„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია.
მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან.
„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარ
“ოცნებამ” ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა.
სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი კაცის მფლობელობაშია, რომელთა ნდობაც ნულის ტოლია.
კახა ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1065199681877968/
“ოცნებამ” ომი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს გამოუცხადა და ამდენწლიანი ნაშენები ურთიერთობა დაანგრია.
”ოცნება” ჩამოყალიბდა თაღლითთა დაჯგუფებად, რომლებიც გამუდმებით იტყუებიან და ყველას აბრალებენ იმას რაც თვითონ არიან.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/551871360594762/
„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებ
კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის.
„თუ ამ პოსტს გადააზიარებთ, შეიძლება თქვენზე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდეს. აბსურდულად ჟღერს? ხელისუფლებამ ეს აბსურდი მოქმედ წესად აქცია. ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტ
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს სცდება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, არღვევს კონსტიტუციას.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და
„საბავშვო სასიკვდილო პროდუქტები” - ასე მოიხსენიებს აშშ-ის მთავრობა Shein-ი დაTemu-ს მიერ რეალიზებულ საქონელს და აღნიშნულზე გამოძიებას იწყებს.
როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს.
როგორც „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა სახის პროდუქცია, რაც საქართვე
“სამართლიანი არჩევნებისა” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო თვითნებურად განმარტავენ კანონს.
ასე ეხმაურებიან ისინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “აირჩიე ევროპისთვის”, ასევე, ამ ორგანიზაციების ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას.
გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი დიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. შესაბ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული.
კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობი
ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშების და საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენა დაავალა.
გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ იურიდიულ/ფიზიკურ პირს შეიძლება ჰქონდეს გაცხადებული საარჩევნო მიზანი. სამოტივაციო ნაწილი განმარტავს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახ
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ.
ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა.
მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.
ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან ბელორუსიაში დაბრუნდა სისხლის სამართლის ორი მუხლით გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, 28 წლის მარინა ლეონოვიჩი საქართველოში, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალმა ბელარუსში დაბრუნება, უცნობია. ის საქართველოში ერთ-ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში მუშაობდა.
მარინას ბელარუსში ბრალად ედება „
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი დარღვევა ჩაიდინა, რაც „ქმნის ძალადობრივ, უთანასწორო და არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს”.
მეზვრიშვილის თქმით, მათ აქვთ ყველა წარმოდგენილი დარღვევის მტკიცებულება.
ამასთან, მისივე შეფასებით, „საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს.
როგორც ისინი განცხადებაში განმარტავენ, ისინი დაელოდებიან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარებას და სათანადო სამართლებრივ
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე.
“არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა
ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი არის “ოცნების” დამარცხება და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში არ მოშვება.
ვიბრძვით, რათა მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და დავასრულოთ ეს მოჯადოვებული წრე.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000024671811998/
"იმაზე რაც ქვეყანაში ბოლო 3 წელია ხდება, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. მათ ხალხი უკვე პირდაპირ არქმევს სახელებს, ზოგი მოღალატე ხდება, ზოგი კომიკური გმირი. ერთხელ ვთქვი და არ მეგონა ასე მალე თუ ახდებოდა, ადამიანს მოღალატეს არქმევს - ხალხი, ისტორია და ხალხური ფოლკლორი. ეს ამერიკაში ვიზიტები, ომზე ყვირილიც ისტერიული შანტაჟია, რომ ვინმე დაელაპარაკოთ. ივანიშვილს ძალიან უნდა გლობალური ომის პარტიის კორიდორებში გაისეირნოს, იქნებ ვინმე დაელაპარაკოს - ვერ უხსნიან რო
"არავინ იცის რა მისიით წავიდა კობახიძე ამერიკაში. ფაქტია, არავის ექნება სურვილი მას ესაუბროს, განა იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებენ, უბრალოდ იციან, რომ აზრი არ აქვს, დროს დაკარგავენ. შეიძლება რუკაზე გლობალური ომის ოფისს ეძებს. გაუგებარი ნაბიჯებით ბუნდოვანებას ქმნიან და ამით აპირებენ არჩევნებზე ფონს გასვლას. ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე. კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში ერთი ადამიანის პერსონალური ინტერესია
"მე ვთვლი არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა დაიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს. დაიწყო იმ ტიპის კომუნიკაცია, რაც აქამდე არ იყო. არაფერი ჩაშლილა, უბრალოდ ვერ მოესწრო. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები. ყველა მხარეს სურდა შედეგისთვის მიგვეღწია. ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, იყო ღირსეული მცდელობა ლიმიტირებული დროით. იმისთვის, რომ სამომავლოდ გრძელვადიანი პერსპექტივა გადაგვერჩინა, დავსვი წერტილი. ქალბატონმა პრეზიდენტმა დიდი საქმე წამოიწყო. ამით უნდა გადავლახოთ პოლარიზაცია, რაც ნიშნავს
- “ოცნების” ნარატივი ტერიტორიულ მთლიანობაზე, მძიმე საფრთხეებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას.
- ჩვენი განცხადებები პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო თანხვედრაში.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1782733668922297/
“პრორუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები”, – ამბობს, ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა.
მისი ინფორმაციით, ლევილის მამულში, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველთა სათვისტომო არ მიუწვევიათ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ზურაბიშვილი ამბობს, რომ აჯანყების წლისთავს საფრანგეთის ქართული სათვისტომო ყ
პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის „ქართული ქარტის“ ხელმოწერით პარტია კომპრომისზე წავიდა, მას შემდეგ, რაც „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, „ფორმულაზე“ ისაუბრა.
გოგიჩაიშვილის თქმით, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც „ქართული ოცნება“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტის ქარტიაც პასუხობს, რომელიც არჩევნ
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ორი ახალგაზრდა, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.
ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა წარმოადგინეს.
მათი განცხადებით, პირად თავდებობაზე ხელმომწერთა ს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა (მგზავრებისთვის) და ,,Yandex Pro” -ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს.
კერძოდ, განცხადების თანახმად, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავები