Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.737

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს. ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. ნიკა გელენიძე, დღესვე, ფოთში საკუთარ სახლში გადაასვენეს. ცნობისთვის, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა. იპნ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე, ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა. ოკუპანტების მიერ მოკლული მალხაზ კვიჟინაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, სამხედროებმა და რიგითმა ადამიანებმა გააცილეს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო, საომარი მოქმედებების დროს ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.   ავტორი - ნიკა მუხიგულაშვილი

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბახმუტის მისადგომებიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ - დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ. „ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურ

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს. ის დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპულ

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის. „ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. იბრძვიან როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის თავ

უკრაინაში დაიღუპა რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი

უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა. ინფორმაცია შაბათს თავად სააგენტომ გაავრცელა და დაწერა, რომ ჟურავლიოვი გარდაიცვალა „უკრაინული დაბომბვის დროს“, ის მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ, სააგენტოს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი რომან პოლშაკოვ

უკრაინაში დაბრუნდა ხერსონიდან რუსეთში გადაყვანილი 24 ბავშვი

უკრაინაში დაბრუნდა 24 ბავშვი, რომლებიც ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთში გაიტაცეს. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლქესანდრ პროკუდინის განცხადებით, ბავშვები სამშობლოში 10 აპრილს დაბრუნდნენ. უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ცხრამეტ ათასზე მეტი არასრულწლოვნის დეპორტაციის ფაქტია დაფიქსირებული. უკრაინაში ამ ეტაპზე მხოლოდ 361 დაბრუნდა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

უკრაინაში დააკავეს პოლიციელი, რომელმაც ჯუმბერ სილოგავას ესროლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ქალაქ დნიპროში ავტომობილის გაჩერების შემდეგ დაწყებულ კონფლიქტში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოქალაქე ჯუმბერ სილოგავა სამი ტყვიით მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო ბიურო ორი მუხლით აწარმოებს: 115-ე – განზრახ მკვლელობა [ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე]; 365-ე – სამართალდამცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება, რასაც მძიმე შედეგე

უკრაინაში გაასამართლებენ 15 რუს ჯარისკაცს, რომელსაც 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი ერთი თვე სარდაფში ჰყავდა დაკავებული

უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომელსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდა დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.   „რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ

უკრაინაში ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე მოკლეს

უკრაინაში დაიღუპა ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი, რომლის სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. ტელეგრამის არხ "ალანიაში" გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად, ჟიდაევი, რომელსაც სამხედროები „ვიტოსის“ მეტსახელით იცნობდნენ, ორი კვირის წინ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიალომ დააჯილდოვა მედლით „ოსეთის დიდებისათვის“.     საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი InformNapalm-ი 2018 წელს აღნიშნავდა, რომ ასეთი სახელისა და გვარის კაცი, ასევე ჩრდილოეთ ოს

უკრაინაში ბავშვების დეპორტაციის საქმეზე სამ ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს – REUTERS

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ხერსონიდან ათობით ბავშვის დეპორტაციის საქმეზე რუს პოლიტიკოსსა და 2 უკრაინელ თანამონაწილეს ბრალი წარუდგინა. ეს არის პირველი 3 ეჭვმიტანილი, რომელიც საქმის წარმოებისას გამოიკვეთა. უკრაინული მხარის მტკიცებით, 19 000-ზე მეტი არასრულწლოვანი რუსეთსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინულმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.  ბავშვების დეპორტაციაზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთა

უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა

დღეიდან, 20 ოქტომბრიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ. გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს. კომპანია „უკრენერგო“-ს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ 4 საათით. კომპანია ამ ზომას იძულებითს უწოდებს და აცხადებს, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოსისტემაზე განახორციელეს იმაზე მეტი თავდასხმა, ვიდრე ომის დაწყებიდან 8 თვის განმავლობაში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს გ

უკრაინაში აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა დაიღუპა

უკრაინაში ომში, ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა რუსეთის მხარეს მეომარი აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა. ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამის არხი „АМРА-life“. „ცოტა ხნის წინ ბრძოლაში ირაკლის მეგობარი კონსტანტინ ივანოვი დაიღუპა, ისინი სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მეგობრის ცხედრის ევაკუაციას არ დაელოდა და ირაკლი მის გამოსატანად თვითონ წავიდა. ეს არის ადამიანისა და მებრძოლის შესაფერისი გმირული საქციელი". კონსტანტინ ივანოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ოკუპირებუ

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ერმაკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა. გაცვლა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინელი სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის წევრები. „აღდგომა. ამ დ

უკრაინას ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები ეწვივნენ

უკრაინაში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორივე პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ პეტრ პაველი და ზუზანა ჩაპუტოვა პირველად ბოროდიანკაში ჩავიდნენ, სადაც რუსული რაკეტებითა და საჰაერო დაბომბვით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები მოინახულეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი ქ

უკრაინას „პატრიოტის“ სისტემის კიდევ ხუთ ერთეულს გადასცემენ

საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ მწარმოებელი კომპანია „რეითეონ ტექნოლოჯის“ აპირებს, სისტემის წარმოება წელიწადში 12 ერთეულამდე გაზარდოს. გარდა ამისა, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა გრეგ ჰაისმა თქვა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ხუთი ერთეული „პატრიოტი“ უკრაინას გადაეცემა. ჰაისის თქმით, კომპანიაში ძალიან გაუკვირდათ „პატრიოტის“ ეფექტურობა, რომელიც სხვა სისტემებთან ერთად ანადგურებს უკრაინის საჰაერო საფრთხეების 90%-ს. მისივე განცხადებით, უკრაინელებმა შეცვალეს სისტე

უკრაინამ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა. უწყების ცნობით, რუსეთი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მასში შედის დონბასისა და ყირიმის რეგიონები, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული. mcm.ge

უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 116 მებრძოლი, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო. „ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და ს

უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და 19 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტაგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს - ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია. „კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეე

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 12 ადამიანი, მათ შორის მარიუპოლის დამცველები გაათავისუფლა

დღეს, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, 12 უკრაინელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულია საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ორი წევრი, ორი მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი წევრი, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. „სახლში მიდიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ, მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და კუნძულ „ზმეინს“, - წერს

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. „ეს აზოვსტალის 42 მამაკაცი და სამი ქალი დამცველია. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელია ქვედანაყოფიდან, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა აზოვის სანაპიროებზე. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს „აზოვსტალში” დაქორწინდნენ,” - წერს ერმაკი. ამავდროულად, რუსე

უკრაინამ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა - ზელენსკიმ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 კერძო პირს, რომლებიც აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მოგებული თანხით, სხვადასხვა „რუსული სქემები“ ფინანსდებოდა. „ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. და ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. „დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, - წერს ლუბინეცი. ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა
×
×
  • შექმენი...