Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.865

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კახეთში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა. მცირეწლოვანმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე მრავლობითი დაზიანებები. ჰქონდა მოტეხილობებიც. ამის გამო ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ამ დრომდე რჩება. ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. პატიმრობას ვითხოვდით იმიტომ, რომ არსებობდა სა

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა

დღეიდან, 15 აპრილიდან, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა და 0.70 ლარი ეღირება. ამუშავდა ე.წ. კონტროლირების სისტემაც. თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრად, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების

ბრიტანულმა INDEPENDENT-მა ბათუმი ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, აღვნიშნო, ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია საზღვაო ტურისტული სეზონის. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები და მათ შორის აქ წარმოდგენილი ზოგიერთი მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპე

კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით. ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა –  777. მაგალითად მათ შორის, A777AC და C777CE.  რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევ

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებული მაღაროელებმა პროტესტის მეშვიდე დღეს, 12 ივნისს გვიან ღამით შიმშილობა დაიწყეს.  ამის მიზეზი, მაღაროელების თქმით, კომპანიის მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გახდა. შიმშილობა 9 მაღაროელმა დაიწყო. შიმშილობის დაწყების შესახებ გვიან ღამით ისაუბრეს მაღაროელებმა “მაუწყებელთან”.  კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მაღაროელებმა გუშინ დღის ბოლომდე მისცეს.  “ეს არ ყოფილა უეცარი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ არ

თავდაცვის სამინისტრო - შოვში სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც. სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყო

გიორგი გახარია - ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”

ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გახარია. ინტერ

ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთან დღეს საღამოს ყარაბაღის მხარდასაჭერად და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება, - ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციური ბლოკის „დედა სომხეთის“ ხელმძღვანელმა ანდრანიკ თევანიანმა განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეილება, ჩავატაროთ აქცია რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე", - აცხადებს თევანიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ყარაბაღზე და ის, რაც

გიორგი გახარია - გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და  გამარჯვებას ულოცავს.  „გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლ

2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. ბოლო 7 წლის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლამდე იკლებდა, თუმცა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 13-ით გაიზარდა. ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა. აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671. იპნ

თბილისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი. იპნ

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგ

შუქრუთის პროტესტის 3 მონაწილეს ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. „ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევე

ლაშა გურული დღეს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს

4 აგვისტოს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) იასპარეზებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას. შეხვედრა საქართველოს დროით 19:06 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქარ

უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს. „უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა. დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს. უკრაინის პრემიერ-მი

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგა

პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა. რუსული მედია წერს, რომ სამმხრივი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს წევრი ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე პუტინმა თავად თქვა, ფაშინიანსა და ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილეს. „ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ საუბარი და სამივემ შევძელით ლაპარაკი. ცხადია, მთ

ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპოულოსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენ

რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალი

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი სარკინიგზო ავარიის შემდეგ გადადგა

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ. „ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა [გადადგომა] და მინიმალური პატივისცემის ჟესტი იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც ასე უსამართლოდ დაიღუპნენ“, — განაცხადა კარამანლისმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის დიდი ხნის შეცდომებზე. „ფაქტია, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა 21-ე საუკუნის სტანდარტებთან შეუთავსებელ მ

სლოვაკეთმა უკრაინაში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა

სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინაში „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა. "დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, მე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერ

პარტია "საქართველოსთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პარტიის წევრი კოკა კობალაძე დააკავეს

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ პარ­ტი­ის წევ­რი კოკა კო­ბა­ლა­ძე და­ა­კა­ვეს... "ახ­ლა­ხანს პო­ლი­ცი­ამ უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი კოკა კო­ბა­ლა­ძე. მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლი...“ - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში...       კოკა კო­ბა­ლა­ძ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო

სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს

სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, განმარტავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება. „გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ე
×
×
  • შექმენი...