Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.892

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია

81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს. ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყ

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. სირიის მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი. კიდევ ასობით დაშავდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლატაკიიდან დამასკომდე. მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთში ბოლო ცნობებით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სოფელ გომში იყო. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 (ML) მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ მათ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ФСБ-ის მტკიცებით, გერკოვიჩი რუსული სამხედრო თავდაცვის კომპლექსის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. უწყებას არ დაუსახელებია კომპლექსის სახელწოდება ან ადგილმდებარეობა, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ეკატერინბურგში დააკავეს. ФСБ-ს არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია. The Wall Street Journal-ის განცხად

გრიბოედოვის სახელობის თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 ქვეყნის რუსული თეატრები 2023 წელს რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. თეატრების ჩამონათვალში თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიცაა. ამის შესახებ TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის ალა მანილოვამ ისაუბრა. მანილოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსული თეატრების ფინანსური მხარდაჭერა ორი მიმართულებით ხორციელდება: უახლესი თეატრ

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვშია

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი. „პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურ

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე. პოლონელი კანონმდებლების განცხადებით, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, რასაც პოლონეთი სრულიად უჭე

ნიდერლანდები 8 მილიონს ევროს გამოყოფს, მათ შორის, საქართველოს მხარდასაჭერად

ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს ნატოს ფონდისთვის, რომლიდანაც მათ შორის საქართველოც მიიღებს დახმარებას. ამის შესახებ ალიანსის ვილნიუსის სამიტზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვი აქტიურად ცდილობს ჩაერიოს იმ სამი ქვეყნის [საქართველო, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა] შიდა საქმეებში, ვინც ზემოთ ხსენებული ფონდიდან დახმარებას მიიღებს. ეს დახმარება მოიაზრებს მომარაგებას დრონების საწინააღმდეგო სისტემებით, კიბერუსაფრთხოების გაუმჯე

„ბახმაროს რაჭაზე უარესი დაემართება!“ ჩოხატაურის მერი: „უკანონოდ არავინ არაფერს არ აკეთებს“

შოვში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა მაღალმთიანი დასახლებები, სადაც სტიქიური მოვლენების გარკვეული რისკები არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. რამდენჯერ ყოფილა საუბარი, რომ გურიის მდინარეებზე უკანონო თუ კანონიერი გზებით ქვა-ღორღის ამოღება ხდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და რომელიც აზიანებს არსებულ გარემოს, მდინარის კალაპოტს იერსახეს უცვლის და მეწყრისა თუ სხვა სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის. ასეა მდინარე სუფსაში, ასეა გუბაზოულზე და ა.შ.

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ფინალში გავიდა. სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტან

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველ

ივანიშვილების ოჯახი მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, მათი თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს. გამოძიების თანახმად, საუბარია სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, 15 წლის გოგო დააკავა

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გ

სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა. „დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 90

გახარია ევროინტეგრაციაზე - ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი 20-30 წელი დავკარგოთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერია, ევროინტეგრაციის ნაწილში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. გიორგი გახარიას ვიდეომიმართვა, რომელიც გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს არის ჩაწერილი, მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. "უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო 30-35 წელში დაუშვა. იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა შემთხ

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 237-მდე გაიზარდა

სირიაში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზებულია ყველა მისი ქვედანაყოფი, ფორმირება და დაწესებულება, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება და სასწრაფო დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, მოძებნონ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები და უმკურნალონ დაშავებულებ

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პერმიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ. განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა

ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, 50% წილს კი მისი მეუღლე მაია ჭელიძე ფლობს. ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს. შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან  6,549,941  ლარი

,,პროტექსი," ,,პალმოლივი“, ,,გარნიე,“ ,,დავი" - ცნობილი ბრენდების ჰიგიენურ საშუალებებში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემით კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ეს არის „პროტექსის“ თხევადი საპონი, პარტიის ნომრით 10190546. ცნობილი ბრენდების ჰიგიენის საშუალებებში ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის აღმოჩენის შესახებ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემამ ინფორმაცია გასულ კვირასაც გაავრცელა. „პროტექსის“ საპონშიც სწორედ ეს ნივთიერება გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორ

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიის პოლიცია საქართველოს ელჩზე თემურ ლეჟავაზე შესაძლო თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ლეჟავას მძღოლმა პარასკევს შუადღეს პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოსთან მამაკაცმა მას საყელოში სტაცა ხელი. მედიას პოლიციისა და საელჩოს მძღოლის სიტყვები მოჰყავს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა ელჩის მანქანის წინ საკუთარი მანქანა გააჩერა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო. ლეჟავას “ტვიტერ” პროფილზე გამოქვ

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი. “გრძელდება შველა-ძიების სამუშაოები“, - განაცხადა ქარსელაძემ. მისივე თქმით, მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა. „10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდ

წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა.   როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტექნიკა უკვე ადგილზეა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ბექა ლილუაშვილი - სანქცირებული, სატელეფონო ჩათით მართული მოსამართლეები... (ვიდეო)

"სანქცირებული, სატელეფონო ჩათით მართული მოსამართლეების მიერ დადგინდება კონსტიტუციის დარღვევა.  ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, ინსტიტუტის დაცვა და იმ შეთანხმების ჩაშლაა, რომელიც ნაცებმა და ქოცებამ შეიძლება მიაღწიონ და ერთობლივად დააიმპიჩმენტონ ქვეყნის მომავალი." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393407845_23892185413762752_7549349955538479640_n.mp4

ოკუპირებული ცხინვალის “კგბ” - ლევან დოთიაშვილი ქართულ მხარეს დღეს საღამოს გადაეცემა

ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადავცემთ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება. ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა,” - ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის “კგბ”-ის განცხადებაში. ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკ

კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უკრაინის მოსაზღვრე სამ – კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა. უწყების ცნობით, ამის მიზეზი „უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხის დონის ზრდაა“. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამ რეჟიმის გამოცხადება ხელისუფლებას და ძალოვნებს კანონიერად აძლევს უფლებას, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ, გააჩერონ ავტომობილები, გამორთონ კომუნიკაციის საშუალებები და აკონტროლონ სატელეფონი საუბრები.
×
×
  • შექმენი...