Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.433

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ახალი წლის დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს GLSDB-ს, ასევე HIMARS-ისთვის საჭირო აღჭურვილობას და ჯავშანტექნიკას. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი სარაკეტო სისტემები GLSDB-ი, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უკრაინის აღმოსავლე

მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია

მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია. ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა ქალმა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება! არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა! აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი! ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ჭადრაკის ფე

Imagine Dragons თბილისში კონცერტს გამართავს

ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტს გამართავს. გარდა ამისა,უცხოელი შემსრულებლების კონცერტები აგვისტოში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“ იგეგმება. კერძოდ, თავად "ბლექ სი არენას" ინფორმაციით, აგვისტოში კონცერტები შემდეგი გრაფიკით ჩატარდება: NILE RODGERS & CHIC - 5 აგვისტო (Black Sea Arena) FKJ - 6 აგვისტო (Black Sea Arena) Damian Lazarus - 10 აგვისტო (The Social Space) THE KILLERS - 15 აგ

ავაზაკებო, არარაობებო, გარეწრებო... - „ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან! – ამ სათაურით აქვეყნებს ავიაკომპანია განცხადებას. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი განცხადებიდან. – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ავიაკომპანია თანამშრომლების სახელით აქვეყნებს. რუსთაველზე მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ. „რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს” – სკანდირებენ აქციის მოინაწილეები. მათ რამდენიმე წუთის წინ „Georgian airways”-ის ოფისთან გადაინაცვლეს. ვინაიდან

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო

უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. „კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განაცხადა პოდ

კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას. კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ტრუდომ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინელ ხალხს ყოველთვის შეუძლია კანადის დახ

ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერჰი ნიკიფოროვი ავრცელებს. მისი თქმით, თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, ვილნიუსში დაჯდა. ასევე, უკრაინული სააგენტოს “ინტერფაქს-უკრაინა” ცნობით, ვილნიუსში ასევე ჩავიდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი დღეს მხოლოდ ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობს, ხო

კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის(სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. კონკრეტულად, ვინ არის აღნიშნული პირი ან სად დააკავეს, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგ

სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. როგორც მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, უფასო სასკოლო კვება შიმშილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობაა. „ჩვენს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ზოგავს თანხას საკვებზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უმეტესი საჭიროება დაუკმაყოფილებელია.

„მსესხებელს ჰგონია, რომ თანხას სესხულობს, მაგრამ სინამდვილეში, ყიდის ქონებას“

რა საფრთხეებს შეიცავს თანხის აღება კერძო გამსესხებლისგან, ბინის უზრუნველყოფით, ამ და სხვა საკითხებზე ადვოკატმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც წესი, მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს სესხთან. ასეთ დროს კი, მსესხებელი ყიდის თავის ქონებას გარკვეულ თანხად, თუმცა იტოვებს გამოსყიდვის უფლებას. თუმცა, ვადის დარღვევის შემთხვევისთანავე, ბინა ახალი მყიდველს რჩება

უნგრეთისთვის 10-მილიარდიანი დახმარების განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიას უჩივლებს

უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. როგორც გამოცემა Euronews წერს, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა 25 მარტია და საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც კომისიამ უნგრეთს 10,2 მილიარდ ევროზე წვდომა დაუშვა. უნგრეთისთვის გაყინული დახმარების განბლოკვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ლაეინმა „ორბანის მოსყიდვა” სცადა.

პუტინი და დანარჩენი ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ – ზელენსკი ტერაქტზე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი და “სხვა ნაძირლები” ცდილობენ, მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა “სხვას გადააბრალონ”. “პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ, რაც გუშინ მოხდა. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს ადრეც ვნახეთ – აფეთქებული სახლები, ჩაცხრილვა და აფეთქებები. და ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი მოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუ

რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა 38-ე მოხსენება უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენება ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მუშაობას და მოიცავს 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად, დეკემბერ-იანვარში რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია, რითაც შეიცვალა 2023 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსა

ბექა ლილუაშვილი - როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდე და ოკუპანტზე მეტად ერჩოდე სტრატეგიულ პარტნიორს

რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული, - ასე მიმართა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, “ქართულ ოცნებას”. აღნიშნული განცხადებით, იგი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, ისინი წარადგენენ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დ

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   publika

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი გმირთა მოედანი 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) მარჯანიშვილის მოედანი ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართებ

ჩემს შვილს სისხლში ტყვია აღმოაჩნდა - ფოთელების ბრძოლა მოწამლულ ჰაერთან

ფოთის პორტის სატვირთო ტერმინალის სიახლოვეს ორი ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები სახლში მტვერს დღეში რამდენჯერმე წმენდენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ მათ ავეჯზე დალექილი მტვერი სხვანაირია - მძიმე და შავი. ზუსტად ისეთი, როგორიც გზის გადაღმა, 100 მეტრში პორტთან დაყრილი ტვირთის მთები აყენებენ. მაგრამ ამ მსგავსებას ვერც ფოთის მერია ხედავს და არც გარემოს დაცვის სააგენტო აღიარებს. პორტის მახლობლად მცხოვრები ასი ოჯახი კი უკვე მესამე წელია, სუნთქავს მტვერს, რომელიც ტყვიას შეიცავს.

ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზატორები დააკავეს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების დიდი პარტიის რამდენიმე რეალიზატორი დააკავეს, რომელთაგან ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. კრიმინალებს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ინფორმაციას აფხაზური მედიასაშუალებები ადგილობრივი ძალოვანი უწყების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.   აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზაციის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის რეალიზებ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს: თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, 14:00-დან 17:00 საათამდე - ზაჰესში, ხოლო 17:00-დან 18:30 საათამდე - ნასერალის ქედის, ყიფშიძის ქუჩებზე და მიმდებარე ტერი

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 11 თებერვალს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, - განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ა

ჩუღურეთის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიაა წარდგენილი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. „თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავ

უკრაინელებმა რუსების საბრძოლო თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 7 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Mi-24 ტიპის ვერტმფრენი და შვიდი დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულიძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს, გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ვერტმფრენი Mi-24 და შვიდი დრონი“, - ნათქვამია

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა. შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება. დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ. გავრცელებულ განცხადებაში ტრ
×
×
  • შექმენი...