Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.995

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - შსს-ში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი: პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები - კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იყო შანტაჟი, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ

ლიეტუვის პრეზიდენტი - ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - გვწამს საქართველოს ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს

ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - გვწამს თქვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუ

არჩილ თალაკვაძე - IRI-ს კვლევები 8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას - ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს თუ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს

გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. თალაკვაძის შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორ

მიხეილ სარჯველაძე - ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს

სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“. დეპუტატის თქმით, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს. „საჭიროა გაკეთებუ

მეუფე შიო - გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოვლენ

გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები - ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესი

ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია - სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა. „

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს - მზად ვართ, დავეხმაროთ კიევს, რომ ეს გზა მალე გაიაროს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ამ ქვეყნისგან სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ოფიციალურ კიევს იმაში, რომ ალიანსში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება მალე გაიაროს. მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ უკრაინის სურვილი გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა, ასრულდეს. „ჩვენ გვაქვს

აშშ-ის საელჩო - მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და საელჩოს თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციად აფასებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისსა და ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებ

ბექა ლილუაშვილი -  ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას -  ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა, ევროინტეგრაციის გზაა (ვიდეო)

ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას.    ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა ევროინტეგრაციის გზაა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი.  399343376_747192220578762_2770922988650172210_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - დღეს “ოცნების” ისტორიულ მინიმუმზე მყოფი პოლიტიკური რეიტინგი დგას არა მათი იდეოლოგიის კონსოლიდაციაზე, არა მათ პოზიტიურ წვლილზე ამ ქვეყნის განვითარებაში, არამედ დგას წინა ხელისუფლების მობრუნების შიშებზე (ვიდეო)

“პოლიტიკური პოზიციონირების პრობლემა აქვს ხელისუფლებას. მათ რეაგირება ლავროვის განცხადებაზე ვერ ექნებათ. დღეს “ოცნების” ისტორიულ მინიმუმზე მყოფი პოლიტიკური რეიტინგი დგას არა მათი იდეოლოგიის კონსოლიდაციაზე, არა მათ პოზიტიურ წვლილზე ამ ქვეყნის განვითარებაში, არამედ დგას წინა ხელისუფლების მობრუნების შიშებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, მივცეთ ქართველ ხალხს შესაძლებლობა “ოცნება” გადააბრძანოს ოპოზიციაში ისე, რომ “ნაც.მოძრაობა” არ მობრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის ფორმულა.”  ბექა ლი

„გახარია საქართველოსთვის“ - 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია - ვაცხადებთ, რომ არ ვმონაწილეობთ მისი არჩევის უკანონო პროცესში და არ ვცნობთ დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებებს

14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური - კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები ერთი მხრივ, ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს - ყველა ჩვენი შვილია, ვინც აქ დგას ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. „მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველანი ჩვენი შვილია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   იპნ

„ახალი თეატრის“ თანამშრომლები გენერალურ პროკურორს მიმართავენ, სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე იშუამდგომლოს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართავენ. ისინი პროკურორს სთხოვენ, რომ სასამართლოს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამ

პრეზიდენტი - მმართველმა პარტიამ რუსული გზა დაიკავა და თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ „ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო

მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ერთ მხარეს არსებობს

თეონა აქუბარდია - ბრიტანეთის სანქციებს გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც - „ქართული ოცნება“ „მელა და ყურძნის“ პოზიციაშია, მაგრამ რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, სისტემა დასუსტებულია

პროტესტის დამსახურებაა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები, ეუთოს განცხადება, ბალტიის ქვეყნების ინდივიდუალური სანქციები, ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების დასანქცირება. რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, მელა და ყურძენი რომ არის, დაახლოებით ამ პოზაში არიან [„ქართული ოცნება]. სისტემა არის დასუსტებული! , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. აღნიშნულით, თეონა აქუბარდიამ ის ფაქტი შეაფასა,

გახარია - ვუსამძიმრებ მახანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს...კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას იმ სამოქალაქო გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

"სამწუხაროდ, გუშინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს… დღეს, მთელი ქვეყანა ვგლოვობთ ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველს და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას იმ სამოქალაქო გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ბმული: https://www.facebook.com/Gakharia

პრეზიდენტი - თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, არის მეორე ვარიანტიც - მივალთ არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის - ეს რეჟიმი თავისით იშლება

თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც - მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზურაბიშვილის განმარტებით, რეჟიმის ჩამოშლაში არავის ხელი არ ურევია, გარდა ძალაუფლების მქონე პირებისა, რომლებიც დროულად ვერ მიხვდნენ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოპყრობოდნენ, შესაბამისად, "რეჟიმი თავისით იშლება". “ეს კრიზისი ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ არც ერთი გამოსავალი აღარ

ჯო უილსონი - ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების, ივანიშვილისა და სხვების ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან

ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ ამერიკაში სიამოვნებით ცხოვრებას. „ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. კორუმპირებული ბავშვები დ

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ვითხოვთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის

ანა ბუჩუკური - ბრიტანეთში, თემთა პალატაში უკვე დაიწყო საუბარი რეჟიმის მთავარ საყრდენ, ტელეკომპანია “იმედის” შესაძლო პასუხისმგებლობაზე (ვიდეო)

ბრიტანეთში, თემთა პალატაში უკვე დაიწყო საუბარი რეჟიმის მთავარ საყრდენ, ტელეკომპანია “იმედის” შესაძლო პასუხისმგებლობაზე.     ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1114610976819926

ანა ბუჩუკური - ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა

ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული საერთაშორისო მიმართულების გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია. „დონალდ ტრამპი არის აშშ-ის მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. რაც შეეხება მის გზა

ბექა ლილუაშვილი - როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე, ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება

როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერის განცხადებას ეხმაურება რომ აბუ-დაბიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. როგორც ლი

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვერ შეცვლის ვერც პროპაგანდა, ვერც შავი ფული, ვერც ძალადობრივი მანქანა! - „ოცნების“ დეპუტატები ხალხს აგრესიული დეზინფორმაციითა და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივით უტევენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანია პარტიის დისკრედიტაციას კიდევ ერთხელ ცდილობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. როგორც ლილუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად ფინანსდება „ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე“. „ტელეკომპანია „იმედი“ მორიგ ჯერზე ცდილობს ჩვენი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დისკრედიტაციას, რათა საზოგადოების შეცდომა

გიორგი გახარია - არავის სჭირდებოდა პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც თქვა: „პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდები“, მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო - ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა

არავის სჭირდებოდა ისეთი პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მანამდე კი, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, შეხვდა, თუ არა „რომელიღაც ელჩს“, რომელმაც ნ

ანა ბუჩუკური - ცალსახაა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო?

ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია.
×
×
  • შექმენი...