ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას: „რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“.
ბერდია სიჭინავას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ემ
"ოცნებას" სურს, რომ ყველამ შიშით იცხოვროს, რომ კრიტიკული განცხადება, პროტესტში მონაწილეობა ან უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმა გახდეს სასჯელის საფუძველი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბექა ლილუაშვილის თქმით, „ოცნება" იქცა იმ ძალადობრივ სისტემად, რომლის შეცვლასაც 2012 წელს თავად გვპირდებოდა.
„2012 წელს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ დასრულდებოდა რეპრესიები, ქვეყანაში სამართლიანობა და თავისუფლებ
„დაიტოვეს” გუნდის წევრი, ნენსი ვოლანდი ყვება 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე.
ნენსი ამბობს, რომ მას სრულად გაშიშვლება მოსთხოვეს, რასც ის ფსიქოლოგიური ძალადობად აფასებს. ასევე წაართვეს მისთვის ძვირფასი ნივთები – ბაბუის ნაქონი 60-იანი წლების 2 ძველებური კამერა, კამერა, რომლითაც სახლში კატებს აკვირდებოდა და ტექნიკა: ტელეფონი და კომპიუტერი, რაც მას სამუშაოდ სჭირდება.
მისივე თქმით, პოლიციელებმა აიძულეს ბუქნების გაკეთებაც.
ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შ
მზიას მადლობა! ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ ფაქტს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.
სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს მხნეობას უსურვებს.
„მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის!
გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის
თვითმმართველობის არჩევნების საკითხი სპეციალურადაა ორიენტირებული, შემოგდებული და პროვოცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან - ეს არ არის საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრების გამოშვება/არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, დღის წესრიგში არსებული ამოცანების გადაჭრისთვის თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ელჩი TAV-ს მიმართავს შეკითხვით, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო.
„ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?“ - წერს ელჩი.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხე
კლინიკა „ვივამედთან“ გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი. შიმშილობის 38-ე დღეს ის ამბობს, რომ ექიმების დახმარებით შეეცდება, როგორმე დაიწყოს კვების აღდგენა და თემურ ქათამაძესაც სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატი
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით, 85 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება.
სსიპ-ის მიზანი იქნება საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, გრანტების გაცემა.
„ოცნების“ მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მი
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს.
გიორგი გახარიას თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
„დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.
მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვ
ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3918985555011233
"თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1688612108760452
"მადლობა მზია ამაღლობელს, მან სრულად გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი ფლიდი მორალისგან."
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1163332311806222
- ბიძინა ივანიშვილია "რეჟიმი", მის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება და ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ხდება ივანიშვილის კისერზეა, სხვა ადამიანები კი უბრალოდ შემსრულებელი მარიონეტები არიან.
- გახარიას და ზურაბიშვილის მიმღებლობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მაღალი, ფაქტობრივად როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიიღეს, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.
გერმანელი ევროპარლამენტარი, ევრონესტის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა:
გიორგი გახარიაზე, მის დაბრუნებისთანავე განხორციელებული თავდასხმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი შეხვედრების შემდეგ, არა მხოლოდ მასზე ზეწოლის მცდელობაა, არამედ აგრეთვე აგრესიული და მტრული გზავნილია მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისადმი, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს უჭერს მხარს! სოლიდარობა გიორგი გახარიას!
https:/
ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.
მან თავდასხმა შეაფასა "პატარა კაცების პატარა ბოღლად" და განაცხადა, რომ "ქართული ოც
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს.
ამის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა.
კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ოპერატორს. ისინი ამბობენ რომ პოლიციელები არიან, თუმცა ამის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნიათ.
„ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს ს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ინარჩუნებს საპარლამენტო მანდატებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
როგორც გახარიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნა, მისი მიზანია, მიიღოს იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებმა მის პარტიას არჩევნების გზით მიანიჭეს და არ გახდეს დამოკიდებული კერძო ფინანსურ ჯგუფებზე.
„ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ. მე ამ მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ პოლიტიკ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო.
როგორც სასამართლოში განმარტავენ, ბრალდებულ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებლად ცნო.
უფლებადამცველები, ამჯერადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის შეცვლას ითხოვდნენ.
სააპელაციო სასამართლომ საქმე წარ
არავინ ამ მთავრობას არ აღიარებს, არალეგიტიმურები არიან, ზუსტად ამიტომ აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მათ როგორც პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ელაპარაკებოდნენ ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ისინი საქართველოს წარმოადგენდნენ და რუსთაველზე მდგომი ადამიანების სათქმელს აჟღერებდნენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მსგავსი „კრიმინალური ქმედებები“ სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული.
“შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წ
„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას ადვოკატმა ოფიციალურად მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
პარტია მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლზე, რაც დევნას გულისხმობს.
17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.
"ყველაფერი რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, ღალატია საგარეო კურსის ცვლილება, ღალატია კორუფცია, ღალატია ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის ქმედებებზე რომ ხმას ვერ იღებენ, ღალატია კონსტიტუციის დარღვევა, კონკრეტულად 78-ე მუხლზე ხაზის გადასმა და ღალატია ადამიანებზე სისტემური ძალადობა."
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/971348307920207
"დღეს "ოცნების" რეჟიმი არის განყოფილება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, მოუსპოს უსაფრთხოების გარანტები, ამოაგდოს ევროპული სივრციდან და მიაბას მტერს - რუსეთს!"
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1134264634904377
„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან.
ტატა ხვედელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართა, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა “გახარია საქართველოსთვის” გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ.
„გუშინ, ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმები