Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.184
  • comments
    0
  • views
    693.892

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვიკა ფილფანი - 26 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანია, არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა (ვიდეო)

26 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანი არის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.    ვიკა ფილფანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1386677682002730/

მიშა დაუშვილი - დღეს, “ოცნება” და მეორეს მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ ეს პოლიტიკური სივრცე იყოს მაქსიმალურად რადიკალური, დაპირისპირებაზე ორიენტირებული (ვიდეო)

დღეს, “ოცნება” და მეორეს მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ ეს პოლიტიკური სივრცე იყოს მაქსიმალურად რადიკალური, დაპირისპირებაზე ორიენტირებული. ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ, ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ძალა არსებობდეს, განსაკუთრებით შემდეგი მოწვევის პარლამენტში, რომელიც არ იქნება, არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ოცნება”.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.faceb

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნება” არის არაკომპეტენტური სათამაშოების ერთი დიდი გაერთიანება (ვიდეო)

“ოცნება” არის არაკომპეტენტური სათამაშოების ერთი დიდი გაერთიანება. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: 

ვიკა ფილფანი - ახალგაზრდებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ზუსტად ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს მომდევნო 30 წელს, სადაც ცხოვრება მოუწევთ (ვიდეო)

ახალგაზრდებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ზუსტად ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს მომდევნო 30 წელს, სადაც ცხოვრება მოუწევთ.  ვიკა ფილფანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1440645416613597/

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო გახდება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, - ნათქვამია განცხადებაში. მაგდალენა გრ

გიორგი გახარია - “ქართული ოცნება“ აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს

ივანიშვილის "ოცნება", რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ქართული ოცნება“ პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს“. “გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარ

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის­ პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არმან იეგოიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. იეგოიანი აღნიშნავს, რომ ევროავშირი გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის, არამედ სომხეთისთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) საკითხზეც მიიღებს გადაწყვეტილებას. “სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტ

ლევან გოგიჩაიშვილი - ბიძინა ივანიშვილი დღეს არის სუსტი სახელმწიფოს სიმბოლო (ვიდეო)

პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილის პოლიტიკა ამ ქვეყნის მომავალს პრობლემას უქმნის, იგი კონფლიქტშია შესული ახალგაზრდობასთან, 19-20 წლის სტუდენტებს აცემინებს ზონდერებს და მოძალადეებს. ბიძინა ივანიშვილი დღეს არის სუსტი სახელმწიფოს სიმბოლო.    ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627059914803781/

ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნება” არის კორუმპირებული, უშინაარსო, წარსულზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც არის ოქროს ფონდთან, ახალგაზრდებთან დაპირისპირებული და მათი იმედი არის მხოლოდ მანიპულაციები (ვიდეო)

“ოცნება” არის კორუმპირებული, უშინაარსო, წარსულზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც არის ოქროს ფონდთან, ახალგაზრდებთან დაპირისპირებული და მათი იმედი არის მხოლოდ მანიპულაციები. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461556883315052/

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო. რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა. რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისიდან შევიდა. 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ყოფნა 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამ დრომდე ტაილანდში უვიზო მიმოსვლა 57 ქვეყანაზე ვრცელდებოდა. ქვეყანამ ასევე აამოქმედა ვიზის ახალი კატეგორია DTV – Destination Thailand Visa, მათთვის, ვინც ტაილანდში სამუშაოდ წასვლას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციით, ტაილანდში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 17,5 მილიონი უცხოელი ტური

„ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი გააკეთებს მართებულ არჩევანს“ — ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

„ამერიკის ხმის“ ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურთან.  — საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი? — ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. ყოველდღე ათეულობით, ასეულობით, ზოგჯერ ათასობით ადამიანიც კი იღუპება და ეს უდ

მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. მიზეზი საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია. ,,ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს”, – წერია განცხადებაში.  პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

ქართულმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება. „ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 5კმ-ის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ლე­ნი­ნოვ­კა­ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა. იპნ

მიხეილ დაუშვილი - ივანიშვილის გამოსვლა იყო უგერგილო მცდელობა, საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით - რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს რატომ ელოდებიან?

სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა - რომელი „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ, რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამორალურია, რომ კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად ყვე

ანა ბუჩუკური - ივანიშვილს და "ოცნებას" ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია და მოლოდინი გვაქვს, რომ თავდასხმები გაასმაგდება (ვიდეო)

ივანიშვილს და "ოცნებას" ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია და თავდასხმები რომ გაასმაგდება, მოლოდინი გვაქვს.    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3910232932596733/

მეთიუ მილერი - ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას - საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მის

ნათია მეზვრიშვილი - ცოტა დეჟავუ მქონდა, ძალიან კარგად მახსოვს, ასე გახსნა ოფისი „ნაციონალუმა მოძრაობამ“ და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწია

ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან მკაფიოდ დ

ოლიმპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე. წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს.

,,საგამოძიებო უწყებები ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან” - პარტია საქართველოსთვის

გახარიას პარტიის „საქართველოსთვის” განცხადებით, ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია. პარტიის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები  პირდაპირ ჩაერთნენ  ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. პარტიის განცხადებით, „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არასათანადო რე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „თეიმურაზ ხომასურიხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელის

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, 2 წლამდე ბავშვი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა – მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. „პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პუბლიკა

მთავრობა ქართველი ოლიმპიელებისთვის ფულად ჯილდოს გამოყოფს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერც

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო და რობერტა მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა. რობერტა მეცოლა, რომელიც მალტას წარმოადგენს, ევროპარლამენტს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს. იპნ
×
×
  • შექმენი...