Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.485

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა 38-ე მოხსენება უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენება ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მუშაობას და მოიცავს 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად, დეკემბერ-იანვარში რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია, რითაც შეიცვალა 2023 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსა

ბექა ლილუაშვილი - როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდე და ოკუპანტზე მეტად ერჩოდე სტრატეგიულ პარტნიორს

რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული, - ასე მიმართა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, “ქართულ ოცნებას”. აღნიშნული განცხადებით, იგი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, ისინი წარადგენენ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დ

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   publika

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი გმირთა მოედანი 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) მარჯანიშვილის მოედანი ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართებ

ჩემს შვილს სისხლში ტყვია აღმოაჩნდა - ფოთელების ბრძოლა მოწამლულ ჰაერთან

ფოთის პორტის სატვირთო ტერმინალის სიახლოვეს ორი ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები სახლში მტვერს დღეში რამდენჯერმე წმენდენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ მათ ავეჯზე დალექილი მტვერი სხვანაირია - მძიმე და შავი. ზუსტად ისეთი, როგორიც გზის გადაღმა, 100 მეტრში პორტთან დაყრილი ტვირთის მთები აყენებენ. მაგრამ ამ მსგავსებას ვერც ფოთის მერია ხედავს და არც გარემოს დაცვის სააგენტო აღიარებს. პორტის მახლობლად მცხოვრები ასი ოჯახი კი უკვე მესამე წელია, სუნთქავს მტვერს, რომელიც ტყვიას შეიცავს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 11 თებერვალს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, - განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ა

ჩუღურეთის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიაა წარდგენილი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. „თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავ

უკრაინელებმა რუსების საბრძოლო თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 7 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Mi-24 ტიპის ვერტმფრენი და შვიდი დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულიძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს, გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ვერტმფრენი Mi-24 და შვიდი დრონი“, - ნათქვამია

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა. შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება. დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ. გავრცელებულ განცხადებაში ტრ

უკრაინამ რუს ოლიგარქს ქონება ჩამოართვა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუსი ოლიგარქისთვის, არკადი როტენბერგისთვის აქტივების ჩამორთმევას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრის რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქციების უკრაინის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩამორთმეული ქონების ღირებულება 300 მილიონი აშშ დოლარია. „დადგინდა, რომ

განათლების მინისტრის მოადგილედ გელა გელაძე დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის. ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ს

ლევილის მამულის ბაზაზე ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ჩამოყალიბდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) ახალი მუზეუმი შეემატა, რომელიც საფრანგეთში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. მოცემული ცვლილების შესახებ საქართველოს კულტ

ძლიერმა წვიმამ გურჯაანის ქუჩები დატბორა - წყალმა მანქანების ნაწილი წაიღო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. მდინარე ნავთისხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ცენტრალური გზა დატბორა.   საავტომობილო გზის ნაწილზე გადაადგილება შეუძლებელია - წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ მანქანების ნაწილი წაიღო. გურჯაანი წვიმის შედეგად დატბორილია გურჯაანის აგრარული ბაზარი, მერიის შენობის ნულოვანი სართულ

პრეზიდენტი პრემიერისგან უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 24 ივნისს. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა. პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ თავდაცვის ძალებიდან შეძლო. ამის შემდეგ მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართა: კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა,

მიატოვა თუ არა განსაცდელში სახელმწიფომ მოქალაქეები შოვში? - რა მუხლებით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება

განსაცდელში მიტოვება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი ზუსტად ამ სახელწოდებით. მისი განმარტება კი ასეთია - დაუხმარებლად იმ ადამიანის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მიმტოვებელს კი ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი. იურისტები ფიქრობენ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება დღეს ამ მუხლითაც უნდა მ

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მდინარესთან ახლოს ნაპოვნია გოგონას ცხედარი. დანარჩენი ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 2 მაისის შემდეგ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ipn

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, გაწეული საქმისთვის და უთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოახერხეს და მსოფლიოს აჩვენეს, რომ „საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული.

გურამ თუშიშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100+ კგ) გურამ თუშიშვილმა სენეგალელ მეტოქეს იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველ

სოხუმსა და ცხინვალში მოსკოვის მიერ აღიარების მე-16 წლისთავი აღინიშნება

დღეს, 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები აღნიშნავენ მოსკოვის მიერ მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის აღიარების მე-16 წლისთავს. 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები [დე ფაქტო]. დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე სოხუმსა და ცხინვალში სახალხო დღესასწაულის სახით აღინიშნება და   რესპუბლიკების  [დე ფაქტო] მასშტაბით გაიმართება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქ

საია: საჩივარი რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს 22 ოქტომბერს ჩაბარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნილა. ამ განცხადებით საია სამთავრობო მედიასაშუალებებს ეხმაურება. დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ სააგენტო „პრაიმ ტაიმზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო და მედიაროგანიზაციების საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ შესულა. ამაზე საუბრობს რამდენიმე კვირაა მმართველი გუნდიც. შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე

ქართული ოცნება უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეების ჩამორთმევაზე ალაპარაკდა - რას ამბობს კანონი?

"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს" - თქვა მმართველი პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი TV IMEDI-ს ეთერში უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრებზე საუბრისას. მდინარაძის განცხადებიდან მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან. “სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს სა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ. ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა. როგორც უნგ

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

74 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე. ინფორმაციას სეფერთელაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. თამაზ სეფერთელაძემ ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“. სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამშენებლო სფეროში. 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 19

"რაც აწყობს, იმას წერს" - ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიის წინააღმდეგ

ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიას პოლიტიკურად ანგაჟირებული დასკვნების მოზმადებაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ფაქტობრივად,  ამბობს, რომ კომისიის დასკვნა მისთვის არაფერს ნიშნავს. მურუსიძე "პირველებთან" ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და კლანი არ არსებობს.   ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ კანონპროექტში სასამართლო პროცესების წინმსწრები გარანტიები არ არსებობს.   ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია,
×
×
  • შექმენი...