სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სტამბოლის მერზე, ექრემ იმამოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
იმამოღლუმ აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
იპნ
სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი.
შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.
ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარ
სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.
სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი.
სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. როგორც მან განაცხადა, არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.
თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვე
სტამბოლში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 38-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორი ავრცელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
აფეთქება ერთი საათის წინ სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა.
ავტორი - გივი ბარამიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს.
„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:
პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად მოკლულია 4 პირი, ერთი კი დაჭრილია.
როგორც შსს აცხადებს, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაისროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.
„სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორისე რთ-ერთია ბრალდებულის ბიძა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.
დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების მიხედვით, სპორტული ჟურნალისტები იაზრებენ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას.
ჟურნალისტების პოზიციით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.
განცხადებას ამ ეტაპზე ხელს აწერს 27 ჟურნალისტი, თუმცა სია განახლებადია.
◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)
◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი)
◉ დავით ერაძე (Mtavari Tv)
◉ ირაკლი იმედაძე
პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სპორტსმენების საპროტესტო აქციის წევრები პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს საპროტესტო აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ტერიტორია სრულად დაიკავეს.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინ
მას შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბია და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რუსული კანონის წინააღმდეგ არაერთმა სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია.
მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი მამარდაშვილის. ასევე, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია.
გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს:
მერაბ დვალიშვილი
„მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვ
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.
სპეცრაზმელები წყლის ჭავლს უშვებენ პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.
პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წ
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს.
სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
„2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდე
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს სცემეს.
„ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს.
ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.
მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.
პუბლიკა
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ასევე გორის მუნიციპალიტეტში.
ipn
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.
ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
იპნ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 მამაკაცი და 3 ქალი. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც კონკრეტული საქმეების დეტალებზეა საუბარი.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე, მხილებულია 30 წლის ქალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო ს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.
უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ ყველა იმ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მ