Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.165

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა. 24 აგვისტოს, შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) ირანელ რეზა აფშართან ოქროს მედლისთვის იჭიდავა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭი

ბექა ლილუაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი, დიდი ხანია, გადავლახეთ, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან, ვესაუბრებით „ლელოს“

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი, დიდი ხანია, გადავლახეთ, დიდი ხანია, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით და ამაზე ვესაუბრებით „ლელოს“, დიდი ხანია, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილსასევე კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პა

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერით გამოეხმაურა: „ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.     უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკ

იურიდიულის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის ლექტორობით საგანი ამოშალეს

„არ მინდა ისეთი ადამიანის ლექციაზე ყოფნა, რომელიც თავად არ სცემს პატივს იმას, რასაც ასწავლის“, – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის ლექტორობით საგანი ამოშალეს. ამის შესახებ „პუბლიკასთან“ პირველი კურსის სტუდენტი მარიამ გიორგაძე აცხადებს. მისი თქმით, სტუდენტებმა კობახიძის ლექციის მსგავსად, უარი თქვეს გიორგი კახიანის ლექციაზეც. კახიანიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. საუბარია საგანზე – „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფოებრივი მოწყობი

სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელმაც სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გააჩინა

სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ერმაკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა. გაცვლა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინელი სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის წევრები. „აღდგომა. ამ დ

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. „ეს აზოვსტალის 42 მამაკაცი და სამი ქალი დამცველია. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელია ქვედანაყოფიდან, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა აზოვის სანაპიროებზე. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს „აზოვსტალში” დაქორწინდნენ,” - წერს ერმაკი. ამავდროულად, რუსე

100-ზე მეტი ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას რუსეთთან ფრენების დაწყებაზე

„საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია“ – ასე აფასებს 100-ზე მეტი ორგანიზაცია რუსეთის მიერ საქართველოსთან  სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენის დაწყებაზე. როგორც ორგანიზაციებში ამბობენ, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენას რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 ივნისს დაკავებულებზე განცხადება გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ პრესბრიფინგზე პრესსპიკერს ჰკითხეს, ადევნებს თუ არა თვალს თბილისში მიმდინარე პროტესტს და სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის წინააღმდეგ მთავრობის ქმედებებს, რაზეც პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ აკვირდება ორ ივნისს დაკავებულთა საქმეებს, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობა კი ევროპული ღირებულებებისთვის შეუსაბამოა. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ზომების მიღებას იმ ფონზე, როცა უკრაინამ „ჯორჯ

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. „დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, - წერს ლუბინეცი. ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა

შოვში დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი იდენტიფიცირებულია, დანარჩენების ძებნა გრძელდება

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სინტა დეპონტი ავრცელებს. „პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს სინტა დეპონტი. 3 ბავშვიდან, რომელიც ზაზა მესხთან და ალი

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და, სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვ

„არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას“ – ბჟანია ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“ და არ არსებობს გადაუჭრელი პუნქტები. „შეთანხმებების შესახებ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ეს ასეა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას, არ მიგვაჩნია საჭიროდ. ზოგიერთს ეს არ გაუხარდა. ხალხი ეძებს თემებს, რომ შეარყიოს სიტუაცია ჩვენ

რისკის შემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის - ბრიტანეთის ელჩი ჰომოფობიურ კანონზე

ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი ეხმაურება „ქართული ოცნების” მიერ მიღებული ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონს და ამბობს, რომ ის რისკის შემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.   ელჩი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას, გადახედოს კანონთა პაკეტს, რომელიც, რუსულ კანონთან ერთად „ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას“.   მას შემდეგ,

ეროვნულმა არქივმა კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კინოკადრების მაღალი ხარისხის ელექტრონული ასლი შექმნა

რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის ახალაღმოჩენილი კინოკადრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 4K გარჩევადობის სკანერით გაციფრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს. „სტუდია „მემატიანეს“ საცავში თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის დაკრძალვის კინოფირი რამდენიმე კვირის წინ აქამდე გაუშიფრავ მასალაში აღმოჩნდა. სტუდიამ  ახალაღმოჩენილი კადრების ელექტრონული ვერსია ეროვნულ არქივს გადასცა და იგი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვ

სალომე ზურაბიშვილი იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, იუნესკო-ს სათაო ოფისში, იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტ

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაფრინდა

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო. როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ფლაიდუბაის“ ორი რეისიდან ერთი ბაქოში გაფრინდა. რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, თბილისის ნაცვლად, სოჭის აეროპორტში დაჯდება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში დილიდან შეხვედრებს მართავენ. როგორც შეხვედრაში მონაწილე მხარეები აცხადებენ, მათი სასაუბრო თემა ევროკომისიის 12 პუნქტი და საქართველოში აქტუალური პოლიტიკური პროცესებია. პირველი ჯგუფი, რომელსაც ევროსტრუქტურის წარმომადგენლები შეხვდნენ, „ნაციონალური მოძრაობაა“. როგორც ფრაქციის წარმომადგენლებმა, თინა ბოკუჩავამ და ლევან ბეჟაშვილმა განაცხადეს, ისაუბრეს როგორც 12 პუნქტზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხ

კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ვაშინგტონის სასამართლომ გამოიტანა. ეს ამავე საქმეზე ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთა შორის ყველაზე მკაცრი ვერდიქტია. საქმე ეხება პენსილვანიის შტატში მცხოვრებ 49 წლის მამაკაცს, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს წინ მიუძღოდა ტრამპის მხარდამჭერებს და პოლიციელებს დაესხა თავს. კერძოდ მან სამართალდამცავების წინააღმდეგ წიწაკის სპერეი გამოიყენა და სკამი ჩაარტყა. შეგახსე

მოსკოვთან ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში [54 კმ მოსკოვიდან] ელექტროგადამცემი ხაზების ბურჯები დანაღმეს – იუწყება სახელისუფლებო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ხმაურდება. ბოლო კვირებში, გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. ამჟამად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლები. ნეტგაზეთი

ბათუმში აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნები გაათავისუფლეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი. გუშინ, 3 ივნისს ბათუმში თბილისში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქტვისტების ცნობით, დაკავების მიზეზი ბანერებზე წარწერების შინაარსი გახდა. „ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ. – გუშინ, 3 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებს დაეწერათ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6118 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6118 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8261 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებუ

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა ცხინვალში დაარსებული ბანკი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით, შეზღუდვები, სხვა კომპანიებთან ერთად, გავრცელდება 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ (MRB Bank). სანქციების განახლებულ პაკეტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ MRB ბანკმა ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, სადაც მომხმარებელს საბანკო მომსახურებას რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ სთავაზობს. გარდა ამისა, პაკეტში წერია, რომ ბანკმა რეგიონში გახ

საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ბრიფინგის თემა უცნობია.

იუსტიციის საბჭოს სსიპ ორნახევარი მილიონის მანქანებს ყიდულობს

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კ
×
×
  • შექმენი...