Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.080.950

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის. ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა. რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული. “შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის

ანტისახელმწიფოებრივი კანონის ავტორს, სოზარ სუბარს ჩამოერთვას ფოთის საპატიო მოქალაქეობა - პეტიცია

სამოქალაქო პლატფორმამ „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ პეტიცია შეადგინა, სადაც ხელმომწერები მიმართავენ ფოთის მერიასა და საკრებულოს, ჩამოერთვას სოზარ სუბარს ფოთის საპატიო მოქალაქეობა. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი – ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია. მოქალაქეთა მრავალდღიანი პროტესტისა და თავგანწიირული წინააღმდეგობის გარეშე, კანონი სახელმწიფოს მომავალსა და მის არჩეულ კურსს შეუქცევადად დააზია

მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთას ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.   ავტორი - შალვა სუმბაძე

საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები... ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს: გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორე

კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ. “საუკეთესოთა შორის საუკეთესო” — წერს სერია A კვარაცხელიაზე. ნეტგაზეთი

ბექა ლილუაშვილი - სახიფათოა ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა

"სახიფათოა ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა. ყველა უწყება თუ ინსტიტუტი, რომელიც არჩევნების გაყალბებაში დაეხმარებოდა დაიქვემდებარეს, მომავალში რას იზამენ არავინ იცის."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/264093480088755/

ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ილია გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც დღეს, 1 აპრილს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. აქციაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე. ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა. მასალა ახლდება… აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველო“ იყო, თუმცა ღონისძიებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების გარდა საზოგადოების სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის

საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. როგორც უწყება განმარტავს, საელჩოს ასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, განსაკუთრებით რთული იყო 20 პირის შემთხვევა, თუმცა მათგან 14 -ის ადგილსამყოფელი დადგენილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელ ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებ

სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია

„რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებზე, სამოქალაქო პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო დაკავებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, თუმცა ფაქტი ოპოზიციის წინააღმდეგობას ვერ აჩერებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და არჩეული გეზიდან გადახვევას არ აპირებს“ - ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, სადამდე მიგვიყვანს ეს ვითარება, შესაძლოა, თუ არა მმართველი ძალისა და მათი ოპონენტების დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპრომისის მიღწე

შსს: დაკავებულია 2 პირი, ერთ-ერთი დაკავებულისგან ცივი იარაღი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულია 2 პირი, ხოლო სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. publika

პაპილომავირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის — რატომ ვერ აითვისა ის სახელმწიფომ

საქართველოში უახლოეს 2 თვეში ვადა გასდის პაპილომავირუსის 12 ათასზე მეტ ვაქცინას, შესაბამისად, მას ვერავინ გამოიყენებს — ეს არის ვაქცინა, რომელსაც ათასობით ქალის დაცვა თითქმის 100%-ით შეუძლია საშვილოსნოს ყელის კონკრეტული ტიპის კიბოსგან. ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ მიაღწია სახელმწიფომ ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და რატომ გასდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინას ვადა? საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ადგილზეა ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. ჯანდაცვის მსოფლი

მთელ საქართველოში სასმელი წყლის 585 სინჯიდან 227 დარღვევა გამოვლინდა — ანგარიში

სასმელი წყლის ეროვნული მონიტორინგის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით აღებული სასმელი წყლის 585 სინჯიდან 227 დარღვევა (37.8%) გამოვლინდა. მათ შორის მიკრობიოლოგიური დარღვევა დაფიქსირდა სინჯების 95.5%-ში, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკურ-ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ დარღვევებთან ერთად. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-2021 წლების ეროვნული მოხსენების პროექტში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზ

ბერდია სიჭინავა - რა ხდება ქალაქ რუსთავში და რას აკეთებს რუსთავის მერია? (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდიასიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას "რა ხდება ქალაქ რუსთავში და რას აკეთებს რუსთავის მერია?" ავრცელებს: 338875831_793312465695059_7718520248122699248_n.mp4

ჯოზეფ ბორელი - პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ამ წამს გავიგე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პრეზიდენტ პუტინის დასაკავებლად ომის დანაშაულებისთვის - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ

ვოლოდიმირ ზელენსკი - საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ პილოტებს მოამზადებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება. "დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის. IPN

ადვოკატის ცნობით, კაცმა ქუთაისში საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.

პრეზიდენტი მოსამართლეებზე: საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება სრული გამოძიება თუ სხვა

„არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას”, – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოს 4 მოსამართლე. ზურაბიშვილის თქმით, ის შიშობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი და ამ ყოველივემ გავლენა არ მოახსინოს სტატუსის მიღებაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლე

ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა - ბიჭი ადგილზე დაიღუპა

მარტვილის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ გუშინ საღამოს ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოძიება დაადგენს, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გრძელდება. რუსთავი 2

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს

ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია”, -

ჩვენი ღვინო ჩინეთის უბნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში – ქართული ღვინის ახალი ეტაპი

ამიერიდან, როცა ჩინეთში მოხვდებით, შანხაიში, პეკინსა თუ სხვა დიდ ქალაქში, უბნის ჩვეულებრივ, ქსელურ მარკეტში დაგხვდებათ ქართული ღვინო „რანინა“. დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული ეს ღვინო მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე რომ მოხვედრილიყო დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული. Georgian Wine Network-ი კოორდინაციას უწევს ქართული ღვინის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას ჩინეთში. ორგანიზაცია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი პრომოუტერია, რომელიც მრავალრიცხოვან შეხვედრებს, საღამოებს, გ

"საქართველოსთვის" - მორიგი შეხვედრა გუნდის წევრებთან ბათუმსა და ოზურგეთში (ფოტოები)

"საქართველოსთვის" - მორიგი შეხვედრა გუნდის წევრებთან ბათუმსა და ოზურგეთში:

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

მედიის ცნობით, ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი, მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. როგორც Agence France-Presse იუწყება, დენდიასს მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა, ვიდრე ისინი ვერტმფრენებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონების მოსანახულებლად გაემგზავრებოდნენ. საბერძნეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანთაქიაში ჩავლენ, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან. ამ დრო

ოლექსი დანილოვი - რუსეთს ყველაზე უარესი წინ ელოდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს ყველაზე უარესი მომავალში ელოდება. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბარი "ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ“ კატასტროფაზე, რომელშიც ის საბჭოთა კავშირის დაშლას გულისხმობდა, პროგნოზი აღმოჩნდა. „"ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა", რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის - დამარცხება, დაშლა, სასამართლ
×
×
  • შექმენი...