Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.692

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იუსტიციის საბჭოს სსიპ ორნახევარი მილიონის მანქანებს ყიდულობს

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კ

თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს. “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული – ქარელში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, 4 მგზავრი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მიკროავტობუსს სატვირთი მანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა. მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იპნ

რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მ

ISFED: „ოცნებამ" Meta-ზე რეკლამაში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების დანახარჯები იკვლია. „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის (ads library) მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ფინალში გავიდა

საქართველო-ლუქსემბურგს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში გავიდა. მატჩში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.   ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩატარდა. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგე

ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

მეორე დღეა ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო, გუშინ, 6 აგვისტოს წყალი აიმღვრა, რის გამოც მიწოდება შეაჩერეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის წყალი უკვე გაშვებულია ქსელში და დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება მთელი ქალაქის მასშტაბით. კომპანიის განცხადებით, შეფერხების განმავლობაში მოსახლეობას წყალი ცისტერნების საშუალებით მიეწოდებოდა. ნეტგაზეთი

უკრაინამ კურსკის ოლქში პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნეს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის 15 აგვისტოს თათბირზე მოახსენა. „კურსკის ოლქის ტერიტორიაზე დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა-განადგურება სუჯის და სამ სხვა დასახლებულ პუნქტში. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის პირველადი საჭიროებების უზრუნვ

ეროვნული მუზეუმი ლევილის მამულში ქართული ოდის აშენებაზე ტენდერს აცხადებს - ღირებულება 2,6 მილიონ ლარზე მეტია

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდის განთავსების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ოდა სახლის დეტალების დამზადება-დამუშავების, ლევილში ტრანსპორტირებისა და აწყობა-მონტაჟის სამუშაოებს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 680 353 ლარია. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10 721 ლარი და საგარანტიო თანხა 26 804 ლარია. „ქართული ყაიდის სახლის აშენება საფრანგეთში, ლევილში, მისასალმებელი და ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია. აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. მათი ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით: წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმარ

ევროპის წამყვან ქვეყნებში თუ ინტერვიუს რესპონდენტს არ შეუთანხმებ, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მედიასთან დაკავშირებული ახალი წესები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის ინიციატივით შემუშავდა, არის ბევრად რბილი ვარიანტი და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. მან შეფასებისას ასევე გამოიყენა ტერმინი „ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება” და აღნიშნა, რომ თუ ამის უფლება ჟურნალისტებს აღარ ექნებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე გ

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა. ipn

რუსული Wildberries საქართველოში შემოსვლას განიხილავს - რას წარმოადგენს სანქცირებული ტატიანა ბაკალჩუკის კომპანია

სანქცირებული რუსული ონლაინ საცალო მოვაჭრე Wildberries საქართველოს ბაზარზე შესვლას განიხილავს. ამასთან, კომპანია აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში შესვლასაც აპირებს. ამის შესახებ Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. მისი თქმით, კომპანია მისთვის ახალი ქვეყნების ბაზარზე და ზოგადად, დსთ-ში გაფართოებას გეგმავს. მით უმეტეს, როგორც ბაკალჩუკი ამბობს, „ზოგიერთი ქვეყანა რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის მდებარეობს, სადაც Wildberries უკვე

საქართველოში ფრენა 7 რუსულ ავიაკომპანიას სურს

სულ მცირე შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს, იუწყება რუსული მედია. როგორც „როსავიაციის“ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს კომპანიებია: „რედ ვინგზი“, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“, „პაბედა“. ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი აქვს „რედ ვინგზს“. მთლიანობაში კი ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეის

გაეცანით, სად რა ხდება: 26 მაისის აღსანიშნად საქართველოს 16 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.   დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. თბილისის პროგრამა მარნეულის პროგრამა მესტიის პროგრამა მცხეთის პროგრამა ოზურგეთის პროგრამა რუსთავის პროგრამა

რესტორან „რეტროს“ მფლობელი ძალადობის მუხლით დააკავეს

ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის მუხლით (126-ე) დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს. „რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ, ს

მზიურთან დაჭრის ფაქტზე პოეტი დავით გაბისკირია დააკავეს

მზიურთან 25 ივლისს მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოეტი დავით გაბისკირია. რაც შეეხება დაჭრილს, ის ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესპარტნიორებს შორის მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. netgazeti

ლაშა მარკოზაშვილი - ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას

"ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შესვლისთვის იყენებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოსებისთვის, საბოლოოდ გაქრა წითელი ხაზები და უკვე ღიად მონაწილეობენ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კობახიძე წარსულშიც არაერთხელ დახმარებია რუსულ გეგმებს და მომავალშიც დაეხმარება. ფაქტია, შემთხვევით არაფერი ხდება,

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – ჭურვები ტროლეიბუსსა და ეკლესიას მოხვდა

სამ აგვისტოს, დილით, რუსულმა ძალებმა არტილერიული დარტყმები განახორციელეს ხერსონზე. უკრაინული მხარის ცნობით, ჭურვები მოხვდა ეკლესიასა და ტროლეიბუსს. ხერსონის ადმინისტრაციის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაბომბვისას ეკლესიასთან გადაადგილდებოდა. დაშავდნენ 39 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ხოლო 74 წლის მამაკაცი დაიჭრა გულ-მკერდის არეში. მან აგრეთვე მიიღო თავის დახურული ტრავმა. „ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნ

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. იპნ

დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას მწერალთა სახლის დირექტორს? – სამინისტროდან არ პასუხობენ

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური აცხადებს, რომ უფლებამოსილება გუშინ ამოეწურა, თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვადის შესაძლო გაგრძელების შესახებ. როგორც ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია: „არანაირი კომუნ

ბოლო 3 თვეში საწვავის ფასმა 40-80 თეთრით მოიმატა

საწვავი გაძვირებულია ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ნეტგაზეთმა მოიკვლია ფასები, თუ რა ღირს ერთი ლიტრი საავტომობილო საწვავი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე და ბოლო თვეებში როგორი იყო ფასების ზრდის დინამიკა. ფასების არქივი აჩვენებს, რომ გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის მაის-ივნისში დაიწყო. გალფი მაგალითად, გალფის ქსელში მაისიდან აგვისტომდე 1 ლიტრი დიზელის ღირებულებამ 80 თეთრით მოიმატა. თუ 1 ლიტრი ევრო დიზელი მაისში 2.09 ლარი ღირდა, დღეს, 14 აგვისტოს, მისი ღირებულება 2.89 ლარია. მაი

ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ისინი კლინიკაში, ექიმების თქმით, თავბრუსხვევის სიმპტომით შეიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ადგილზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებიც იყვნენ მისულები. ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.   პუბლიკა

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მაისიდან გაიხსნება - რა ჯდება პროექტი?

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე 4-ზოლიანი გზა მოეწყობა, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახული
×
×
  • შექმენი...