Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.924

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ეს არის მისი მეცხრე ვიზიტი რეგიონში 7 ოქტომბრის, ომის დაწყების შემდეგ. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გამოთქვეს ოპტიმიზმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოჰაში მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა "ჰამასი" აცხადებს, რომ პროგრესის შესახებ წინა

გორში, სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორში, ერთ-ერთი გარეუბნის, ვერხვების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. “მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არც შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ვერხვების უბნის მცხოვრებლები. მათ ყურადღების მისაქცევად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0143 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8547 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

“ცხოვრება წარსულში“ - Pet Shop Boys-მა ვლადიმირ პუტინის შესახებ სიმღერა გამოუშვა

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა. სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდი

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მედიის ცნობით, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები ორივე ქვეყნის დასახლებულ პუნქტში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. PALITRA

ვინ არის კაცი, რომელმაც ოსლოში რუსი დიპლომატები საჰაერო განგაშის სიგნალით გააღვიძა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე 73 წლის ნორვეგიელმა კაცმა შეთილ ქრანმა პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა და ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ძილი საჰაერო განგაშის სიგნალებით დაუფრთხო. როგორც ნორვეგიული გამოცემა Nettavisen წერს, ნორვეგიის მოქალაქემ გვიან ღამით პორტატული სპიკერით ხელში იმ საცხოვრებელ კომპლექსს მიაშურა, სადაც რუსეთის ელჩი და საელჩოს პერსონალი ცხოვრობს: „მინდოდა ისინი გამომეღვიძებინა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მათ თვალი უნდა გაუსწორო

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც  გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინ

სუსი ორმაგი დანიშნულების პროდუქციას ლიცენზიის გარეშე იყიდის – კანონპროექტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შესაძლოა გათავლისუფლდნენ ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებისგან, რაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისთვისაა საჭირო. აღნიშნულს ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირიებული კანონპროექტი. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ სპეციალ

„მინდა დღევანდელი დღე უკრაინელ ქალებს მივუძღვნა“ - პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან თქვა, რომ დღევანდელი კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიეძღვნება. თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე, ჟურნალისტები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. პუბლიკა

„გავლენიანი ჯგუფი კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს“ - კოალიცია შოთა ქადაგიძის არჩევაზე

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე შოთა ქადაგიძის არჩევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს. 27 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია. დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 16 ივნისის სხდომაზე ზურაბ აზნაურაშვილმა პირადი განცხადებით მიმართა

რუსული კანონის შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო 29-30 აგვისტოს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში, სხდომა 31 აგვისტოსაც ჩატარდება. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის და ოპოზიციონერი დეპუტატების. მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა. სარჩელის ავტორები დროები

ბრიტანეთის დაზვერვა: "ვაგნერი" დაქირავებული პატიმრების მიმართ "სასტიკ ტაქტიკას" იყენებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც ჩართულია უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო გაჭიანურებულ ბრძოლაში, შეიმუშავა საპატიმროებში დაქირავებული, ცუდად მომზადებული მებრძოლების მართვის ტაქტიკა. კერძოდ, მათ აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებზეც თანამგზავრულ რუკაზე მითითებულია მიმართულება და შეტევაზე უშვებენ ხშირად ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, „ვაგნერის“ მეთაურები კი, თავშესაფრებში სხედან და დრონების მეშ

ქართული ალკოჰოლის ექსპორტის 61,2% რუსეთზე მოდის - რომელ კომპანიებს გააქვთ რუსეთში სასმელი

საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. თუ 2021 წელს ქვეყნიდან ჩრდილოეთში 171.995 მლნ დოლარის სასმელი გავიდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 217.402 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ მაჩვენებელში დიდი წილი ცხადია, ნატურალურ ღვინოებზე მოდის, კერძოდ, შარშან რუსეთში 160.816 მლნ დოლარის (73 114 ტონა) ღვინო გავიტანეთ, 56.586 მლნ დოლარის (12 231 ტონა) კი სხვა სპირტიანი სასმელები. მთლიანად კი 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 251.593 მლნ დოლარი (106 584 ტონა), ს

დონალდ ტრამპი გაათავისუფლეს და მან სასამართლოს შენობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს შენობა დატოვა. ის დღეს მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისში დაკითხვაზე გამოცხადდა, სადაც ფორმალურად დააკავეს სასამართლოს სხდომამდე, რომელიც დღესვე გაიმართა. დონალდ ტრამპს 34-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინეს. დონალდ ტრამპი ბრალს არ აღირებს. CNN-ის ცნობით, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. publika

არ ვემხრობი ივანიშვილის შექმნილ კანონს, ამიტომ ვარ აქ - „იმედის“ ტელეწამყვანი აქციაზე

ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი აქციაზე იმყოფება, სადაც რუსულ კანონპროექტებს  აპროტესტებენ. ის სამთავრობო ტელევიზიის, „იმედის“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია. სალომე ღვინიაშვილის კომენტარი აქციაზე „მთავარმა არხმა“ ჩაწერა. ის ამბობს, რომ აქციაზე ქვეყნის და საკუთარი შვილების ევროპული მომავლისთვისაა. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქა

“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”- ორგანიზაციები სომხეთიდან

საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონში დემოკრატიულ პროცესების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. “სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ად

პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი

პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი - სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს   რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.  მთავარი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია

მე მსურს სი ძინპინთან საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია. „ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ. ერთი თვის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, ჩინეთმა ე.წ. მშვიდობის გეგმა წარადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან

აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო. საქართველოს პირველი არხი ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მაღაროელების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ჩართვიდან. გიორგი კუპატაძე მაღაროში აღდგენა ვენტილაციის ცვლის უფროსია. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და სხვა მაღაროელები ამის წინააღმდგენი იყვნენ. ნეტგაზეთი

დმიტრო კულება - ხორვატია თავისი პორტებით დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს

ხორვატია თავისი პორტებით დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „შევთანხმდით ხორვატიის პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე დუნაისა და ადრიატიკის ზღვაზე უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ ამ პორტებისკენ ყველაზე ეფექტური მარშრუტების მოწყობაზე და ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაზე. ყოველი წვლილი ექსპორტის განბლოკვაში, ყოველი ღია კარი არის რეალური, ეფექტური წვლილი მსოფლიო სას

შოვის ტრაგედიის შედეგად, უდედოდ დარჩენილ 4 წლის ლუსის, ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება

"აგერ ნიკოს დაბადების დღეც დგება, მის გარეშე მეორედ აღვნიშნავთ ამ დღეს ბრჭყვიალა სიცოცხლით სავსე ბიჭის უსიცოცხლო დაბადების დღეს! არაფერი დარჩენია ოჯახს და ჩვენ, ოჯახის ახლობლებს მისი სახელით გავაკეთოთ ის, რასაც იგი აკეთებდა და გეგმავდა, რომ გაეკეთებინა. ნიკოს ფონდი ეხმარება ბათუმის ტრაგედიის, მამების ამარა დარჩენილი ბავშვებს. გახდი გმირის საშუალებით ახდენს სამი ბავშვის განათლების უზრუნველყოფას, დაწესებულია ნიკოს სახელობის ჯილდო. ახლა შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის დახმარება, თუმც

მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რე

სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

სასამართლოს დარბაზში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ადვოკატი ია რეხვიაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს. „ქალბატონი ია თითქმის 30 წელი ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და  ადამიანის უფლებების დაცვას. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, — წერს დავით ასათიანი თავის ფეისბუკგვერდზე.  
×
×
  • შექმენი...