ჩვენ მრავალი გზით დავამტკიცეთ, რომ უკრა

ანა ბუჩუკური - ძალადობის შემდეგ მაგრამ არ იწერება

"ძალადობის შემდეგ მაგრამ არ იწერება, არა! “ქალზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ გამომწვევად იქცეოდა…” “ბავშვზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ ცუდად მოიქცა…” “პოლიტიკოსზე ძალადობა ცუდია, მაგრამ აბა რა ეგონა…” “ძაღლზე ძალადობა ცუდია, მაგრამ რა დროს ძაღლებია…” ეს რომელიმე ფრაზა თუ ოდესმე გითქვამთ, ან გიფიქრიათ, იცოდეთ, რომ თქვენც გაქვთ თქვენი წილი პასუსიხმგებლობა მოძალადის გაძლიერებაზე. ასე მუშაობს ეს. სამწუხაროდ.", - ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთვის" წე

ვოლოდიმირ ზელენსკი - საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ პილოტებს მოამზადებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება. "დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის. IPN
×
×
  • შექმენი...