ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი.
მათი ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900
მოსახლეობას პირველ რიგში ვეტყვი, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და არ მისცეს ხმა არც “ქოცს” და არც “ნაცს” იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის დაღუპვა.
როინ ქოჩორაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1086956132825907/
“ოცნებამ” ისე დააზიანა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, რომ მის გამოსწორებას ვეღარ შეძლებს.
”ოცნება” მარცხისთვის არის განწირული, მათ უნდა აღიარონ დამარცხება და მოემზადონ ოპოზიციაში გადასვლისთვის.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/895176478670403/
ხელისუფლება ახლა იმყოფება ძალიან დიდ ქაოსში, თვითონაც არ იციან რეალურად რას, როგორ აკეთებენ, რა ელოდებათ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1705580003611212/
ჩვენ ვატარებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. კარდაკარის პრინციპით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ამომრჩეველს ვხვდებით და ვაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რაც შეეხება ამომრჩევლების განწყობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის პოზიტიური.
ამომრჩევლების უმრავლესობა მზად არის, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და მიდიან იმ განწყობით, რომ მოხდეს რეალური ცვლილება. ამ განწყობის მიუხედავად “ ოცნება” პარალელურად, თავის ჩვეულ რეჟიმში ცდილობს დააშინოს ამომრჩეველი და სოციალურად დაუცველებიდან დაწყებული, საჯარ
რა ვთქვით და როგორ გაიტანა „იმედმა".
ბერდია სიჭინავა, პარტოია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986481156579935
ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
მისი თქმით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში დე ფაქტო რესპუბლიკის აბრის ჩამოგდებას ცდილობდნენ.
“მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი ვადით პატიმრ
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა.
მისივე თქმით, „კარგად ცნობილია“, რომ ის მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას.
1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის. რატომ უყვება
ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად.
“ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყ
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთს იმედი აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
„ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდეს“, - წერს მაკრონი „ფეი
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”.
“ამ აქციის მიზანია - სცადოს
“ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
მეზვრიშვილმა ისაუბრა წინასაარჩევნო ვითარებაზე ქვეყანაში და ყურადღება გაამახვილა იმ „მწვავე განცხადებებზე“, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის ინტენსიურად.
ამ კონტექ
ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს 26 ოქტომბერს და ისევე შეცვლის ხელისუფლებას, როგორც 12 წლის წინ შეცვალა.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/908344044523213/
დღეს ყველაზე სწრაფად ჩვენ პოლიტიკურ გუნდს “გახარია საქართველოსთვის” შეუძლია ეს ქვეყანა დააბრუნოს განვითარების სწორ გზაზე.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/389757544181905/
ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი ეხმაურება „ქართული ოცნების” მიერ მიღებული ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონს და ამბობს, რომ ის რისკის შემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ელჩი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას, გადახედოს კანონთა პაკეტს, რომელიც, რუსულ კანონთან ერთად „ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას“.
მას შემდეგ,
სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა” სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვს განმარტებებს, რატომ ვერ ახერხებს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.
ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ ორგანოებს – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დევნილთა სამინისტროს გაატარონ შესაბამისი ზომები ყველა ამომრჩევლის ხმის უფლების უზრუნველსაყოფად.
“საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. მიუხედავად იმ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ. მათი თქმით, ეს ცნობები მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მოიცავს მასობრივი დაშინების კამპანიას ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის ოჯახების დაშინებას, თუ ოფისების დაზიანე
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ სენაკის სოფელ ნოქალაქევში მათი პარტიის წარმომადგენელი, შორენა შამათავა მმართველი პარტიის სიტყვიერი თავდასხმების მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.
კერძოდ, მეზვრიშვილის თქმით, შორენა შამათავა ნოქალაქევის სკოლის დირექტორი იყო, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ამ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, „ახლა კი გრძელდება ზეწოლა, რათა მან რიგითი მასწავლებლის პოზიციაც დატოვოს”.
ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ცნობისთვის, ეს ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია.
ipn
ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ ფიქრობს, ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს თუ არა განკარგულებებს.
„ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მნიშვნელოვანია ეს პარალელი, ეს მსგავსება, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის
ერთი თვე გვაქვს დარჩენილი. ევროპას სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, დაადასტუროს, რომ თუ არჩევნები მოიგეს პროევროპულმა პარტიებმა, თუ „ქართული ქარტია“ არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად განხორციელდება და როგორც კი პარლამენტი ჩამოყალიბდება, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც ეს მოლაპარაკებები შეჩერდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რას ითხოვთ ბრიუსელისგან არჩევნების კუთხით?“
რა პოზიცია აქვთ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და რით ხსნიან მოქალაქეობის არ მინიჭების მიზეზებს? – უწყებაში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. (მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება)
დავუკავშირდით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც იმის გასაგებად, აქვთ თუ არა პროგრამა მოქალაქეობის არ მქონე პირების მხარდასაჭერად, – მათგან პასუხის მიღებასაც ველოდებით.
toktv.ge
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11, 293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2, 088,500 ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.
შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას.
ვიზიტი ემთხვევა საქართველო-
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში.
ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი.
საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ:
მელაძე ა.
ჯიოევი დ.
ელბაქიძე გ.
კობახიძე საბა;
ბეშიძე ნ.
მარსაგიშვილი რ.