Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.511

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გამოსახლებამდე | როგორია მევახშური სქემა

„ადამიანი უკანასკნელ მდგომარეობაში ვარ”; „ბოლომდე ნუ გამწირავთ და ნუ დამღუპავთ“; „ოჯახის წევრია ცუდად, დროებით შეაჩერეთ გამოსახლდება“; „წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“; „გეშინოდეთ ჩემნაირი დედების, რომლებსაც აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგი; ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ“, – ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული, ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების დროს მოსმენილი ფრაზებია. აღსრულების ბიუროს სტატიტიკით, 202

მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში გასულ ღამეს უეფა-ს ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას ვულოცავთ. თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო! წარმატებებს და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ტურნირს გისურვებთ“, - წერს მაია სანდუ X-ზე. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხ

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი (ვიდეო)

“ოცნების” ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში, რომელიც არის მიმართული ზუგდიდის და ზუგდიდელების წინააღმდეგ საბოტაჟის განსახორციელებლად, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აპირებს ჩვენი პარტიის წარმომაგდენლის, საკრებულოს თავდჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას, მათ ერთად დაიწყეს ამის განხორციელება. ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი. დღეს, ეს ორი პარტია არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებზე უნდა იყოს

ბათუმელების რედაქტორი შალვა პაპუაშვილს: ვერ მოგვაწებებთ აგენტის იარლიყს

გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 აპრილს, ბათუმში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემოღება იწვევს. „ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. ეთერ თურაძემ ისაუბრა იმ წნეხსა და დევნაზეც, რა პირობებშიც მუშაობა უწევდა 2012 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მ

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს. გასულ არჩევნებზე, 2019 წელს, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხ

რუსეთის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული დაჯგუფება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქ

რამდენი ვიდეოკამერაა საქართველოში და როგორ ნაწილდება რეგიონების მიხედვით

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 - ნომრების ამომცნობი. შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო

„გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე შსს-მ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლი

აშშ-მ უკრაინას დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო – რა შეიარაღებას მიიღებს კიევი

აშშ უკრაიანას დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც 250 მილიონ დოლარამდე იქნება. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს: საზენიტო რაკეტებს RIM-7; რაკეტებს Stinger; ტყვია-წამალს HIMARS-ის სისტემისთვის; 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიის ტყვია-წამალს; ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW; ტანკსაწინააღმდეგო სისტემებ Javelin და AT-4; ჯავშანმანქანებს Bradley; ჯავშანტრანსპ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. მათი ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით: წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმარ

პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. პრეზიდენტს ხერსონელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ. „ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ხერსონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო,

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაულს ულოცავს

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს და ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. „ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა სა

კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალაზე" - ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ

ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  მისი თქმით, ისინი სწორედ სიმართლით,  სიმშვიდით და  მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან.    "სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ: ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავენ დამატებით ზომებს თავდ

სიმონ დადიანის ნათესავები თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ

სიმონ დადიანის ნათთესავები კულტურის და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. მათ წერილს სოციალურ ქსელში სიმონ დადიანის დის შვილიშვილიმ მია ღვინიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ეს საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების, ლია და მიხეილ ვოდეს თხოვნაა. წერილის მიხედვით, ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს უანგაროდ გადასცეს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი. „2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვი

ცალსახაა, რომ “ოცნება” ღიად უპირისპირდება დემოკრატიულ კურსს — ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის თაობაზე და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს, განცხადება პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერია: „როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპრო

საგარეომ ნორვეგიის ელჩი მისი კომენტარის გამო სამინისტროში დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის კომენტართან დაკავშირებით ეხებოდა. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზ

ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ საქმეზე დაკავებულის მამა შვილის მიმართ ბრალდებას ეხმაურება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას სამართლადამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მას და მის შვილს კონფლიქტი აქვთ. ბექა გრიგორიადისი აღნიშნულს მისი შვილის „გაშავების პროცესს“ უწოდებს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მათ სახლში ლაზარეს მამა რამდენჯერმე მიუვარდა. „მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში.

“ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება. “ეს თემა, როგორც მოსკოვში, ასევე ერევანზე მაღალ დონეზე განხილვის საგანია. ვფიქრობთ, ეს საკითხი სამოკავშირეო და ურთიერთგაგების ჭრილში მოგვარდება”, – თქვა ზახაროვამ 30 მარტის ბრიფინგზე. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

„ვაგნერი“ 9 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ. პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან: გვიან ღამით, პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო. ნეტგაზეთი

კირილ ბუდანოვი - კონტრშეტევა მალე დაიწყება

კონტრშეტევა მალე დაიწყება, იარაღის საჭირო მინიმუმი გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა. “ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება”, - განაცხადა ბუდანოვმა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლა

ლატვიის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს

ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩია. ის აქამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მედიის ცნობით, პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. რინკევიჩსი ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს. ინტერპრესნიუსი

სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში — საბა ბრაჭველი

2 ივნისის აქციაზე პლაკატის გამო დაკავებული უფლებადამცველი საბა ბრაჭველი ავრცელებს სიტყვას, რომელიც სასამართლოში უნდა წარმოეთქვა. “სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში, რადგან სასამართლოში არ წაგვიყვანეს და რომელსაც ვიტყვი, თუ პროცესი ოდესმე ჩაინიშნა”, — ასე ასათაურებს ბრაჭველი “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ ტექსტს. უფლებადამცველის სიტყვა 2 ივნისის მოვლენებს, მისი დაკავების გარემოებებსა და პოლიციაში გატარებულ საათებს ეხება. საბა ბრაჭველი ამ პროცესების კონტექსტში საუბრობს უკან

მაღაროელებმა თბილისში, „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. „ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალ
×
×
  • შექმენი...