უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა.
„ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
იპნ
დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო.
ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ხდება ცნობილი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს დანიის საელჩოშიც.
როგორც თეონა აქუბარდიასთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი, რომელიც თანაავტორია შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალების, გუშინ, 9 აგვისტოს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
„პუბლიკასთან” ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ როგორც უწყებაში განუმარტეს, აღნიშნული კვლევა უნდა დაერთოს შოვის სტიქიის გამოძიების საქმეს და ამისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა იყო საჭირო.
ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესი და გარემო თანამშრომლობითი და ცივილური იყო, თუმცა მას
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საარჩევნო პროპაგანდისთვისაა გამოყენებული, სამარცხვინოს უწოდებს.
ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საარჩევნო ბანერები კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სამჭედლოშია დამზადებული.
„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზა
რუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
რუსეთის ძალებმა მიკოელავზე სარაკეტო იერიში გვიან ღამით მიიტანეს. რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება.
თავდაპირველად, მიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა ორი დაღუპულისა და ორი დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა.
მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა ქალაქ ხარკოვის და დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს მათ საერთაშორისო დღეს ულოცავს. ადმინისტრაციის ცნობით, გიდების ვალია, საქართველოს თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს აზიარონ.
„საქართველოს მთავარ მასპინძლებს - გიდებს, გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ! თქვენი ვალია, თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, უძველეს ისტორიას, ტრადიციებს თუ მრავალფეროვან ბუნებრივ რესურსს აზიაროთ”, - ნათქვამია ინფორმ
საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. ის ტერიტორიას პოლიციის თანხლებით ტოვებს.
საკურიერო კომპანია Wolt კურიერების მიერ აპლიკაციის გათიშვასა და უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში განმარტებულია, რომ კურიერები არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, პარტნიორები და არ არიან „ვოლტ საქართველოს“ თანამშრომლები. მათი თქმით, კურიერებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი. Wolt-ის მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ „პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩატარდება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და ეგვიპტელი გიდი მოკლეს. დაჭრილია ერთი ადამიანი.
BBC იტყობინება, რომ, სავარაუდოდ, პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა ტურიეტების ჯგუფს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი ამჟამად დაკავებულია.
publika
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ.
„ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ საშინელი ტერაქტის შემდეგ“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.
რობერტა მეცოლას თქმით კი, საჭიროა „ჰამასის შეჩერება.
„ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გზავნილით მას შემდეგ, რაც ისრაელმა საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადა. ტერორი ვერ გაიმარჯვე
1,3 მილიონი დასაქმებული?
ვის მოტყუებას ცდილობს "ოცნება"
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
406093597_1435798480337483_114564888489873337_n.mp4
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის 213 სამხედრო და სერჟანტი, 11 ოფიცერი, ხოლო 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა მძევლების გათავისუფლება.
publika
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა.
როგორც ცნობილია, ილია თოფურიამ ქამრისთვის ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
ილია თოფურია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
იპნ
ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.
შემთხვევა დღეს მოხდა.
ipn
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 2 აპრილს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24 ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მთლიანად დაიწვა.
ეკიკპაჟის სამივე წევრი გადარჩა და ისინი აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
ნეტგაზეთი
რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება, - ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
გამოცემა საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის საიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრების უმეტესობა კი, 21 პროცენტი, მოსკოვიდან იყო.
Downdetector-ის სერვისის მასალების თანახმად, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა.
Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთში,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0143 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8547 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
თბილისში პარკირების წესების დარღვევისას უცხოურნომრიანი ავტომანქანები მძღოლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში არ ჯარიმდებიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დღეს, 5 აპრილს განუცხადეს.
ნეტგაზეთი აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში ესმა გუმბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკინგზე დგას ავტომანქანა რუსული ნომრებით. თბილისის პარკინგის თანამშრომელი მოქალაქეს ეუბნება, რომ “უცხო ნომრებზე, მით უმეტეს რუსულებზე”, ჯარიმას “არ აწერი
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გაცნობას.
მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, რუსთავის მერიამ საკითხზე საპასუხო წერილი გამოაგზავნა. საჯარო უწყება, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარ
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ტრაგედიას უწოდებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის შესაბამისად, სომხეთი მზადაა, მთიანი-ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს.
“სულ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერი ასეთ რამეს იტყოდა. მითუმეტეს, 1992 წელს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, ნებისმიერი შიდა თუ სახელმწიფოთაშორისო ნორმატიულ სამართლებრივი აქტი, სადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერ
მაისის ბოლო კვირას უკრაინაში კიევის დაარსებას აღნიშნავენ — მეორე წელია, ომის პირობებში და მოკრძალებულად. რუსეთმა სწორედ კიევის დღეს მიიტანა მორიგი მასიური საჰაერო იერიში უკრაინის დედაქალაქზე. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორ ცხოვრობს კიევი მუდმივი საჰაერო განგაშის პირობებში, ნახეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟში უკრაინის დედაქალაქიდან.
კიევის ოპერამ ერთი წელია განაახლა ფუნქციონირება ომით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ. თავიდან კვირაში 2 სპექტაკლს ატარებდა, დასის წევრებ
„ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-ზე წერს.
ის ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას NATO-სთან და უკრაინასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს რუსული ნარატივია და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 30 მაისს ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზ