Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.911

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ორ თვეში ოთხი სამართალდამცავი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში, ოქტომბერსა და ნოემბერში, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ოთხი სამართალდამცავი ამხილა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. ოთხივე ადამიანი პასუხისგებაში ბოლო ორ თვეში მისცეს. გამოძიებით დადგენილი ოთხი ფაქტი: 2022 წლის 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწ

კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. „უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ერთობლივი ფოტო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გამოაქვეყნეს. "ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში უკრაინის მიმართ ჩვენი სრული სოლიდარობის ნიშნად. მიუხედავად რუსული რაკე

მეუფე იაკობი - რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ - რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე. „ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს,

უკრაინაში რუსული იმპერიალისტური ტოპონიმიკა და ძეგლები იკრძალება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვისა და ტოპონიმიკის დეკოლონიზაციის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, კანონი აკრძალავს უკრაინაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოების წარმოებას, გავრცელებასა და საჯარო გამოყენებას. რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოებში იგულისხმება: ძეგლები, რომლებიც ეძღვნებოდა იმ პირებს, რომლებსაც ეკავათ მაღალი თანამდებობები მთავრობასა და ადმინისტრაციაში, პოლიტიკურ ო

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა

ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა. როგორც დენის შმიგალმა პონტიფიკოსთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომის პაპთან განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულა, ასევე, აღნიშნული ფორმულის ყველა პუნქტის შესრულებაში პაპ ფრანცისკეს დახმარება. მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა მებრძოლები ავრცელებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული. ნეტგაზეთი

ქართველების ეფექტი დოჰაში - ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი

ზღაპრის ბოლო კეთილია კი არა, ზოგჯერ მაგაზე მაგარია. ნამდვილად არ ვიცი, როგორი დასასრული აქვს კ(ყ)ატარულ ზღაპრებს, მაგრამ ჩვენი წლევანდელი მსოფლიო დონის „ზღაპარი“ ასე ფანტასტიკურად რომ დასრულდა, ახლა ამაზე მხოლოდ ეროვნულ დონეზე კი არა, მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ, წერენ და უჩვენებენ.  დოჰა 2023 სამუდამოდ დარჩება ქართული და მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში. ქართველი ჯუდოკებისა და შერეული გუნდის არაჩვეულებრივ გამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს სუნთქვაშეკრულები ვადევნებდით. გუნდური ასპარეზობის

რიში სუნაკი - უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს. „უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰირ

ლაზარე გრიგორიადისის მამა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევას ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო ენუქიძე იყო. გრიგორიადისი გუშინ, 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. მის დაკავებას დღეს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის შეფასებით, კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია და მისი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციული

უკრაინა: რუსეთმა კახოვკის ჰესი ააფეთქა – დატბორვის გამო იწყება ევაკუაცია

6 ივნისის გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს. ვიდეომასალაზე, რომელიც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა გაავრცელეს ჩანს, რომ სადგურის დამბა სრულიად განადგურებულია. ეს ნიშნავს, რომ წყალი დიდი რაოდენობითა და მაღალი სისწრაფით დასახლებული პუნქტებისკენ მიდის. უკრაინის შსს-მ უკვე დაასახელა მაქსიმალური რისკის ხუთი ზონა, მათ შორის, შედის ქალაქ ხერსონის ნაწილიც.   როგო

Bloomberg - ევროკავშირმა შესაძლოა თავისი ბუნებრივი აირის ნაწილი უკრაინის საცავებში შეინახოს

ევროკავშირში მსჯელობენ თავისი ბუნებრივი აირის ნაწილის უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცავებში შენახვის შესაძლებლობაზე, ზამთარში საწვავზე მოთხოვნილების და ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივის აირის საცავები თითქმის შევსებულია - 70%-ზე მეტი და მოსალოდნელია, რომ სიმძლავრის ლიმიტს ისინი უკვე სექტემბრისთვის მიაღწევენ. მედია წერს, რომ ეს არის იმ პანიკის თავიდან აცილებისკენ მიმ

ლატვია რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის — ლატვის საგარეო მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა ტვიტერზე რუსეთში შექმნილ ვთარებაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის. „ლატვია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და პარტნიორებთან ინფორმაციას ცვლის. საზღვრის კონტროლი გაძლიერებულია, რუსების მოქალაქეებზე ვიზის გაცემა, ან საზღვარზე შემოშვება რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, არ განიხილება“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის ასევე დასძენს, რომ ლატვიამ რუ

გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს

გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში განაგრძობს. ამასთან, დანელიამ საპენსიო სააგენტოში მუშაობის პერიოდი შეაჯამა. „ძვირფასო მეგობრებო! საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინის დამცველები მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ

უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლ

საბერძნეთში სიცხემ რეკორდულ ნიშნულს, 46°-ს, მიაღწია

საბერძნეთში კვირას ჰაერის ტემპერატურამ ახალ რეკორდს, 46°C-ს, მიაღწია. ათენის ეოვნული ობსერვატორიის ცნობით, პატარა ქალაქ გითეოში კი ჰაერის ტემპერატურა 46,4°C-ზე დაფიქსირდა. მანამდე ყველაზე მაღალი სიცხე საბერძნეთში 2006 წელს იყო. საბერძნეთში უკვე კვირაზე მეტია, რაც თერმომეტრი 40°C-ზე მეტს უჩვენებს. მაღალ სიცხეს თან ახლავს ტყის ხანძრების გაჩენა. 18 ივლისის საღამოს მონაცემებით, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზე გავრცელდა. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრე

სად არის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული საქართველოში — მონიტორინგის შედეგები

საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM) და აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებს. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-21 წლების ეროვნულ მოხსენების პროექტში. მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. დოკუმენტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის შექმნაში მონაწილეობა სხვა სახელმწიფო უწყებ

თემურ მღებრიშვილი - იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ. „ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახს

პარლამენტმა აჭარის საზმაუს ბორდში გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს. გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ივლისში პარლა

აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე კარასინთან საუბრობდა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ ნეტგაზე

რიში სუნაკი - თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სხვა „ბოროტი აქტორების“ წახალისება მოხდება. „მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩ

ომის 2 წლისთავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება. ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. „ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტთან

გიორგი გახარიას მოქალაქეებთან შეხვედრა ბათუმში (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას მოქალაქეებთან შეხვედრა ბათუმში: ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1012488903667863  

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

მატილდა გვარლიანი I ქართველია, ვინც Victoria’s secret-ის შოუზე გამოვა

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი ქალის თეთრეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Victoria’s secret 2018 წლის შემდეგ პირველ შოუს 15 ოქტომბერს გამართავს, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოვა. Victoria’s secret Fashion Show ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ი შოუს ნიუ-იორკში
×
×
  • შექმენი...