Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.374

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეონა აქუბარდი - ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა - დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.

ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა.     დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.     თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/944942890852979

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება

საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - გან

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე

ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა

"გახარია საქართველოსთვის" - ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ:   "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანაგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი

ზაზა თავაძე - პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები - ეს პარლამენტი არალეგიტიმურია

პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. „ეს პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. მათ არჩევანი მოჰპარეს ქართველ ხალ

საია - მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა

მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. „2024 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართ

ლევან გოგიჩაიშვილი - ვნახე, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს „შერატონის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა - ეს არის პოლიტიკური დანაშაული, ამას არავინ „გაატარებს“

ეს არის პოლიტიკური დანაშაული, ამას არავინ არავის „გაუტარებს“ - რეჟიმი ყველაფერზე წამსვლელია და ეს არის ბრძოლა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ სასტუმრო „შერატონში“, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გოგიჩაიშვილი ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებაზე დასმულ კითხვასაც პასუხობს და

პარლამენტთან, რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, თუმცა ორივე პირი საპატიმროში კიდევ 10 თვეს გაატარებს

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუ

ტობიას კრამერი - „ქართული ოცნება“ პანიკაშია - მათ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტონ და ქართველებს საშუალება მისცენ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ

საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს სასტიკად დაესხა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი. გახარი

კაია კალასი - საქართველოში ყველა მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებით არ მიდის

მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. რეპრესიული კანონმდებლობის ადაპტაცია და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება სიტუაციის საგანგაშო გაუარესებაა რეგიონში , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველა ეს მომიტინგე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებ

სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავებას ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა

სახალხო დამცველი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე, არაპროპორციულ ხასიათს ატარებს. სახალხო დამცველის თქმ

საგარეო საქმეთა სამინისტრო - აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. „2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართვე

დიმიტრი ცქიტიშვილი - აქცენტები გავაკეთეთ უკანონოდ დაპატიმრებულ ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობა იმყოფებიან საპატიმროებში, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში აკანონებს ავტორიტატრულ დიქტატურას (ვიდეო)

აქცენტები გავაკეთეთ უკანონოდ დაპატიმრებულ ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობა იმყოფებიან საპატიმროებში, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში აკანონებს ავტორიტატრულ დიქტატურას.      დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1294127768497850

ჰელსინკის კომისია - ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი

ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. "ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგან

იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს - ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე "ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე"

ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა, - ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა. ამასთან, დაკავებულმა სასამართლოს საკუთარი თავი წარუდგინა, როგორც "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" "წილის მფლობელი". "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და “დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”... თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზ

ომბუდსმენი - სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს - დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. „მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

მიხაილ როთი - გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ - დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ

ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს მიხაი

ბექა ლილუაშვილი - თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში

თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597854116286392

ტატა ხვედელიანი - მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს

მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966129268320890

პოლონეთის საელჩო - პოლონეთი დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის უსამართლოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოს ავრცელებს. “ღრმად შეშფოთებულები ვართ ისტორიებით, რომლებსაც პროტესტების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახების წევრების ყვებიან. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით

ვოლოდიმირ ზელენსკი - აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორისა და მკვლელობების გარეშე, ეს არის ბოროტების სახელმწიფო და დამარცხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორის გარეშე. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში სლავიანსკზე რუსეთის ძალების მიერ მიტანილ იერიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოროტების სახელმწიფოზე გამარჯვება არის უკრაინის ვალდებულება კაცობრიობის წინაშე. „მთავარია ოკუპანტების მუდმივი განადგურება, მათი ლოგისტიკისა და ნებისმიერი პოტენციალის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი აქტიური ნაბიჯების მომზადება, ეს

იენს სტოლტენბერგი - დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია

დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “საუბარია საკითხზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს სურვილის უკმარისობის და უკრაინისადმი მხარდაჭერის არგაგრძელების სურვილის ნიშანია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინის მხარდაჭერის

კახა კალაძე - რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო - გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენ ამას მივესალმებით

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო და ხელისუფლება მიესალმება რაც შეიძლება მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას და ბიზნესკომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულები. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა. „მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაშ

არასამთავრობოები - 12 რეკომენდაციიდან, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, მედიის თავისუფლების, დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის პირობა არ შესრულებულა, სრულად შესრულდა 1, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 5

8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე - თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაოაბზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. „ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერეს
×
×
  • შექმენი...