Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.184
  • comments
    0
  • views
    693.897

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა - ჩვენი პარტიის ამოცანაა, "ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში (ვიდეო)

ჩვენი პარტიის ამოცანაა, "ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველა მსგავსს დოკუმენტს შევუერთდებით, თუ ამ დოკუმენტში აუცილებლად ეწერება "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ჩვენთვის წითელი ხაზია, როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა".  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1609470932952749/

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის (ვიდეო)

ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის.      ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/893411555929935/

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ვაჭრობს პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და სატელიტი პარტია, „გირჩი“კარგად ეხმარება - ვისურვებდი, ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს

მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება. „მე ვისურვებდი, რომ ეს ეფუძნებოდეს კვლევას. ასეთი მოლოდ

სახალხო დამცველი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს რეკომენდაციებს სთავაზობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს იტოვებს, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაცი

გახარიას თქმით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს. “როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულ

პროკურატურა: ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია

დააკავებულია პოლიციელი, რომელიც მონაწილეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, როდესაც პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად ბაიკერი დაიღუპა. გამოძიება კვლავაც გრძელდება. პოლიციელის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. „საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიც

მიშა დაუშვილი - ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი (ვიდეო)

ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212858896558801/

ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბე

რევი დემეტრაშვილი, ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო

დღეს, თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. — ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ,  გზა გადაუკეტა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.  რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.   ht

მომდევნო დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რა

Microsoft-ის ხარვეზის გამო მრავალ ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, შეწყდა ბანკების და მედიის მუშაობა

მსოფლიოში IT სისტემების მასშტაბური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, არ მუშაობდა ტელევიზიები და ბიზნეს ობიექტები. მიზეზი Microsoft-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ხარევზია, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა. კომპანია ამბობს, რომ დეტალებს არკვევს, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს და მომხდარის მიზეზს იძიებს. ფრენები სრულად შეაჩერეს American Airlines-მა, Delta Airlines-მა and United Airlines-მა. მუშაობა გააჩერა სიდნეის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მს

IDFI: წლებია, სახელმწიფო უწყებები არ აქვეყნებენ სავალდებულო ინფორმაციას

ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ 15 ივლისს ჩატარებულ ბრიფინგს – „ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ სცადა, მოეხდინა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და გაემართლებინა რუსული კანონის მიღება. მმართველი პარტიამ რუსული კანონის საწინააღდეგო განცხადებაზე ხელისმომწერი 474 ორგანიზაცია 7 კრიტერიუმით შეაფასა: 1. ვებ-გვერდი; 2. დონორის დასახელება/ლოგო; 3. პროექტის დასახელება; 4. გრანტის ოდენო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებელი ცვლილებებით, მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა პროდუ

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარს

პარტია „საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი - არჩევნების შემდეგ დავაინიცირებთ სამართლიან ამნისტიას

„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ვერ იქნება სამართლიანი, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ საზოგადოებას „ამნისტიის შესახებ“ კანონის ნამდვილი ზრახვები გააცნოს. „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დ

ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაიზარდა - მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა, მიქაუტაძის შეფასება 20 მილიონი ევროა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები transfermarkt-მა გამოაქვეყნა. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის იყო. შესანიშნავად ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ გიორგი ტურნრის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა და ტელეკომპანია ESPN-მა დაასახელეს,

პედაგოგები ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერს წერილით მიმართავენ

პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი წერილით მიმართავს. წერილს ხელს აწერს 69 პედაგოგი. წერილი მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას შეეხება. როგორც წერილშია ნათქვამი, ახალი სახელფასო ფორმულით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი  ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირა. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. გიორგი გაბიტაშვილის შესახებ გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. ის ჯერ სტაჟიორი იყო, სტაჟირების დასრულებისთანავე კი დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. 2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიებ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება, - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ხმის მიცემა შედგება. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა - სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ. ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასებ

გიორგი შარაშიძე - 12 წლის შემდეგ “ოცნებისგან” დარჩა ერთი დიდი ტყუილი, ახლა მთავარია დავიცვათ ხმები და არ მივცეთ საშუალება "ოცნებას" არჩევნები გააყალბოს (ვიდეო)

12 წლის შემდეგ “ოცნებისგან” დარჩა ერთი დიდი ტყუილი. ახლა მთავარია დავიცვათ ხმები და არ მივცეთ საშუალება "ოცნებას" არჩევნები გააყალბოს.  გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840592104695221/

მიშა დაუშვილი - “ოცნება” ხან ვისთან გაერთიანებას გვაწებებდა და ხან ვისთან, ვნახეთ, რომ ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი (ვიდეო)

“ოცნება” ხან ვისთან გაერთიანებას გვაწებებდა და ხან ვისთან, ვნახეთ, რომ ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც “ოცნების” დამარცხება შეუძლია არის გიორგი გახარია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/394689309803525/

გიორგი გაბიტაშვილი - 11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას

11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა. “11 წელია ვარ გენერა

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს. ბაიდენი გუშინ ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ

საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს. „დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პ
×
×
  • შექმენი...