ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
„ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალ
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს.
იპნ
ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს.
„ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს აგუმავა სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული აფხაზეთის
ჩეხეთში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გუშინ, პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებული სტუდენტი შეიჭრა და 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა.
პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ და პრეზიდენტმა პეტრ პაველმა სამძიმარი გამოუცხადეს მოკლულთა და დაშავებულთა ახლობლებს. პრეზიდენტმა მომხდარი რესპუბლიკის ისტორიაში „ყველაზე ტრაგიკულად“ შეაფასა, აღნიშნავს „როიტერსი“.
„როიტერსის“ ცნობით, მსროლელი 24 წლის კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი იყო. ტრაგ
უკრაინაში მებრძოლი ქართველის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ პატიმრობაში ვერ გადარჩება. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
გუშინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 წლის მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს გაწერელია „ჩავიდა უკრაინაში, სადაც გააფორმა კონტრაქ
თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ახალ ზოოპარკში, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. გურიელიძის განცხადებით, ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფების სამყოფელი შენდება, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა BMG-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
გურიელიძის თქმით, რთულია ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, რადგანაც ინფრასტრუქტურის
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს.
„დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს“, - წერს მიხაილ როთი X-ზე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
იპნ
„უფრო მეტი და მეტი მეწყერსაშიში და გრავიტაციული წერტილი გაჩნდა, დაემატა ისეთი ადგილები, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები კავკასიაში აქტიურად არის გავრცელებული და მოსალოდნელია, რომ მსგავსი ღვარცოფები და მეწყერები მომავალში გააქტიურდება.
„შოვის ტრაგედია იყო ყველაზე მძიმე ტრაგედია, რომელიც ჩვენ ამ ეტაპისთვის გადავიტ
"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა.
მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში, ოქტომბერსა და ნოემბერში, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ოთხი სამართალდამცავი ამხილა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. ოთხივე ადამიანი პასუხისგებაში ბოლო ორ თვეში მისცეს.
გამოძიებით დადგენილი ოთხი ფაქტი:
2022 წლის 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწ
კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
„უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ერთობლივი ფოტო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გამოაქვეყნეს.
"ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში უკრაინის მიმართ ჩვენი სრული სოლიდარობის ნიშნად. მიუხედავად რუსული რაკე
1947 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია დაიბადა. ეთნიკური აფხაზი გაბესკირია 1992 წელს სოხუმის მერი გახდა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში.
1993 წლის 27 სექტემბერს, იმ დღეს როდესაც ქალაქი სოხუმი რუსებმა და აფხაზებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად,
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს.
„მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.
სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში, ტოდ დ. რობინსონი ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ამის შესახებ რობინსონმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.
"შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევ
ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ - რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე.
„ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს,
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვისა და ტოპონიმიკის დეკოლონიზაციის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, კანონი აკრძალავს უკრაინაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოების წარმოებას, გავრცელებასა და საჯარო გამოყენებას.
რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოებში იგულისხმება:
ძეგლები, რომლებიც ეძღვნებოდა იმ პირებს, რომლებსაც ეკავათ მაღალი თანამდებობები მთავრობასა და ადმინისტრაციაში, პოლიტიკურ ო
ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა.
როგორც დენის შმიგალმა პონტიფიკოსთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომის პაპთან განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულა, ასევე, აღნიშნული ფორმულის ყველა პუნქტის შესრულებაში პაპ ფრანცისკეს დახმარება.
მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
აშშ-ის ევროპული სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.
„დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში“, – აღნიშნულია აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა.
ავტორი - გივი ბარამიძე
უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა მებრძოლები ავრცელებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული.
ნეტგაზეთი
ზღაპრის ბოლო კეთილია კი არა, ზოგჯერ მაგაზე მაგარია. ნამდვილად არ ვიცი, როგორი დასასრული აქვს კ(ყ)ატარულ ზღაპრებს, მაგრამ ჩვენი წლევანდელი მსოფლიო დონის „ზღაპარი“ ასე ფანტასტიკურად რომ დასრულდა, ახლა ამაზე მხოლოდ ეროვნულ დონეზე კი არა, მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ, წერენ და უჩვენებენ.
დოჰა 2023 სამუდამოდ დარჩება ქართული და მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში. ქართველი ჯუდოკებისა და შერეული გუნდის არაჩვეულებრივ გამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს სუნთქვაშეკრულები ვადევნებდით. გუნდური ასპარეზობის
პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ „TV პირველთან“ თქვა, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაში მათი დიდ წვლილიცაა.
პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერი დღეს საპატრიარქოს მიერ დანიშნული, ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ „აზიმუტსა“ და „ჯორჯია ეარლაინს“ ფრენების ნებართვა მისცა. ამ გადაწყვეტილებას და რუსეთიდან პირდაპირი
უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს.
„უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰირ
სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევას ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო ენუქიძე იყო.
გრიგორიადისი გუშინ, 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა.
მის დაკავებას დღეს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის შეფასებით, კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია და მისი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციული
6 ივნისის გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს.
ვიდეომასალაზე, რომელიც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა გაავრცელეს ჩანს, რომ სადგურის დამბა სრულიად განადგურებულია. ეს ნიშნავს, რომ წყალი დიდი რაოდენობითა და მაღალი სისწრაფით დასახლებული პუნქტებისკენ მიდის. უკრაინის შსს-მ უკვე დაასახელა მაქსიმალური რისკის ხუთი ზონა, მათ შორის, შედის ქალაქ ხერსონის ნაწილიც.
როგო
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პირობა დადო, რომ უკრაინელ ლტოლვილებს სახლების დაქირავებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს (188 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ახალი დაფინანსება გადაეცემა ადგილობრივ საკრებულოებს, რათა დაეხმაროს უკრაინელ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების დაქირავებაში და სამუშაოს პოვნაში.
„გაერთიანებულ სამეფოს აქვს საპატიო ტრადიცია შესთავაზოს თავშესაფარი მათ, ვინც ომის საშინელებას გამოექცა. სამწუხაროდ