Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.036
  • comments
    0
  • views
    730.823

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ თუ არჩევნებში პროევროპული პარტიები გაიმარჯვებენ, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც შეჩერდა

ერთი თვე გვაქვს დარჩენილი. ევროპას სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, დაადასტუროს, რომ თუ არჩევნები მოიგეს პროევროპულმა პარტიებმა, თუ „ქართული ქარტია“ არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად განხორციელდება და როგორც კი პარლამენტი ჩამოყალიბდება, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც ეს მოლაპარაკებები შეჩერდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რას ითხოვთ ბრიუსელისგან არჩევნების კუთხით?“

“პრობლემის იგნორირება პრობლემას არ აგვარებს” – სოფო ხორგუანი მოქალაქეობის მინიჭების პრობლემაზე

რა პოზიცია აქვთ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და რით ხსნიან მოქალაქეობის არ მინიჭების მიზეზებს? – უწყებაში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. (მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება)  დავუკავშირდით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც იმის გასაგებად, აქვთ თუ არა პროგრამა მოქალაქეობის არ მქონე პირების მხარდასაჭერად, – მათგან პასუხის მიღებასაც ველოდებით.  toktv.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - იანვარ-სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულებების სახით, 11 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მათ შორის 2 მილიონი ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11, 293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2, 088,500 ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი

ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოსს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას. ვიზიტი ემთხვევა საქართველო-

ქართველმა მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში, რომელშიც ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად წარდგნენ

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი. საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ: მელაძე ა. ჯიოევი დ. ელბაქიძე გ. კობახიძე საბა; ბეშიძე ნ. მარსაგიშვილი რ.

ლანდსბერგისი: „ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მოსახლეობის წინააღმდეგ.

ისრაელზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს

ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა “ჰუსიტებმა” აიღეს. მათი მტკიცებით, თელ-ავივში რამდენიმე დრონით „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამიზნეს“ წარმატებით დაარტყეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ზღვის თავზე, ცენტრალური ისრაელის სანაპიროზე დრონი ჩამოაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ორი დრონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. დრონებით იერიშის გამო ქალაქ

იან კელი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე - ღმერთმა დაგვიფაროს!

ღმერთმა დაგვიფაროს! - ნებისმიერი სახის ბრალდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „გარე ძალების“ მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილის შესახებ დასმულ კითხვას. მან აშშ- საქართველოს ურთიერთობა ზოგად კონტექსტშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო არ შეცვლის მის ანტიდემოკრატიულ კურსს და არ შეწყ

აშშ-ის საელჩო - რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა. მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებშ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, უდიდესი პატივისცემა მაქვს საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენი ერთგულებისადმი. ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში ხდება - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. და განმსაზღვ

„კონსულმა მითხრა, თვითონ ბაზა შლისო“ – რატომ ვერ ხვდებიან ემიგრანტები ამომრჩეველთა სიაში

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბადრი ფეტელავა აცხადებს, რომ მისი ცოლი და შვილი, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და საბუთებიც წესრიგში აქვთ, ამომრჩეველთა სიაში არ არიან. როგორც ბადრი ფეტელავა ნეტგაზეთთან ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავს ვერ პოულობს, გადაწყვიტა სიაში თავისი თავი და ოჯახის წევრებიც გადაემოწმებინა. მისი თქმით, ამისათვის ბელგიაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ამომრჩეველთა სიაში

“ჟურნალისტიკა საქართველოში საშიშ პროფესიად იქცა” – ევროპული მედიაორგანიზაციების მისია

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი შეაფასეს. ევროპული მედია-გაერთიანებების 10 წარმომადგენელი 2 დღის განმავლობაში – 1-ელ და 2 ოქტომბერს იკვლევდა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების საკითხებს. როგორც ამბობენ, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე და შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ანგარიშში, რომელიც მათ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, აღნიშნულია, რომ სა

პრეზიდენტი - ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. ზურაბიშვილის თქმით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”. „ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩ

სალომე ზურაბიშვილი - ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს

პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ”, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს

მედია: იაფაში ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. ინფორმაციის მიხედვით, ჰამასმა თქვა, რომ ორი ტერორისტი, ვინც 7 ადამიანი მოკლა და 16 – დაჭრა, მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმოუნი, ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. 7 მსხვერპლიდან ექვსის სახელი ცნობილია, მათგან ერთი ქართველი ილია ნოზაძეა. ასევე დაიღუპნენ 24 წლის რევიტან ბრონსტეინი, 30 წლის შაჰბარ გოლდმანი, 33 წლის ინბარ სეგევ ვიგდერი, 40 წლის ნადია სკოლენცო, 26 წლის ჯონას ქროსისი. თავდასხმა 2 ოქტომბერს იაფ

ლევან გოგიჩაიშვილი - მივმართავ “ოცნების” მხარდამჭერებს, თუ გინდათ, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ “ნაცები”, 26 ოქტომბერს გააფერადეთ 25 (ვიდეო)

მივმართავ “ოცნების” მხარდამჭერებს, თუ გინდათ, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ “ნაცები”, 26 ოქტომბერს გააფერადეთ 25. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250058446353312

გიორგი გახარიას და გუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წარმომადგენლებთან (ფოტოები)

გიორგი გახარიას და გუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წარმომადგენლებთან.        

ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს (ვიდეო)

“ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212070710100305/

ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით - უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები

კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს „შავი ფულით“ შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა - მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით, უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს მისამართით კობახიძის მოწოდებას სახელმწიფო უწყების საქმ

სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა

სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა. სოფო ხორგუანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, კომისია შექმნას. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგ

ნეთანიაჰუ: ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის

Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu speaks during a news conference in Jerusalem, September. 2, 2024. Ohad Zwigenberg/Pool via REUTERS/File Photo ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის”. მან ამის შესახებ ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამართულ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და მოუწოდა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სიტყვა - „გაუმჭვირვალობა“ - შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვა

პრეზიდენტი - ევროპამაც და აშშ-მაც კარგად იცის, მაგრამ ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის

ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყვე

ბექა ლილუაშვილი - “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ (ვიდეო)

დღეს “ოცნება” დაცლილია ფასეულობებისგან და მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ფიქრობს.     “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ.     ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/544793287928294/

თეონა აქუბარდია - მხოლოდ ივანიშვილი გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა (ვიდეო)

მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის “ოცნება” ახდა და არსად არაფერი არ არის მასში ქართული, მხოლოდ ივანიშვილი გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, მხოლოდ ივანიშვილის უფლებები და ინტერესებია მთავარი და ამისთვის ის მზად არის ქვეყანა, მის ხალხი შესწიროს.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1461088107913626/
×
×
  • შექმენი...