ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი დოკუმენტური ფილმის, სუპერძალის პრემიერის შემდეგ Associated Press-სთან ინტერვიუში ფილმის გადაღების პროცესსა და მასში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე ისაუბრა.
პენის თქმით, ზელენსკიმ მასზე დიდი გავლენა პირველივე ინტერვიუსთანავე მოახდინა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიწერა.
,,თითქოს საკუთარ თავს იაზრებდა, აცნობიერებდა, რომ სწორედ ამ მომენტისთვის დაი
2022 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევის 1200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ვებ-გვერდი იუწყება.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ ,,დამნაშავეები უშიშროების სამსახურისა და ФСБ- ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.“
მათ ,,აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის“ ან ,,აფხაზეთის ტერიტორიულ და შიდა წ####ბში სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევა ედებათ ბრალად.
დამნაშავეე
რუსეთმა სამხეთ ოსეთის დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი დაიწყო. მოსკოვს სურს მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და საკუთარი სატელიტისგან მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას მოითხოვს.
რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მთავრობათაშორისმა კომისიამ სამხრეთ ოსეთის 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სინვესტიციო პროგრამა მოსკოვში 10 თებერვალს დაამტკიცა.
სამწლიანი პროგრამა 3,58 მილიარდი რუბლის ღირებულების 46 პროექტს ითვალისწინებს – ძირითადი ნაწილი, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სო
უგონოდ მყოფი 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
შემთხვევის ადგილი, პეტრიწის 12
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“.
ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუ ჩაწერა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს, მათი მოლოდინი მხოლოდ ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს, თბილისი კი საწინააღმდეგოს აკეთებ
წერეთლის გამზრის სრული რებალიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, მაგრამ სრული რეაბილიტაცია აუცილებელია.
„აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რე
დღეს, 8 აპრილს, მცხეთის მერიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯიღაურაში უკანონო ცემენტის ქარხნის დემონტაჟს ითხოვენ.
უკანონო ცემენტის ქარხანა საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში დგას, რომელიც ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ძვირადღირებულ სააგარაკე სივრცედ იქცა.
ქარხანა, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველს ეკუთვნის, წესით, ახლა არ უნდა მუშაობდეს, რადგან მცხეთის მერიამ მფლობელს ობიექტის დემონტაჟი დაავალა. თუმცა მმართველი პარტიის შემწირველმა მფ
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „ფორმულას“ ცნობით, კეზერაშვილი მიუთითებს, რომ ქოლცენტრებთან მისი კავშირის შესახებ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ არ წყდება.
„დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავში
მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
დღის ბოლომდე კი, როგორც მკლავჭიდის ფედერაციაში გვეუბნებიან, კიდევ 5 ოქროს ელიან.
მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა.
„ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია და პირდაპირ ევროპაზე გავიყვანეთ“, – ამბობს „ბათუმე
დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა.
ოფიციალური ცნობითვე, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
“ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშ
ბებიამ მთელი ცხოვრება აფხაზეთში გაატარა. შვილი ომის დროს წამებით მოუკლეს. მისი საფლავი არც მაშინ მიატოვა, როდესაც სოფელში არავინ იყო და ჯიუტად ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე. მის სიფრიფანა სხეულში ძლიერი ნებისყოფისა და ვაჟკაცობის ქალი ცხოვრობდა – აი, ისეთი, ზოგიერთ წიგნში რომ აღწერენ. ტრაგედია ჩაანაცვლა მომავალზე, შვილიშვილებზე ზრუნვით და ამისთვის იბრძოდა. როდესაც 2023 წლის მაისში თბილისში გარდაიცვალა, უმთავრესი პრობლემა მისი აფხაზეთში გადასვენება და შვილის და მეუღლის გვერდით დაკრძალვა იყო. ეს მი
მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი “ჯადოსნური მთა” ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის გარგრის მფლობელი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია Opyodoc ავრცელებს.
სტუდიის ცნობით, “ფილმი აბასთუმნის ტუბერკულოზის საავადმყოფოს შესახებ გვიყვება, რომლის არსებობის ერთადერთი და უკანასკნელი დოკუმენტი, დღეს სწორედ ეს ფილმია”.
”საქართველოს ხელისუფლება ცენზურას აწესებს. ქართველი კინორეჟისორები ამას თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ მთა
- სტუდენტების დაფინანსების წესი.
- რა ვითარებაა დღეს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის.
რუსუდან თევზაძე, განათლების ექსპერტი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.
363322715_1774139599671856_8234213265337393214_n.mp4
„ჩემი მომავალი აქ წყდება, დაგვიბრუნე ჩვენი სკოლა“ - ამ ლოზუნგით მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს.
მშობლები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა.
„მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს
77 ადამიანის მკვლელობისთვის პატიმრობაში მყოფი ანდერს ბრეივიკი ციხეში იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ყოფნის შეწყვეტის მოთხოვნით დღეს სასამართლოს მიმართავს.
ბრეივიკი აცხადებს, რომ იზოლირებულად ყოფნა მის უფლებებს არღვევს.
სარჩელში, რომელსაც ოსლოს რაიონულ სასამართლოში დღეს შეიტანენ, ადვოკატი, ოისტეინ სტორვიკი წერს, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლირებულად ყოფნამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა ბრეივიკზე. "ის ახლა თვითმკვლელობისკენაა მიდრეკილი", - აცხადებს ადვოკატი.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პროკურატურა ფულის მითვისებას ედავება, რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
ის იხსენებს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ დასავლეთიდან მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რეფორმები და ინსტიტუტების მშენებლობა, “რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს!”.
“90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორ
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა.
აფგან სადიგოვის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მ
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და კითხვები შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალების შესახებ დაუსვეს, რომელიც ინსტიტუტმა აგვისტოს დასაწყისში გაასაჯაროვა.
სატელიტური მონაცემების გაანალიზების შედეგად, ინსტიტუტი ამბობს, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები განსხვავებულია წინა წლების მონაცემებისგან, რაც აჩვენებს, რომ სტიქიის კერა გამორჩეულად არასტაბილური იყო კლდეზვავის აქტიური ფაზის დ
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა.
შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს.
ნეტგაზეთი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია.
თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75 პროცენტით გაიზარდა.
„უნდა ვთქვა, რომ რკინიგზის ტრანსპორტი – ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება, იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს, მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალ-დაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით. ამ დერეფანში და უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ კასპიის საშუალებით, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლი
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებით მოახერხეს გარემოსდაცვითი სივრცის შექმნა, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები კი მათ საქართველოს მტრად აცხადებს. ჩხობაძის თქმით, კანონპროექტები არც გამჭვირვალობის ელემენტს პასუხობს.
"მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი საქართველოსთვის, მე ვყოფილვარ საქართველოს მტერი. იმიტომ, რომ ზუსტად გერმანელების, ამერიკელების დახმარებით,
მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია.
ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა ქალმა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება!
არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა!
აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი!
ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ჭადრაკის ფე
ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტს გამართავს. გარდა ამისა,უცხოელი შემსრულებლების
კონცერტები აგვისტოში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“ იგეგმება.
კერძოდ, თავად "ბლექ სი არენას" ინფორმაციით, აგვისტოში კონცერტები შემდეგი გრაფიკით ჩატარდება:
NILE RODGERS & CHIC - 5 აგვისტო (Black Sea Arena)
FKJ - 6 აგვისტო (Black Sea Arena)
Damian Lazarus - 10 აგვისტო (The Social Space)
THE KILLERS - 15 აგ