Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    862.079

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვალერი ზალუჟნი - ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად - ბრძოლაში ჩნდება ერი

ბრძოლაში ჩნდება ერი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ სადღესასწაულო მილოცვაში წერს. „ჩვენ არ აგვირჩევია ომი, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად. ბრძოლაში ჩნდება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა

კელი დეგნანი - ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ წარმატებულ ახალ წელს, გაგიმარჯოთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს. „ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრე

ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 12:00 საათიდან კი სამ სხვადასხვა სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, NewOne,

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია მთელი კონტინენტისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფრონტზე არსებული ვითარება სამხედრო მეთაურობასთან განიხილა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი, სოლედარი და კრემენაიაა. ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრა

ცივი იარაღის ტარებაზე დღეიდან სანქციები მკაცრდება

დღეიდან, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით, ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა სა

ფინეთის პრეზიდენტი - სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს: თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს. "ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში შიშია გამეფებული, რადგან ისინი ომს აგებენ

უკრაინელებმა წლის პირველ ღამეს Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.   მისი თქმით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ისინი ომს აგებენ. „ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის სიცოცხლის განცდა - ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლ

მედია - იაპონია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს

იაპონია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს, რომელიც 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა Nikkei წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს შექმნას პირობები ინტენსიური დისკუსიებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლც

დღეიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური იზრდება

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნა

დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება

2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ახალი წესი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და დღეიდან ძალაშია.

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 40-ზე მეტი დრონი - თავდასხმის სამიზნე იყო კიევიც

უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია. "დ

მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხო

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, საჭიროა, დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას თავის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ამიტომ საჭიროა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა. „ბიბისისთნ“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის წარმატებებმა მცდარი წარმოდგენა არ უნდა შექმნას კიევის სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით. „უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან. პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა, არც 26 პროცენტი არის იდეალური, თუმცა, 36 პროცენტთან შედარებით, მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის. დეპ

პელეს ლეგენდარულობა ერთ იშვიათ ფოტოზე #1TVSPORT

პელეს კარიერა – დიადი მოვლენების წყებაა, მაგრამ არის ერთი ფოტო, რომელიც იდეალურად იჭერს „ფეხბურთის მეფის“ ლეგენდარულობას. „დღეს ჩვენ არ ვმუშაობთ, რადგან მივდივართ პელეს საყურებლად“, – წერია მექსიკის ქალაქ გვადალახარას ძველი თეატრის აფიშაზე. ეს ფოტო მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალის დღეს არის გადაღებული. ბრაზილიამ მაშინ მსოფლიო პირველობა მოიგო. პელემ ეს მესამედ გააკეთა და დღემდე ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში სამი ტიტულით. ფინალში ბრაზილიამ 4:1 დაამარცხა იტალია. პელემ

„ბიბისი“ - ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, 2 იანვრის მონაცემებით, ფასმა ერთ მეგავატ საათზე 72.75 ევრო შეადგინა, რაც აგვისტოს ფასთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის კლება დეკემბრის თვეში სტაბილურად გრძელდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, ევროპაში ამას გარკვეულწილად თბილი ზამთრით ხსნიან, რაც ბუნებრივი აირის ეკონომიურად მოხმარების მიზეზი გახდა.   ავტ

რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის ცხედარი უკრაინიდან ოკუპირებულ სოხუმში ჩამოასვენეს

2 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის ფრონტიდან ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე, დიმიტრი წვიჟბა ჩამოასვენეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება. 1991 წელს დაბადებული დიმიტრი წვიჟბა ერთ-ერთია იმ 4 მოხალისიდან, რომლებიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინულ ავდეევკასთან დაიღუპნენ. მათ შორის სამი აფხაზია. დიმიტრი წვიჟბას გარდა, ცნობილია კიდევ ერთი დაღუპულის ვინაობა, ეს არის მადბეი აბიჯბა, მესამის ვინა

2 დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 84 დრონი გაანადგურა

უკრაინის მახედრო საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის მონაცემებით, ორი დღე-ღამის განმავლობაში, 2023 წლის 1 და 2 იანვარს მათ მიერ განადგურებულია მტრის 84 დრონი. როგორც საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის სპიკერმა იური იგნატმა ტელეეთერით გამართულ საინფორმაციო მარათონზე განაცხადა, უკრაინა რუსეთის მხრიდან მსგავსი შეტევის მოსაგერიებლად ისევ ემზადება.   ,,თუ 250 დრონის შესახებ ჩვენი სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ მათი ნახევარი უკვე გამოყენებულია და თუ ისინი კვლავ იგ

კელიაში ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, გარდაიცვალა. წინამძღვარს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასულიერო პირმა დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 50%-მდე სხეულის დამწვრობა ჰქონდა. ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ხანძარი კელიაში 16 იანვარს გაჩნდა. IPN

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 20 371 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა - რა სფეროში საქმიანობენ სუბიექტები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული - 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ. ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული

კირილ ბუდანოვი - უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, ამისთვის აუცილებელია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება. ბუდანოვმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს. მისი თქმით, „ეს იქნება ძალიან რთული პროცესი“. „ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდ

საქართველოში წარმოებულ კვერცხში ანტიბიოტიკი არ აღმოჩნდა

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ კვერცხში, ლაბორატორიული  კვლევით, ანტიბიოტეიკები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის, ,,მომხმარებელი.გეს“ ვებ-საიტზე ვრცელდება. ,,კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფერმის მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში და  სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე შევამოწმეთ. საბედნიეროდ, ა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 2016 წლის აპრილის მაჩვენებელი 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალი 9,329,690 ლარს შეადგენდა და 4,040,051 ამერიკულ დოლარს უდრიდა. 2016 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით კი, სახელმწიფო საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში 9,866,334-ია, ხოლო აშშ დოლარში - 4,422,580. რაც შეეხება 2016 წლის მარტის მონაცემებს, სახელმწიფო საგ

ირანმა მაღალი რანგის უკრაინელი დიპლომატი იხმო დრონებით თავდასხმის შესახებ კომენტარის გამო

ირანმა ამ ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული იხმო მისი ქვეყნის კომენტარის გამო ისპაანის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ - იტყობინება Reuters-ი Tasnim-ის სააგენტოზე დაყრდნობით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში ირანის ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალად სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. „აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო,
×
×
  • შექმენი...