Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.581
  • comments
    0
  • views
    767.820

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯო ბაიდენი - „ჰამასსა“ და პუტინს საერთო აქვთ ის, რომ ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება - ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. „„ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ : ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდ

ჯო ბაიდენი - „ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს

„ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ახლა კი რა გვაწუხებს ჩვენ, ყველას: ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში… ამერიკაში აღარ არის რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“, – თქვა ჯო ბაიდენმა. ამასთან, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.   ავტორი - გივი ბარამიძე

ჯინ ჰაშინი - ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია

ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია. ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრ

ჯინ შაჰინი - ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას. „ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალ

ჯინ შაჰინი - საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს - სწორედ, ამ საკითხების, პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ პარტნიორებს

საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაშია ნათქვამი. სენატორის თქმით, პარტნიორებს ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოუწოდებს. „შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები

ჯინ შაჰინი - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ამერიკის კანონის მსგავსი არ არის, ის რუსული კანონის მსგავსია - როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება

ამერიკელი სენატორის, ჯიმ შაჰინის განცხადებით, პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია. როგორც შაჰინმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომელთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა. „მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზ

ჯიმ რიში - ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი

თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს. სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში

ჯიმ რიში - საქართველოში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

საქართველოს მთავრობის უწყვეტი თავდასხმები აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოს მთავრობის უწყვეტი თავდასხმები აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“, - წერს ჯიმ

ჯიმ რიში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს - მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ“, - წერს ჯიმ რიში X-ზე. ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტ

ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან. ინტერპრესნიუსი

ჯიმ ო’ბრაიენი - აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საე

ჯილდო ივანიშვილისთვის და პრემიების გაზრდა სპორტსმენებისთვის – პეტრიაშვილის და ტალახაძის ინიციატივები

დღეს, 27 ნოემბერს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, ოლიმპიური ჩემპიონები და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე თავიანთი ინიციატივებით გამოვიდნენ. გენო პეტრიაშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას გულისხმობს. „პატარა ინიციატივით შემოვდივარ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვ

ჯესიკა როსვალი - შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის

შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. „ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდ

ჯერმანი: ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების საკითხი

ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული... ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრო

ჯერი კონოლი და მაიკ ტერნერი: ივანიშვილი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინია), მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკელი – ოჰაიო), განცხადება გაავრცელეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მიესალმებიან. „ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა რუსეთის ერთპარტიულ ავტორიტარიზმის მოდელთან, მიიღო „უცხოელი აგენტების“ კანო

ჯერი კონოლი - მნიშვნელოვანია, საქართველომ განამტკიცოს საერთო დემოკრატიული ფასეულობები, რათა ინტეგრაციის პროცესი წარმატებული იყოს

უმნიშვნელოვანესია, საქართველო ინტეგრაციისკენ მიემართებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ სრულად მიიღოს და განამტკიცოს საერთო დემოკრატიული ფასეულობები, ნორმები და პრაქტიკები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რათა ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. „2008 წლიდან ჩვენ აღვნიშნავდით და ყურადღებას ვამახვილ

ჯერაც არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები — საიას განცხადება 5 ივლისზე

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის — აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოთხშაბათს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციის სიტყვებით, ნათელია, რომ “მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა”, შესაბამის სახელმწიფო უწყებას “არ აქვს ნება, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები”. საია ასევე დასძენს, რომ

ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოსს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას. ვიზიტი ემთხვევა საქართველო-

ჯეიმს ო'ბრაიენი - საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა. ო'ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. “საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსე

ჯეიმს ო'ბრაიენი - ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია

ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს. აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც ჯეიმს ო'ბრაიენ

ჯეიმს კლევერლი - ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია

ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად, - ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ „ინტერპრესნიუსისა“ და "პალიტრ

ჯეიმს კლევერლი - რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთი, შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. "ჩვენ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებ

ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს

აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და ვიზიტის მიღმაც განიხილება. “საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო

ჯეიკ სალივანი - უკრაინა კონტრშეტევის საშუალებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პროგნოზით, უკრაინა მოსალოდნელი კონტრშეტევის საშუალებით „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას“ დაიბრუნებს. ”ზუსტად რამდენად, რა ტერიტორიაზე მოხდება ეს დამოკიდებულია ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ. მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნა სალივანმა. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიმდინარე წლის
×
×
  • შექმენი...