ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით [10 გრამი] ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. როგორც გამოცემა სპუტნიკი წერს, მისი ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა და აფხაზური და ქართული პასპორტები.
მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთისა და გლობალური ისტორიის შესახებ რელიგიურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაა
რუსეთმა დონეცკის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტთან და სოლედართან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის მშვიდობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და
რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის ახალაღმოჩენილი კინოკადრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 4K გარჩევადობის სკანერით გაციფრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
„სტუდია „მემატიანეს“ საცავში თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის დაკრძალვის კინოფირი რამდენიმე კვირის წინ აქამდე გაუშიფრავ მასალაში აღმოჩნდა. სტუდიამ ახალაღმოჩენილი კადრების ელექტრონული ვერსია ეროვნულ არქივს გადასცა და იგი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვ
სოციალური ქსელის მომხმარებელი საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
როგორც მანანა ხურციძე წერს, მის შვილს დეპრესია აქვს.
"ძალიან მიმძიმს ამის გამეორება, მაგრამ დაიკარგა ჩემი გიო, ბავშვს აქვს დეპრესია. გთხოვთ გადააზიაროთ და თუ ვინმე სადმე დაინახავთ დაგვირეკოთ. გასკდა გული, ამის გადატანა ისევ რომ გვიწევს. გთხოვთ დაგვეხმაროთ გიოს პოვნაში. 599885054; 591917161 დაგვირეკეთ."- წერს მანანა ხურციძე.
ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ფხენიანის მიერ ნასროლმა რაკეტებმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე, 130 კილომეტრზე იფრინა.
ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასრულეს. წვრთნებში მონაწილეობას 240 სამხედრო თვითმ
„ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ახლა კი რა გვაწუხებს ჩვენ, ყველას: ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში… ამერიკაში აღარ არის რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“, – თქვა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.
ავტორი - გივი ბარამიძე
ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გააკეთა.
როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა.
„დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ამ აურზაურში, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ომის დასახმარებლად მიაწოდა, რაკეტის ნაწილი სრულიად არასწორია. უპილოტო თვითმფრინა
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია.
„მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, კიდ
უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პოლიტიკასა და ეკონომიკას, პოლიტიკასა და უსაფრთხოებას შორის ურთიერთობას.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო „ხუთ ქვეყანაზე მეტია“, რითაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრზე მიანიშნა.
„პოლიტიკა ნიშნავს ხვალინდელი დღ
ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას“რესპუბლიკის” ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლე ალექსანდრ ნიკულინზე თავდასხმა 4 ნოემბერს, ქალაქ უგლეგორსკში მოხდა, რის შედეგადაც ის მძიმე მდგომარეობაშია.
“ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან”, - ნათქვამია ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ნიკულინი “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლედ 2022
ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას გაუგზავნა 500 ენერგოგენერატორი, რათა დაეხმაროს მას ელექტრომომარაგების რეგულარული დარღვევის პირობებში. ამის შესახებ იტყობინება ევროპის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ოპერაციების მთავარი სამმართველო.
„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის დაზიანებული,“ განაცხადა სააგენტომ.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაგზავნეს ენერგორესურსები, არიან საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია
თელავის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეული ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" 10 წლიანი პაუზის შემდეგ ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში განთავსდა. ძეგლის რესტავრაციისა და მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯა.
ვაზს შემოხვეული ქალის მონუმენტი, რომელსაც ხელში ყურძნის მტევნები უკავია 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის დროს აიღეს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან აღარ დააბრუნეს. მონუმენტი დაშლილ მდგომარეობაში საწყობში ინახებოდა. ამას ადგილობრივების ერთი ნაწილის უკმაყ
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა პარასკევს შეძლეს რუსეთის იერიშების შეჩერება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ჯარებმა 11 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციების წინააღმდეგ. ამავე დროს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Orlan-10 ტიპის დრონი, თერთმეტი Shahed-136 დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი.
ვინიცის გუბერნატორმა სერჰი ბორზოვმა თქვა, რომ წუხელ ცენტრალურ უკრაინაში მდებარე რეგიონში რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახო
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბირთვული ობიექტის გარე ელექტროენერგიით მომარაგება ორი დღის შემდეგ აღდგა.
ის ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა.
ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უ
უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი
აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ამომრჩევლებს ფილადელფიის შტატში შეხვდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუალედურ არჩევნებს აშშ-ის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა.
„დემოკრატია ფაქტობრივად კენჭისყრაზეა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ერისთვის და ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა ვილაპარაკოთ“, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში დემოკრატიული წაგება შედეგებს ათწლეულების განმავლობაში მოიტანს.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა. როგორც შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე განაცხადა, „მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება“.
ოლაფ შოლცის თქმით, ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამიტომ ღირდა ჩინეთში ვიზიტი.
გერმანელმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას.
გერმანიი
ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ და უზრუნველყოფენ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის თავდაცვის უფლებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობის როლს მარცვლეულის დერეფნის შეთ
ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 აპარატს ვანადგურებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფინანსურად დაუჭირონ მხარი უპილოტო თვითმფრინავების საზღვაო ფლოტის შექმნის ინიციატივას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კარგი სიახლეები უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.
კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.
ცალკე აღებული კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტები, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მოქმედებდნენ არა პარტიული ინტერესიდან, არამედ კონსტიტუციიდან და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ დეოლი
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ და ასევე მესტიაში მოქმედი სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი თვლის, რომ ქვეყნიდან და კომპანიებიდან კადრების გადინების გამოწვევის გადაჭრა, მხოლოდ ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ირაკლი გურჩიანმა მაგალითად, მის მართვაში არსებული კომპანიები მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემოსავლიან კომპანიებს ღირსეული ხელფასის გაცემის შესაძლებლობა აქვთ.
„ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ კადრების გადინება ს
შაბათს იტალიის დედაქალაქ რომში ათიათასობით იტალიელი გამოვიდა აქციაზე უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად.
მშვიდობის გარდა, იტალიელები ითხოვდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას.
ხალხს ეკავა ბანერები „არა ომს. არა იარაღის გაგზავნას“. იტალია, ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას და ამარაგებდა მას იარაღით.
ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. მაგრამ ყველა არ ეთანხმ
კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის 6 ნოემბრიდან დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს.
„უკრენერჰოში“ აცხადებენ, რომ ქალაქის მოსახლეობა სოცქსელებსა და სპეციალურ პორტალზე წინასწარ შეიტყობს მათ რაიონებში დენის გათიშვის შესახებ.
კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა დიზელის საწვავი, ელექტროგენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთრის პერიოდში ქალაქში გათბობის 1000-ზე მეტი პუნქტი იმუშავებს.
არ არის გამორიცხული არც კიეველთა სრული ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვა