Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.087.074

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე, ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება

როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერის განცხადებას ეხმაურება რომ აბუ-დაბიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. როგორც ლი

ბექა ლილუაშვილი - დღეს თუ საქართველოს მიმართ არსებობს განცდა, განწყობა ან მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის და აქ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკვე თითქმის მე-3 თვეა ქუჩაში დგანან

"დღეს თუ საქართველოს მიმართ არსებობს განცდა, განწყობა ან მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის და აქ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკვე თითქმის მე-3 თვეა ქუჩაში დგანან, მათ შორის ის სანქციები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ საკითხებში და რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება." ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/29038968105694179

გიორგი გახარია - არავის სჭირდებოდა პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც თქვა: „პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდები“, მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო - ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა

არავის სჭირდებოდა ისეთი პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მანამდე კი, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, შეხვდა, თუ არა „რომელიღაც ელჩს“, რომელმაც ნ

ჩეხეთის საგარეო მინისტრი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება - ორგანოს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობას, თავმჯდომარეობს სახელმწიფო, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, საჭიროა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება. „ვეთანხმები ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება. ამის უახლესი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ორგანოს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობას, თავმჯდომარეობს სახელმწიფო, რომელიც არღვევს გაერო-ს წესდებას და საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას“, - დაწერა იან ლიპავსკიმ „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, გაერო-ს უშიშროების საბჭოშ

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას - შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი დასრულდა

ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. „ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა. იმედია, ას

დიმიტრი გვრიტიშვილი - სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა - ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა. გვრიტიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოსამართლეებისგან ეს ერთგვარი სოლიდარობის აქტია. „მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ:

დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უსაფუძვლოა, ვხედავთ მიზანს, რომ სისტემიდან მოხდეს იმ მოსამართლეების განდევნა, რომლებიც ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს

ჩვენი მოსაზრებით, ეს ერთგვარი სპეცოპერაცია, რაც განხორციელდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში თუ საელჩო ერიდებოდა წინა პლანზე გამოსვლას და ამ პროცესის, კამპანიის სათავეში ჩადგომას, დღეს აღარ ერიდება.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყება ივნისიდან შეეძლებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით კლინიკებთან შეთანხმება, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დასრულდება და ივნისიდან ბავშვებს მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ. როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მშობლებს საშუალება ექნებათ, კლინიკა თავად შეარჩიონ. „140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა

მედიის ცნობით, საფრანგეთმა უკრაინაში გაგზავნა გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ

საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. 10-11 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტთა ორი ჯგუფი გაემგზავრა. როგორც მედია წერს, პირველ ჯგუფში შედიან გამომძიებლები, ხოლო მეორეში ტექნიკური ექსპ

დევიდ ო’სალივანი - საქართველო არ ახორციელებს სანქციებს, შესაძლოა, იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გვესმის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც ქვეყანა იმყოფება

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის , - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრეს

იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შიმშილის იარაღად გამოყენება, მისი ქმედებები მნიშვნელოვან რისკებს უქმნის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას

ნატო-უკრაინის საბჭომ შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ალიანსის ცნობით, საბჭომ მკაცრად დაგმო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება და მისი მიზანმიმართული მცდელობები, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი, რომელზეც ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული მთელ მსოფლიოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთი ში

საქართველოს რკინიგზა - ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა, რის გამოც დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. მათვე ცნობით, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშა

„ახალი თეატრის“ თანამშრომლები გენერალურ პროკურორს მიმართავენ, სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე იშუამდგომლოს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართავენ. ისინი პროკურორს სთხოვენ, რომ სასამართლოს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამ

სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ - ვნახოთ 29 დეკემბრის მერე სად და როგორ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი

29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგაც ის პრეზიდენტი იქნება და გააგრძელებს ხალხის მსახურებას. „29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარ

გიორგი გახარია - სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას

სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

ჯო უილსონი - ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს - საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება

ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი [რესპუბლიკური პარტია] და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ასე მოხდება ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. "ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვე

ჯო უილსონი - დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს". “ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და

არსებული ინფორმაციით, ფანასკერტელის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

ფანასკერტელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს წარმომადგენლებმა ადგილზე უთხრეს, საგამოძიებო ღონისძიებები საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ შემთხვევას ეხება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. "ინტერპრესნიუსი" მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს. ipn

სოფიო ხორგუანი - რეჟიმი ასე მოქმედებს, მისთვის მიუღებელია ყველა თავისუფალი ადამიანი - ორი გვამის მოთხოვნამდე ორი ნაბიჯი აქვთ დარჩენილი (ვიდეო)

რეჟიმი ასე მოქმედებს, მისთვის მიუღებელია ყველა თავისუფალი ადამიანი - ორი გვამის მოთხოვნამდე ორი ნაბიჯი აქვთ დარჩენილი.  ამ რეგიონში (საქართველოში) ახალი დიქტატორის აღმოცენებას არავინ შეეგუება ცივილიზებულ სამყაროში.  სოფიო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/466211626528910

დიმიტრი ცქიტიშვილი - ამ პატიმრების გათავისუფლება გადის ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაზე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპრომისზე წასვლის და გაჩერების (ვიდეო)

ამ პატიმრების გათავისუფლება გადის ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაზე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპრომისზე წასვლის და გაჩერების. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1135812314554863

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ვითხოვთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის

აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე - მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს - ჩემი გიტარა მენატრება

ჩემი გიტარა მენატრება, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს. დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახ

დიმიტრი ცქიტიშვილი.- ივანიშვილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა ბრიტანულ სანქციებს... ჩვენ ძალიან ახლო და აქტიური კავშირები გვაქვს დიდ ბრიტანეთთან და აუცილებლად ვიმუშავებთ მათთან

ივანიშვილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა ბრიტანულ სანქციებს. ჩვენ ძალიან ახლო და აქტიური კავშირები გვაქვს დიდ ბრიტანეთთან და აუცილებლად ვიმუშავებთ მათთან, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას რეჟიმის დასასრულებლად დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1348274043290012

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვერ შეცვლის ვერც პროპაგანდა, ვერც შავი ფული, ვერც ძალადობრივი მანქანა! - „ოცნების“ დეპუტატები ხალხს აგრესიული დეზინფორმაციითა და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივით უტევენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანია პარტიის დისკრედიტაციას კიდევ ერთხელ ცდილობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. როგორც ლილუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად ფინანსდება „ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე“. „ტელეკომპანია „იმედი“ მორიგ ჯერზე ცდილობს ჩვენი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დისკრედიტაციას, რათა საზოგადოების შეცდომა
×
×
  • შექმენი...