Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.055
  • comments
    0
  • views
    731.297

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში “ წარდგება. ასევე, ჯოზეფ ბორელი მოლდოვის შესახებაც ისაუბრებს

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო.   ipn

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა

გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა. ინფორმაცია „პუბლიკას” გახარიას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა. გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ უერთდებიან ქარტიაში წარმოდგენილი რეფორმების ნაწილს, ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე კი განსხვავებული აზრი ჰქ

ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახის წევრები 20 კომპანიაში ფლობენ წილებს, დიპლომატი ამას დეკლარაციაში არ წერს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე. TI-ის ცნობით, მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო სა

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება. „თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.   იპნ

გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე შაჰნაზარი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებს თარგმანებს სომხური, აფხაზი და ოსური ენებიდან. მიღებული აქვს სომეხი პოეტის, ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები. 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. არის ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი.   ნეტგაზეთი

საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა

საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა. თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს, - ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზო

რუსტემ უმეროვი - უკრაინამ სარაკეტო პროგრამა შეიმუშავა, პარტნიორებმა მის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს

თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკმარისად ძლიერი სარაკეტო პროგრამა უკრაინისთვის და პარტნიორებმა უკვე მისცეს სიტყვიერი თანხმობა მის დაფინანსებაზე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა, სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, წერილობით დადასტურებებსაც უახლოეს მომავალში ელის. „ჩვენ უკვე გავაცანით ეს პროგრამა პარტნიორებს და ველოდებით ამ შესაძლებლობიდან (რა რაკეტების და დრონების ან რაკეტა-დრონების აწყობა შეგვიძლია) რამდენს დაუჭერენ ისინი მხარს“, -

ნათია მეზვრიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი - დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი - დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა - რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ოცნება“ ნიადაგს ამზადებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის. „დაწყებული აქვთ კომპლექსური პროცესი რომ: დასავლეთს დააბრალონ დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნე

IDFI: საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

IDFI-ის განცხადებით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ორგანიზაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია, საიდანაც 30 000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. კვლევის თანახმად, რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20 885-ს აქვს – IDFI-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯამში აქტიური

პროფესორი დიმიტრი შველიძე ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს

პროფესორი დიმიტრი შველიძე აჩერებს მუშაობას უახლესი ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე, რომლის რედაქტორიც „ქართული ოცნების” წევრი და რუსული კანონის მხარდამჭერი გიორგი სოსიაშვილია. სახელმძღვანელო, რომლის შედგენაც კონკურსის გარეშე გადაწყდა, საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ სხვა წიგნებით სკოლებში აღარ ასწავლიან. მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარ

რუსტემ უმეროვი - უკრაინა Gripen-ისა და Eurofighter-ის თვითმფრინავების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთი მებრძოლების მიწოდებაზე, როგორიცაა Gripen-ი და Eurofighter-ი, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება ჩვენი პარტნიორებისგან F-16-ებზე, გვაძლევენ ვალდებულებას Mirage-ებზე, კონსულტაციები მიმდინარეობს Gripen-ზე და Eurofighter-ზე, ანუ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმების სია და ჩვენ განვიხილავთ, როდის დაიწყება ისინი“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა უახლოეს მომავალში უკრაინა მიიღებს შედ

თბილისში პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო

თბილისში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პუბლიკას მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ უთხრა. სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აფგანი უკანონო პატიმრობაშია და მისი უფლებები ილახება. ვშიშობ, თუ შიმშილობას გააგრძელებს, აფგანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – ამბობს სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა, სააპელაციო

სამართალდამცავმა მეზობელს ჯერ სცემა, შემდეგ მოკვლით დაემუქრა – მას ბრალი უკვე წარუდგინეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომ

თეონა აქუბარდია - ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ საქართველო არის უპირატესი და არა ნებისმიერი პარტია (ვიდეო)

"ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ საქართველო არის უპირატესი და არა ნებისმიერი პარტია." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/415355401198957/

ანა ბუჩუკური - ჩვენ ვთქვით, კოალიცია არ შევუქმნათ არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე მათი თანხმობა არ იყო (ვიდეო)

"ჩვენ ვთქვით, კოალიცია არ შევუქმნათ არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე მათი თანხმობა არ იყო."   ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/366439519897247/  

მიშა დაუშვილი - ურთიერთბრალდებების გაგრძელება ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად აწყობს “ოცნებას” (ვიდეო)

"ჩვენ რისი დათმობაც შეგვეძლო, რა კომპრომისებზე წასვლაც შეგვეძლო, წავედით. ამ თემის და ურთიერთბრალდებების გაგრძელება ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად აწყობს “ოცნებას”.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1772697070201954/

ნათია მეზვრიშვილი - მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, შევქმენით იმისი შესაძლებლობა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ნიადაგი მოვამზადოთ შემდგომი თანმაშრომლობისთვის, არჩევნებია დასაცავი

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, შევქმენით იმისი შესაძლებლობა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ნიადაგი მოვამზადოთ შემდგომი თანმაშრომლობისთვის, არჩევნებია დასაცავი.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1897299590792470/

ახალ ევროპარლამენტში ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოზე იმსჯელებენ

ახალარჩეულ ევროპარლამენტში პლენარული სესიის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში  საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ისაუბრებს. „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“ – ასე ჰქვია ბორელის მოხსენებას. ნეტგაზეთის ინფორმაციით, განიხილება ამავე საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის  მიღებაც. ამავე სხდომაზე ჯოზეფ ბორელს მოხსენება ექნება მ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი, პატიმრობა, შეეფარდა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდბეულ ბექა ჯაიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი პროცესი 7 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება. პროკურატურის თანახმად, 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის  განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურ

30 ევროპარლამენტარი ოლივერ ვარჰეის - არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო ქვეყნის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს

არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს, - ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. კერძოდ, არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს 4 ქმედებას სთავაზობენ: ევროკ

აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალასა და სხვა სათადარიგო ნაწილებს მოიცავს. Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი და მოცულობა შეიძლება შეიცვალოს.   იპნ

ანა ბუჩუკური - მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები

რაც შეეხება იმას, რომ გახარიამ ახალი პირობები წამოაყენა, რასაც მამუკა ხაზარაძე ბრიფინგზე იმეორებდა, ეს არ არის სიმართლე - პირობაში არაფერი ახალი, შეუძლებელი ან დროში მოუსწრებელი არ იყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მათი პირო

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ვ
×
×
  • შექმენი...