Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.171

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შსს უსაფრთხო ტურიზმზე ვიდეოს დამზადებაში 160 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ქვეყანაში უსაფრთხო ტურისტული გარემოს შესახებ ვიდეორგოლის დამზადებას. ამ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო უწყება ტენდერის გარეშე აპირებს და გათვლილი აქვს 159 777 ლარი. შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა - უწყების ვებგვერდზე წერია, რომ ამ რგოლის დასამზადებლად 10 დღე საკმარისია. "გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე (სცენების უმეტესობა არის ღია ცისქვეშ), დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურება განხორციელდეს კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში, რი

სალომე ზურაბიშვილმა ან აგოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა დავაჯილდოვო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე,“ — სალომე ზურაბიშვილი.    პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა

მოსახლეობა ჯვარი-მესტიის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამოვიდა, 2 მათგანი პოლიციამ გაიყვანა

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ჭალეს მუნიციპალიტეტის ეწერფერდის თემის მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს. როგორც ადგილობრივები „ტვ პირველს“ ეუბნებიან, საჭიროა გზის რეაბილიტაცია, რადგან გზაზე გადაადგილება არის რთული, იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სკოლებში ვერ დადიან ბავშვები. „გზა არ არის… ბავშვები სკოლებში რომ გავუშვათ მაგის საშუალება არ გვა

გიორგი გახარია - ჩვენი მთელი არჩევნების ლოგიკა იქნება, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ (ვიდეო)

ჩვენი მთელი არჩევნების ლოგიკა იქნება, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ.  გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  387865751_283249344595359_4908914085069773437_n.mp4

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2011 წელს დაბადებული გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. მომხდართან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში. იპნ

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველე

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან. იპნ

ფეხბურთის მატჩის გამო ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს | სია

საქართველო-საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ შემდეგი ავტობუსები: N301; N306; N308;

მედია - უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო

უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, დასავლელი მოკავშირეები კიევს პირველი F-16 თვითმფრინავების გადაცემას ივლისის ბოლომდე დაპირდნენ და ეს დაპირება შეასრულეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გადაცემული თვითმფრინავების რაოდენობა “მცირეა”. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს შეძლებენ თუ არა უკრაინელი პილოტები, რომლებიც F-16-ების ფრენისთვის გაწვრთნეს, გადაცემული თვითმფრინავების დაუყოვნებლი

მარნეულში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ კისტის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავის არეში, სავარაუდოდ, კისტის ტყვია მოხვდა. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ადგილობრივ ჰოსპიტალში პირველ აგვისტოს შეიყვანეს, საიდანაც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზეა. ინგოროყვას კლინიკაში „ნეტგაზეთს“ გან

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სია წარადგინა

პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. სიის პირველ ნომრად, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია დასახელდა. ამასთან, დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური; დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ/ “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია: გიორ

აკაკი გვიანიძე - როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ ბრძოლის სიმბოლო, ისე გახდება გამარჯვების სიმბოლო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დავაბრუნებთ (ვიდეო)

როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ ბრძოლის სიმბოლო, ისე გახდება გამარჯვების სიმბოლო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დავაბრუნებთ ქართველი ადამიანის საქართველოდან გაძევება არის სირცხვილიც და დანაშაულიც სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/6d6XD3PDEm8 აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი

სანქციები მუშაობს - რა ბედი ეწევა რუბლს რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს შემდეგ

რუსეთის ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედებული ემბარგოს შედეგად რუსეთი წლიური თვალსაზრისით ექსპორტიდან, დაახლოებით, 8 მლრდ დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო მარტში დოლარზე ეროვნული ვალუტის კურსის 71,5 რუბლამდე გაუფასურება არის მოსალოდნელი. ამის შესახებ Bloomberg Economics-ის ექსპერტების მონაცემებში არის ნათქვამი. მათი ცნობით, ემბარგოს წინა დღეს ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი რჩებოდა და დღეში, დაახლოებით, 0,6 მილიონ ბარელს შეადგენდა. ამდენად,

უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპულისა და 12 დაჭრილის შესახებ. მანამდე, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ხერსონი იბომბება, სავარაუდოდ „გრადებით“. დაახლოებით 20 აფეთქება იყო“, - დაწერა ხერსონის გუბერნატორმა. შეგახსენებთ, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი რუს

„პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან დააკავეს

„პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტები ავრცელებენ. ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს „პუბლიკის“ რედაქტორიც: „უბრალოდ ეცნენ, ჩატენეს მანქანაში, არ ვიცით სად წაიყვანეს… ეს არის ზუ

სასიამოვნოა თბილისში EU-ს ამდენი დროშის ნახვა – ევროკომისიის წარმომადგენელი

დღეს, 14 მარტს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ამ ინციდენტამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე კი, თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის წარმომადგენელი სწორედ თბილისში გამოფენილ ევროკავშირის დროშებზე წერდა. საუბარია ლორენს მერედიტზე, რომელიც ევროკომისიის დირექტორია აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში. „ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში ევროკავშირის

“პირველ სტიპენდიას მიიღებს გოგო, რომელიც წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე: “გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით. #გურულიდღიურებისფონდი” ალია

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია განაახლა - The Guardian-ი

შეერთებულმა შტატებმა განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაციის პრაქტიკა, რომლებმაც აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, საიმიგრაციო კანონები დაარღვიეს. ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასეთი დეპორტაციები შეწყდა, მაგრამ ახლა ის კვლავ ხორციელდება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian იუწყება. ადვოკატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ჩასული ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი, რომელიც რუსეთის არმიაში მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუ

ქართველმა პარამოფარიკავე ქალებმა მსოფლიოს თასი მოიგეს

ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა საერთაშორისო არენაზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია - იტალიის ქალაქ პიზაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე უნგრეთი და ტაილანდი დაამარცხა, საჩემპიონო შეხვედრაში კი პოლონეთის უძლიერეს გუნდს სძლია, ანგარიშით 45:30. საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და ყველა შეჯიბრებაში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში იღებს მონაწილეობას

100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები

2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია. გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, მეორე მხარეს კი, კერძო საკუთრებაში არსებული ნ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7828 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა

უკრაინა მზად არის, დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას. „სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრა

უკრაინა Leopard 2-ის დამატებით ტანკებს მიიღებს

უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე. მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნე

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება. 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ipn

მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. "მშვი­დო­ბით მე­გო­ბა­რო! მად­ლო­ბა, რომ ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყა­ვი, შენი მო­რი­დე­ბუ­ლი ღი­მი­ლი არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა... მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე.“ "დობი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დი, სულ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი. სულ მე­მახ­სოვ­რე­ბა შენ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ შენი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი.“
×
×
  • შექმენი...