Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.657
  • comments
    0
  • views
    800.672

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი. სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. როგორც მან განაცხადა, არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვე

საგარეო უწყება - სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა - საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცავებთან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ცენტრში აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. მათივე ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამარ

სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა

სტამბოლში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 38-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აფეთქება ერთი საათის წინ სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა.   ავტორი - გივი ბარამიძე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სტამბოლში აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს

სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანია დაშავებული. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორის წინასწარი მონაცემების საფუძველზე, აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში ქალი მონაწი

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. „აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის მანძილზე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობი

პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო

პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო. ორწუთიანი დუმილის დასაწყისად, დილის 11 საათზე ბიგ-ბენმა 11-ჯერ დარეკა ზარი. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ხსოვნის დღის ცერემონიას მეფე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაესწრო. ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ მეორეს, ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე სამეფო კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიაჩნდა.  

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სტამბოლში აფეთქებას ტერაქტად აფასებენ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტად მიიჩნევს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „ჩვენი შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი. თავდამსხმელმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით ქალია, მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომ
×
×
  • შექმენი...