Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.881

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მერაბ დვალიშვილი - მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს - მადლობა გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო!

უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარის დაიცვის შემდეგ განუცხადა. მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირ

ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტად ვინ დაინიშნება, მნიშვნელობა არ აქვს, ვერ იქნება ლეგიტიმური - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, იმის მიუხედავად, რამდენ თოჯინას დაამატებს ან გამოაკლებს ივანიშვილი თოჯინების თეატრს

დღეს გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს თუ ეწვევა, თორემ დასავლეთ ნახევარსფეროში არავინ დახვდება და მიიღებს, ასე იქნება ჩვენი მომავალი პრეზიდენტიც , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ახლა პრეზიდენტად ვინ დაინიშნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს პროცესიც ვერ იქნება ლეგიტიმური. „საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყ

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა იზრდება, ტრანსპორტით გზის გადაკეტვა ჯარიმის გარდა, 1 წლით მართვის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს - მანიფესტაციებისას ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 5 000 ლარამდე, ორგანიზატორებისთვის კი 15 000-მდე იზრდება

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. კერძოდ, გადამუშავდა “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგ

კაია კალასი - დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით, ევროკომისია წინადადებას წელს წარადგენს - გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას

დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული

კახა გოგოლაშვილი - საჭიროა საქართველოს საკითხში დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა და სანქციების პოლიტიკით „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სერიოზული მესიჯების გაგზავნა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც პირველად უხელმძღვანელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. საქართველოს საკითხი განიხილეს უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად. საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაასანქცირა დიპ

გიორგი გახარია - „ოცნებამ“ არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა - მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალს!

„ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ მიმართა საჯარო მოხელეებს, რომ დუმილი დააზიანებს მათი და ქვეყნის ინტერესებს. „ფაქტია, რომ ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, შეაჩერა და მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი. შემდ

პრეზიდენტი - კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ღირებულებებს ერთად დავიცავთ

საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ბევრი საშუალება გაქვთ, რადგან ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა შედარება უკრაინულ გამბედაობასთან და ტრაგედიასთან, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი

ინგოროყვას კლინიკა - აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები, რის შემდეგაც, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ განმეორებითი კვლევების პასუხები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ. „მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს, ამ ეტაპზე, განმეორებითი კვლევები კეთდება არამხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმ

სალომე ზურაბიშვილი - მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია. აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის მზადაა, დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული, შესაბამისად, ელოდება პასუხს. პრეზიდენტმა ისაუბრა შანსზეც - გახდეს ქვეყანა დემო

ბერდია სიჭინავა - სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით - თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები

კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა,

ბერდია სიჭინავა - პოლიტიკური ფინანსები კავშირში არაა ლეგიტიმაციის მინიჭებასთან - თუ კობახიძეს და „ოცნებას“ ლეგიტიმაცია სჭირდება ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, ან სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს

პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან - თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის „მოწყალება“ და ბიუჯეტიდან ეს ფული ამომრჩეველს

ემანუელ მაკრონი - ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით

ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის

გახარია - ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა

ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო - ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა. თავად ეს ბიჭები გვაძლევენ ბრძოლის სტიმულს და ენერგიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საერთო გამარჯვებამდე! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.

ევროკომისარი მარტა კოსი - დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ

კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. „საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ვწუხვ

ბრიტანეთის ელჩი - შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ

შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა. ელჩი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით,

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით , - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტიჩკოვასა და კომიტეტის მომხსენებელ კარინა ოდებრინკის განცხადებაშია აღნიშნული. ლუსი პოტიჩკოვა და კარინა ოდებრინკი საქართველოში მიმდინარე „საპროტესტო აქციებისა და ძალადობის შესახებ მუდმივ

გაფართოების ანგარიში - ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას - საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე

ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს” შეესაბამება. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ ანგარიშში. ანგარიშში საბჭო ხაზს უსვამს ცხრა ნაბიჯის „განხორციელებისადმი მიბრუნების მნიშვნელობას, რაც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშში იყო მოყვანილი“. „[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დ

მალგოჟატა გოშევსკა - ქალბატონო კალას, რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? - თქვით, რომ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, მზადაა - მაშინ გააკეთეთ ეს!

ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. „კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერ

გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს

გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში,- ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს. „ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული ხუთ პირს შორის არიან საქარ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ჭავჭავაძის გამზირზე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის გადმონგრევის შედეგად, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე

ანა ბუჩუკური - საქართველოს მოქალაქეების აქტივები დღითიდღე იზრდება, ივანიშვილის კი მცირდება. ზუსტად ამიტომ ის გახდება იძულებული წამოვიდეს პოლიტიკურ შეთანხმებაზე

საქართველოს მოქალაქეების აქტივები დღითიდღე იზრდება, ივანიშვილის კი მცირდება. ზუსტად ამიტომ ის გახდება იძულებული წამოვიდეს პოლიტიკურ შეთანხმებაზე. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9286094761440717

სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ - ვნახოთ 29 დეკემბრის მერე სად და როგორ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი

29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგაც ის პრეზიდენტი იქნება და გააგრძელებს ხალხის მსახურებას. „29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარ

მაიკლ მაკკოლი - მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა

ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხა

საია - აქციებისას დაკავებული პირების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია განამტკიცებს ფაქტს, რომ მათ მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს

რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული. საია-ს ცნობით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პრ

გერმანიის საელჩო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლითაც საქართველოსთვის 237 მლნ ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ

გერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება. „ამგვარად
×
×
  • შექმენი...