Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.657
  • comments
    0
  • views
    800.913

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რობინ დანიგანი - მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია ნათქვამი. ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებ

პეტრას აუსტრევიჩუსი - „ქართულმა ოცნებამ“ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო - ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთთან სიახლოვესა და დიდ გაურკვევლობამდე მიჰყავს. „ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები“, - წერს ევროპარლამენტარი.  

პრემიერი - სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ევროკავშირის ელჩი ჩაერთო - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, ამგვარ ფაქტებზე, როგორც მის, ისე სხვა ელჩების მიმართ, დიპლომატიური რეაგირება გვექნება

სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც არჩევნებამდე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო,

ოთარ ბერძენიშვილი - ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე - არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ

ამ საჯარო განცხადებით, მსურს გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე, - ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებ

ომბუდსმენი - შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები

შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და

ექიმის განცხადებით, ჟურნალისტ გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა

ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ სხეულის ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. „ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი - ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება. „დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას... ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპ

ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეებო,ძალიან მძიმე იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი - უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით

"საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ გაფაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ. ვხედავ ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ. ხოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია. ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები. მაგრამ ახლა აღარ არის ის „ყოველთვის”. ძალიან მძიმე იქნ

ევროკავშირის ელჩი - საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო - ჩემი გზავნილი იქნება: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით

საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟუნალისტებს განუცხადა. „ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ე

ევროკავშირის ელჩი - დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ - რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს

ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქ

ჟირინოვსკის პარტიის ლიდერი აქებს „ოცნებას“ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის შეჩერების გამო

ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, აქებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. „თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი. ნეტგაზეთი

გიორგი გახარია - ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და ისეთი წნეხი განხორციელდეს მათზე, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი, ეს იქნება გამოსავალი

გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება, მათგან 4 საავადმყოფოშია, 12 კი იზოლატორებში ჯერ არ შეუყვანიათ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება. მათივე ცნობით, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში. შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წ

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. “უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების

აქციაზე დაშავდა „ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა

აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა. რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს ძალადობრივად აკავებს და მათ ფიზიკურად უსწორდება. ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა

ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში. ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა. პოლიციამ სცემა „ტვ პირველის” ოპერატორ გიორგი შეწირულს –  ის წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. დაუმტვრიეს კამერა. ფოტოზე: გიორგი შეწირული აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრ

აქციაზე მუშაობის დროს „პუბლიკის" ჟურნალისტი, ლექსო ქეშელაშვილი დააკავეს და სცემეს

საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. ალესანდრე ქეშელაშვილი უკვე გაათავისუფლეს. „პუბლიკის” ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა. როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები. „მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამი

საგარეო უწყების 40-მდე თანამშრომელი „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. „ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევრო

შსს: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ ლიდერებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს მოუწოდებს, „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში”. უწყების განცხადებით, „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”. პუბლიკა

ევროინტეგრაციაზე უარის შემდეგ, “ოცნების” მთავრობა რესტორანში იმყოფებოდა

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დღეს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე განცხადების შემდეგ და საპროტესტო აქციის პარალელურად, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობა რესტორანში იმყოფებოდნენ. „ტვ პირველმა“ კობახიძე და მთავრობის სხვა წევრები წყნეთში, რესტორან „კაკლებიდან“ გამოსვლისას დააფიქსირა. კობახიძემ და მინისტრებმა არ უპასუხეს ჟურნალისტის კითხვას, რას აღნიშნავდნენ. „ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა დღეს დაამტკიცა მთავრობა და სამთავრობო პროგრამა. მოგვიანებით პარტიის ოფისში გაიმართა უმრავლე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გ

პრეზიდენტი საპროტესტო აქციაზე - მე ვარ აქ, ხალხთან ერთად და ვიქნები - იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს - არ უნდა დავნებდეთ!

მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. “დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება,

პრეზიდენტი სპეცრაზმს - თქვენი მოვალეობაა, დაიცავთ სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები - რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს, ფიცი ვის წინაშე დადეთ?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სცპერაზმთან მივიდა. მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა. „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?, - მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს.

ნათია მეზვრიშვილი - წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ფორმით! - პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საკითხების ირგვლივ გვაქვს სრული მზაობა, სრული ერთიანობაა ჩვენი გუნდის მხრიდან, ყველა პროცესში ვიქნებით

როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული. “ძალიან მძიმე დღეა ქ

„ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ხალხს" - პრეზიდენტმა ელჩებს, ჯარსა და პოლიციას მიმართა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს, პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან მიმართა პოლიციას, ჯარს და დიპლომატიურ კორპუსს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ელჩებს მოუწოდა, დღესვე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდეც უნდა მიეღოთ. ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარსაც და აღნიშნა, რომ ის არის ქვეყ
×
×
  • შექმენი...