Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.736

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

უკრაინაში ჩადენილ დანაშაულზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო იმსჯელებს

დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს. სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს. უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც. სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, გაეროში დიდ

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო განმარტავს, სასანქციო სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. მათ შორის, ჰოკეისტ ვლადისლავ ტრეტიაკოვის წინააღმდეგ, რომლის სახელიც როგორც ლეგენდარული ჰოკეისტი, ტორონტოს დიდების დარბაზშია გამოფენილი. ე.წ. შავ სიაში ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლი, სვეტლანა და მათი შვილი ილიაც მოხვდნენ. კანადამ ასევე აკრძალა რუსეთს ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტ

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინისადმი გამოცხადებულ სრულმასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. „თავისუფალი საქართველოს“ დანაყოფის მეთაური, ჯაბა კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და

უკრაინაში ქართველი მებრძოლები დააჯილდოვეს

ქართველი მებრძოლები უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს დაცვის მედლით დააჯილდოვეს, იტყობინება „ქართული ლეგიონი“. ლეგიონის გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, მედლით დაჯილდოვდნენ: ლევან ფიფია; დიმიტრი კუჭავა; ზაქარია შუბითიძე; მიხეილ კამლაძე. ბრძანება მათი დაჯილდოვების შესახებ 18 მაისითაა დათარიღებული. მას ხელს აწერს გენერალ-მაიორი სერჰიი ლიტვინოვი, ზაპორიჟიის ოპერატიული საჯარისო ჯგუფის ხელმძღვანელი. ნეტგაზეთი

უკრაინაში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი წარმოშობით ქართველი

უკრაინელმა სამხედროებმა ახლახან ტყვედ აიყვანეს წარმოშობით ქართველი პირი ნ.ბ., რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის. უკრაინელების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთი ტყვე წარადგენს თავს ქართული სახელითა და გვარით და როგორც თავად ამბობს, ცხოვრობს რუსეთში, ამურის ოლქში და მსახურობს კერძო სამხედრო კომპანია “ვეტერანში”. ეს კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ. ტყვედ ჩავარდნილის სოციალური მედიის პროფილის მიხედვით, მან ქართული ენა ი

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, ხმელნიცკსა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლა. "ყურადღება! რაკეტები (სავარაუდოდ X-101/X-555) მიემართებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგია გაითიშა, ხმელნიცკის ოლქში კი აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა. მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალუ

უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. "ჩვენ არა

უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა

2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა ნიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში, ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მ

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება

უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს. სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”,

უკრაინაში რუსული იმპერიალისტური ტოპონიმიკა და ძეგლები იკრძალება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვისა და ტოპონიმიკის დეკოლონიზაციის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, კანონი აკრძალავს უკრაინაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოების წარმოებას, გავრცელებასა და საჯარო გამოყენებას. რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოებში იგულისხმება: ძეგლები, რომლებიც ეძღვნებოდა იმ პირებს, რომლებსაც ეკავათ მაღალი თანამდებობები მთავრობასა და ადმინისტრაციაში, პოლიტიკურ ო

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა, წერს უკრაინსკა „პრავდა“ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცზე დაყრდნობით. ლუბინეცის განცხადებით, სამშობლოს დაუბრუნდნენ: 2008 და 2011 წელს დაბადებული ბავშვები. „2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგონა ხერსონის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ, და-ძმა უკვე დედასთანაა. მესამე ბიჭი, ასევე 2011 წელს დაბადებული, ასევე დაუბრუნდა დედას. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვან

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში $2,5 მილიარდი გადმოირიცხა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. საქართველოში გადმორიცხული თანხების შესახებ მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დღეს, 15 მარტს განახლდა. "2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372,3 მლნ აშშ დოლარი (985,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103%-ით (188,9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - წერია ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გასული

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, ნაპოვნია 7049 ბავშვი. მონაცემები გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა. როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 430 ბავშვი დაიღუპა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავებულია 823 ბავშვი. ამავე ცნობებით, სულ დაზიანდა 2688 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 მთლიანად განადგურდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეო

უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, პირველ რიგში კი უკრაინაში მიმდინარე ომი. „თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს, რათა სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ისე პალესტინის ტერიტორიებზე შეაჩეროს და მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოს“,

უკრაინაში მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მისი პანაშვიდი თბილისში იმართება, ხუთშაბათს კი დაკრძალავენ. ლევან სახელაშვილის პანაშვიდი "კარგი ვაჟკაცი, კარგი მებრძოლი იყო. იბრძოდა საქართველოს გამთლიანებისთვის. 2006 წლიდან ერთად მოვდივართ, აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით", - უთხრა "მთავარ არხს" ლევან სახელაშვილის მეგობარმა. უკრაინაში ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს იქ ათეულ

უკრაინაში მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი 4 აპრილს ბახმუტში საარტილერიო თავდასხმისას დაიღუპა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 აპრილს, გამთენიისას, ჩამოფრინდა. დავით ქუჩუკიანი უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს ჩავიდა.     რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათივე ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება. 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ipn

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი. „ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ. “ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქვედანაყოფის „შავი არწივის“ ცნობით, დაღუპულები არიან მათი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფის ცნობით, ქართველი მებრძოლები ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეშჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 წლის თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   netgazeti    

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. „ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა… ყველაზე ალალი კაცი, თუ ოდესმე ვინმე შემხვედრია“, – წერს ვანო ნადირაძე. უკრაინაში ამ დრომდე დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა 70-ს აღწევს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...