"ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას - ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძალოვანი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ამერიკაში და ჯობდა არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას ი
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის, კლინიკაში რემონტი მიმდინარეობს, რათა კლინიკამ რეგულაციები დააკმაყოფილოს. სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებს სრული დატვირთვით“,- აღნიშნავს ექიმი, ნინო ოთარიშვილი.
ამასთან,
"მთელი საზოგადოება - ჩვენი სპორტსმენები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, რაგბისტები, ვმოძრაობთ ევროპისკენ. ევროპისკენ მოძრაობას კი შეესაბამება დემოკრატიული, გამჭვირვალე, კონკურენტული, თანაბარ პირობებში ჩატარებული არჩევნები, სხვანაირად არ არსებობს ევროპული დემოკრატია. თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს არჩევნებით მანიპულირებას და, შესაბამისად, არჩევნების გაყალბებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება სულ სხვა მიმართულებით მოძრაობა, რაც ძალიან დიდ ტურბულენტობებს გამოიწვევს.
დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე
"როცა ასოცირებულ ტრიოში ვიყავით ლიდერები, ვიყავით სამაგალითოები ყველასთვის! ეს ყველაფერი დაბრუნდება, ამას ვერ გააუქმებს ვერავინ თავისი კონსპირაციების თეორიით. ამხელა პოზიტივის მერე ვინმე გაბედავს და ამ ხალხს, ამ ერს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რაღაც ნეგატიურ სენტიმენტებს შეუქმნის?! ყველას უნდა, პოზიტიური დღის წესრიგის ნაწილი იყოს, ყველას უნდა, რომ გამარჯვების ნაწილი იყოს. ჩვენ ყველას, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გვინდა, რომ დიდი გამარჯვებების ნაწილი ვიყოთ! არ გვინდა ვიყოთ ბოდვებში, ომ
„შეუძლებელიც შესაძლებელია, რაშიც ჩვენმა ფეხბურთელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს. ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა ამ დაძაბული თვეების შემდგომ, ასეთი დიდი გამარჯვება, დიდი ერთიანობის გრძნობა, პოზიტიური ემოციები, წარმატების ისტორიაც, მაგრამ, პოზიტიური ემოცია არის ის, რისი დეფიციტიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი გვქონდა და ამ ახალგაზრდებმა სწორედ ეს გვაჩუქეს - თან ისე, რომ მთელს მსოფლიოს დაანახეს, საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ ღირსეულად შეუძლია გაიმარჯვოს... დიდი ქვეყნების გვერ
"მადლობა ღირსეული და თავდადებული ბრძოლისთვის! მადლობა, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენეთ - ჩვენ ვართ საქართველო!"
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1000906778159409
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
სააგენტოს ცნობით, მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით.
„ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მ
საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. სწორედ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში
თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
ცნობისთვის, საქართველო-პორტუგალიის ნაკრებების თამაშის ყურება მოქალაქეებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეეძლებათ.
„ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლ
დღეს 30 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.
თავდაჯერება არ გვაკლია, - ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
სანიოლმა გაიხსენა ესპანეთთან წარსულში მარცხი და დასძინა, რომ ზოგჯერ ასეთი მომენტები საჭიროა.
"ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.
საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა.
„ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს.
მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა – პორ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობით ბედნიერია.
კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში ფრანგ მწვრთნელს, სანიოლი ამბობს, რომ მომავალზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველოში ყოფნით კმაყოფილია.
„ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს ამ 3.5 წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში, ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ საოცარ ტურნირზე.
მომავალში არ ვი
რიკოთის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. „ნეტგაზეთი“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ნეტგაზეთი
საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, მიმდინარე კვირას ევროპულ საბჭოში და ევროპის საბჭოში შეხვედრები გაიმართა. ვნახეთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც საქართველოს თემაზე. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
მანამდე, საუბრის დაწყება მინდა გთხოვოთ იმაზე, ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ რა სურათი გვაქვს ევროპარლამენტში? სავარაუდოდ, როგორი იქნება ევროკავშირის მომ
კომპანია "სოკარი" ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება მათ სადგურებში 2 ლარი იქნება.
ამის შესახებ სპეციალური განცხადება მათ სოციალურ ქსელში განათავსეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე....“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით.
მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იქნება, ხოლო ახალი ომი შეუძლებელი. გამარჯვება ეს იქნება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლი
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს, საბჭომ ბელარუსის ეკონომიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები მიიღო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საბჭოს ცნობით, დაწესებული სანქციების მიზანს მათთვის გვერდის ავლის პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს.
„ეს ყოვლისმომცველი ზომე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი ამხილა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, ფესტივალი ნაყინობანა გადაიდო. ღონისძიება 6 და 7 ივლისს გაიმართება. დილას მოსულმა ნალექმა გამოიწვია ტექნიკური დაზიანებები. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო. შევხვდებით მომდევნო უქმეებზე.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
“ოცნება” გახდა ბარიერი და მუხრუჭი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის უმძიმესი რეალობა.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართვრლოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3642154656026800/
28 ივნისს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა თბილისში.
შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბორდისა და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების გამოწვევებსა და იურიდიული სამსახურის ფუნქციონირებაზე.
შეხვედრის ბოლოს ქალთა ორგანიზაციას ახალი წევრები შეემატა.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.
Forbes-ის ინფორმაციით, 9 მაისს – დღეს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას აღნიშნავს – დაახლოებით 30 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკში ისე დამარცხდა, რომ ბრძოლის უუნარო გახდა.
სტატიის თანახმად, “რუსეთის გამარჯვების დღეს”, 9 მაისს დაგეგმილი ეს შეტევა, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, სავარაუდოდ, მიზნად ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას ისახავდა, რათა მძიმე არტილერია ქალაქ ხარკოვს მიახლოებოდა. რუს მეთაურებს, შესაძლოა, ვოვჩანსკიდან თვით ხარკოვისთვის შ
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
“ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ მის გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კა