Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.034.965

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

არავის გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“. ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუ ჩაწერა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს, მათი მოლოდინი მხოლოდ ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს, თბილისი კი საწინააღმდეგოს აკეთებ

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - „სასამართლოს გუშაგი“

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს. ზურაბ გურასპაშვილი კანდიდატი სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ წარადგინა. დაბადების თარიღი: 1984 წლის 14 ივლისი.   უმაღლესი განათლება: 1999-2004 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხიას ფილიალი, იურისტის კვალიფიკაცია. სამუშაო გამოცდილება: 2006 წელს გახდა სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომ 2010 წლამდე იყო პროკურ

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს

შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება. მე-16 დღეა ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი. ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღ

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს. სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრ

სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი დღეს თბილისს ეწვევა

დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ოფიციალური ცნობითვე, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. “ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშ

ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას რუსებმა ორეხოვო დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.

„ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს... აღარ მინდა ასეთი რამ" - შოვში მყოფი მაშველის უმძიმესი მონაყოლი

სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, შოვში გატარებულ მძიმე დღეებზე ჰყვება. „როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი... თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.  მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ. ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს...

ბოლო ერთ კვირაში უკრაინაში 7 120 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 120 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, ასევე 927 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა. მათ შორისაა 119 ტანკი, 196 ჯავშანტექნიკა, 177 საარტილერიო სისტემა, ცხრა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, ორი სარაკეტო სისტემა, 256 სატვირთო მანქანა და 35 ერთეული სპეციალიზებული აღჭურვილობა. „გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს სამი საბრძოლო თვითმფრინავი, ო

მიხეილ დაუშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არა, მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებებით, „ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და ამბობს, რომ „მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა“. დაუშვილის თქმით, მისი პარტია კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთვება. “ჩვენ განხილვების პროცესში ჩავერთვებით. ჩვენი ხედვა რაც არის და რაც ნათქვამი გვაქვს, დავაფიქსირებთ. აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ფაქტობრივად, “ოცნება” გვეუბნება, რა 60%-იანი მხარდაჭერა, 40%-ზეც არ არიან.

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   publika

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი გმირთა მოედანი 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) მარჯანიშვილის მოედანი ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართებ

შემოსავლების სამსახური სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიის სიუჟეტს ეხმაურება. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში. ამასთან, უწყების განმარტებით, გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპა

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

15 მარტის დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის მედიის ცნობით, ამის მიზეზია ბელარუსიდან აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31К, რომელსაც შესაძლოა Кинжал-ის რაკეტები მიჰქონდეს. საჰაერო განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:44 საათზე გაისმა პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. სირენების ხმა მოსალოდნელი საავიაციო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს და მოუწოდებს თავშესაფარში ჩასვლი

შეიცვლება თუ არა 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლი?

უგონოდ მყოფი 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. შემთხვევის ადგილი, პეტრიწის 12 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7828 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ჩარლზ III მეფედ აკურთხეს

დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართა. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა. მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს. კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ერთგულების ფიცი მიი

კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას. კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ტრუდომ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინელ ხალხს ყოველთვის შეუძლია კანადის დახ

დემოკრატიული ჰაბი თუ არაჯანსაღი მმართველობა, რა ხდება წალენჯიხაში

,,დემოკრატიის ჰაბად“ მონათლულ წალენჯიხაში პარტიული დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გახლეჩილ და ისედაც ორ პოლუსად ქცეულ საზოგადოებაში ეს ამბავი ვერავის გააკვირვებდა, რომ არა ერთი მთავარი გარემოება. საქმე ის არის, რომ აქ ერთმანეთს არა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ,,ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთა ებრძვის. დაპირისპირება, რომელიც ნაციონალებში ჯერ კიდევ მათი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამ

ბებიის გადასვენება გალში – დავით ჯიშკარიანი

ბებიამ მთელი ცხოვრება აფხაზეთში გაატარა. შვილი ომის დროს წამებით მოუკლეს. მისი საფლავი არც მაშინ მიატოვა, როდესაც სოფელში არავინ იყო და ჯიუტად ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე. მის სიფრიფანა სხეულში ძლიერი ნებისყოფისა და ვაჟკაცობის ქალი ცხოვრობდა – აი, ისეთი, ზოგიერთ წიგნში რომ აღწერენ. ტრაგედია ჩაანაცვლა მომავალზე, შვილიშვილებზე ზრუნვით  და ამისთვის იბრძოდა. როდესაც 2023 წლის მაისში თბილისში  გარდაიცვალა, უმთავრესი პრობლემა მისი აფხაზეთში გადასვენება და შვილის და მეუღლის გვერდით დაკრძალვა იყო. ეს მი

მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. "მშვი­დო­ბით მე­გო­ბა­რო! მად­ლო­ბა, რომ ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყა­ვი, შენი მო­რი­დე­ბუ­ლი ღი­მი­ლი არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა... მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე.“ "დობი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დი, სულ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი. სულ მე­მახ­სოვ­რე­ბა შენ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ შენი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი.“

გიორგი გახარია - ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”

ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გახარია. ინტერ

ბექა ლილუაშვილი - როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდე და ოკუპანტზე მეტად ერჩოდე სტრატეგიულ პარტნიორს

რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული, - ასე მიმართა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, “ქართულ ოცნებას”. აღნიშნული განცხადებით, იგი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, ისინი წარადგენენ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დ

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟი

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს.   ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...